საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" 19 წლის თავდამსხმელი იჯარის წესით ხუთ თვეს ვლადიკავკაზში გაატარებს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია იჯარის წესით ვლადიკავკაზის "ალანიაში" ითამაშებს.

როგორც ჰოლანდიურ პრესაში იწერება, რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე ვლადიკავკაზელებმა მერაბ ჟორდანიას კლუბთან ქართველის ხუთი თვით გადაბირების თაობაზე მოლაპარაკება წარმატებით უკვე დაასრულეს.

ეს ინფორმაცია თავად ჭანტურიამაც დაადასტურა.

"რუსეთში მივემგზავრები - ვლადიკავკაზის "ალანიაში". ხუთი თვის შემდეგ დავბრუნდები", - უთხრა 19 წლის ქართველმა omroepgelderland.nl-ს.

ჭანტურიამ ჰოლანდიის ერედივიზიეს 2011/2012 წლების სეზონში 28 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი მოედანზე მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა.

სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი "ტრანსფერმარკტი" ჭანტურიას 2 მლნ ევროდ აფასებს.

შეგახსენებთ, რომ არნემულ კლუბში რჩება ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია, რომელიც გუნდის კაპიტანია.

Walkabout
ხუთივე ქვევით მპოსტავს ვეთანხმები... ამ ქართველი ბიჭების მრჩეველები უნდა შეაგროვო ერთად, გადაადნო და საპონი გამოუშვა... მაგარი პროგრესია ბარსელონადან ალანიაში... ეხ რაღას ვიზავთ, ხსოვნა და არდავიწყება იყოს...
Giorgipirweli
ვინ ურევს ამ ბავშვებს გონებას? როტო არ ყავს ნორმალური მრჩეველი? რა უნდა რუსეთში??? მერამდენე ნიჭიერი ფეხბურთელი უნდა დავკარგოთ ამ საძაგელ ლიგაში?
Maradona
არა რა არ მოკვდება ეს გრუზინული მენტალიტეტი.ნაკლები შრომა და ნიჭით ფონს გასვლა.ეს არი ,ბარსელონადან მივდივარ ჰოლანდიაში, ისე ვივარჯიშიებ-დავანგრევ ყველაფერსო? მას წინად ქინქლაძის ინტერვიუ წავიკითხედა უფრო ნათელი გახდა ყველაფერი.ქართული ზარმაცობით და დარდიმანდობით დაკიდებული კარიერა...რა შუაშია ნაცმენი და ომბუცმენი, ოცნება ხომ გერმანული მენტალიტეტის დამკვიდრებაზე ღამეებს გაათენებს.ყველას გეთანხმებით,რუსეთში და მითუმეტეს ალანიაში? ნამუსი ღარ არი? ხო ასე იზავდნენ ხორვატები...მოკვდა ქართული ფეხბურთი! უნგრული სინდრომია ეს...
Jigaro
ფუი ...თქვენ ბატონო ჟურნალისტებო ხომ გააბუქეთ, სად არ გადაიყვანეტ პრესტიჟულ კლუბებში...ეხლა რუსული გრანდი უნდა გვიხარდეს ქართველი რომ შეიკედლა...ნაცმენი არასდროს არ ვყოფილვარ,მაგრამ ალანიაში გადასვლა ნებისმიერ მე3მე ლიგის გუნდში გადასვლაზე უარესი უნდა იყოს ქართველისათვის. ოსები ძმებად მოვნათლედ და ერთი ჩადით ცხინვალში და ნახავთ უბრალო ხალხი რას ამბობს ქართველებზე...გინების მეტს ვერაFერს გაიგებ...მტერი მტერია და ნუ დავიწყებთ მატრაბაზობას, რუსითიც და ოსეთიც მტრები არიან...არა, პლიტიკოსებს არ ვგულისხმობ... ხალხო... დიახ ოსი ხალხოა დღეს მტერი და ნურავინ ნურავის დააბოლებს... გამოკითხეთ ცხინვალის მოსახლეობის თუნდაც 1% და ნახავთ... სირცხვილია თუნდაც ჭანტურიას იქ თამაში... საქართველოსათისაა სირცხვილი!
mbredavi
არ გაახარებრნ დღევანდელ რუსეთში ბევრი ნიჭიერი დაგვიჩაგრეს.ფულს ნუ დახარბდებით,ოკუფანტისაგან გადმოგდებულს,გუშინ უკვე ნანი ბრეგვაძეც დაერჭო მალახოვის რუსულ შოუში,გაღორებულ თიკების და ქეთების და თამრიკოების მსგავსად.რა ქართველ ძარღვმაგარ შვილებს დაუზრდიან საქართველოს?
gio
რუსეთში თამაში არ წაადგება შენს კარიერას იქ ვერც ერთი ქართველი ფეხბურთელი ბოლომდე ვერ გაიხსნა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"