"იუვენტუსის" ნახევარმცველი სამშობლოში დაბრუნებით გახარებულია და მომავალს იმედიანად უყურებს

"იუვენტუსის" ნახევარმცველი ალბერტო აკვილანი იტალიაში დაბრუნებით გახარებულია და მომავალს იმედიანად უყურებს.

26 წლის ტურინელმა კვირას "ლეჩესთან" 4-0 მოგებულ მატჩში ანგარიში გახსნა და სასტარტო შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნა. "ლივერპულიდან" იჯარით გადმოყვანილი ნახევარმცველი, რომელიც ინგლისურ კლუბში "რომადან" მოხვდა და წინა სეზონში მერსისაიდელთა წარუმატებელი თამაშის გამო, ერთ-ერთ მთავარ განტევების ვაცად მიიჩნიეს , სამშობლოში დაბრუნების გამო სიხარულს გამოთქვამს:

"იტალიაში დავბრუნდი, რათა კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში თამაში გავაგრძელო. "ლივერპულში" ტრავმამაც შემიშალა ხელი, მაგრამ ჩავარდნის მთავარი მიზეზი მაინც არასტაბილურობა იყო. ამჟამად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ სტაბილური თამაშია და დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ნაკრებშიც მალე დამიძახებენ", - განაცხადა ფეხბურთელმა.

"იუვენტუსის" მწვრთნელის, ლუიჯი დელნერის აზრით, იტალიიდან 18-თვიანი გადაბარგების შემდეგ აკვილანის საფეხბურთო ოსტატობა გაუმჯობესდა. "მას ყოველთვის კარგი ტექნიკური თვისებები ჰქონდა, მაგრამ ახლა ტაქტიკურადაც დაიხვეწა"-განაცხადა დელნერიმ.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა