მადრიდის "რეალის" ფანების 93% მიიჩნევს, რომ ჟოზე მოურინიო ცდილობს, გააგდონ!
მთელი ესპანეთი იმ "ინციდენტით" ცხოვრობს, რაც "მალაგასა" და "რეალის" მატჩის წინ მოხდა - ჟოზე მოურინიომ შემადგენლობა ჩამოთვალა და... იკერ კასილიასი 11 კაცში ვერ მოხვდა.

ესპანეთში ბევრი ფიქრობს, რომ ამით პორტუგალიელმა სპეციალისტმა იმ ზღვარს გადააბიჯა, რომლის იქითაც არ ეპატიება.

"ასმა" თავის მკითხველთა შორის გამოკითხვა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ "რეალის" ფანების უმეტესობის აზრით, მოურინიო გაგდებას "იჩალიჩებს". 63 ათასი გამოკითხულიდან ამ აზრისაა 93%! "მარკამ" 100 ათასი ფანი გამოჰკითხა. 82% მოურინიოს წასვლის მომხრეა.

ესპანურმა მედიამ, ბუნებრივია, იმ ადამიანთა აზრებიც მოიკითხა, რომლებიც მოუს მადრიდულ კარიერაში გზაზე გადაეყარნენ და ისინი პორტუგალიელმა გზიდან ჩამოიცილა.

მაგალითად, "რეალის" ყოფილი გენერალური დირექტორი ხორხე ვალდანო მიიჩნევს, რომ ამით პორტუგალიელმა ფლორენტინო პერესს "ძალა" აჩვენა.

გუტი მიიჩნევს, რომ ახლა მოურინიოს მოხსნა არაფრით არ შეიძლება:

"უნდა ეს მას თუ არა, სეზონი უნდა ჩაამთავროს და, თუ ჩემპიონთა ლიგას და ესპანეთის თასს მოიგებს, ჟოზეს ყველა აღიარებს".

ვისენტე დელ ბოსკემ "მარკასთან" ინტერვიუში (მარკიზი 62 წლის გახდა) აღნიშნა, რომ იკერ კასილიასი მადრიდის სიამაყეა.

რას ფიქრობს თავად მოურინიო?

"სინდისის ქენჯნა? ხომ არ გაგიჟდით! ყოველ თამაშში ვცდილობ, საუკეთესო შემადგენლობა გამოვიყვანო.

ერთი სული მაქვს, შინ მივიდე და "ჩელსის" თამაშს ვუყურო", - მოურინიო ტყუილად არაფერს ამბობს და არც ინგლისური კლუბი უხსენებია სიტყვაზე, ეს უკვე ცხადია...

ბარსა-რეალობა

ორივე გუნდის თამაშზე ბევრი ვისაუბრეთ: "ბარსელონამ" დიდი დაძაბვის გარეშე ("ავტოპილოტზე", როგორც "მარკამ" დაწერა) მოუგო "ვალიადოლიდს", ხოლო ჟოზე მოურინიოს "რეალი" "ლა როსალედაზე" დამარცხდა "მალაგასთან" 5-გოლიან თრილერში.

ახლა ორივე გრანდი შვებულებაშია, მაგრამ ვის როგორი სიტუაცია აქვს, იქიდანაც ჩანს, რომ ჟოზე მოურინიომ ფეხბურთელები ბაზაზე 30 დეკემბრისთვის დაიბარა, ხოლო ჟორდი როურა მათ ახალ წლამდე ასვენებს. "ბარსა" სრული შემადგენლობით 2 იანვარს გამოცხადდება სამსახურში.

ოქროს ბიჭუნა ისკო

"რეალთან" მატჩის წინ "მალაგას" შემტევი ნახევარმცველი ისკო (ფრანსისკო რომან ალარკონ სუარესი) "გოლდენ ბოის" პრიზით დააჯილდოვეს.

ამ პრიზს "ტუტოსპორტი" გადასცემს და მისი მფლობელი ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა (21 წლამდე) ფეხბურთელი ხდება. გამარჯვებული 20 ქვეყნის 30-მა მოწინავე სპორტულმა ჟურნალისტმა შეარჩია.

ისკომ 137 ხმით მოიგო. მეორე ადგილზე "მილანის" სტეფან ელ შაარავი (125) გავიდა, მესამეზე - "ატლეტიკოს" ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა (116).

"როცა გავიგე, სამ კანდიდატს შორის მოვხვდი, მეგონა მეხუმრებოდნენ. გამარჯვებას კი არ ველოდი, რადგან მეტოქეები ელ შაარავი და კურტუა იყვნენ", - განაცხადა ესპანელმა ფეხბურთელმა.

"ვალენსიას" ხელმძღვანელობა მარტო ამ ბიჭის გაშვებისთვის არის დასაძრახი.

მესი VS რონი

ლიონელ მესიმ "ვალიადოლიდთან" 3:1 მოგებულ მატჩში 90 წუთი ითამაშა. მან კარისკენ 7-ჯერ დაარტყა, 3-ჯერ ზუსტად, გაიტანა გოლი, მის წინააღმდეგ 4-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესი.

კრიშტიანო რონალდომ "მალაგასთან" 2:3 წაგებულ მატჩში 90 წუთი ითამაშა. მან კარისკენ 7-ჯერ დაარტყა, ერთხელ ზუსტად, მის წინააღმდეგ 2-ჯერ იუხეშეს, თავად ერთხელ და მიიღო ყვითელი ბარათი.

ჩვენს "ტურნირში" მესიმ არნახული უპირატესობით გაუსწრო რონალდოს - ეს ტურიც მას დარჩა. ასე რომ, 13:7 არგენტინელის სასარგებლოდ.

იცით თუ არა, რომ...

* მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ორი ტური დარჩა I წრის დასრულებამდე, "ბარსელონა" ზამთრის ჩემპიონია.

* "ბარსელონამ" 51 შესაძლებლიდან 49 ქულა მოიპოვა. ორი ქულა მხოლოდ "რეალთან" მატჩში დაკარგა.

* 2010/11 წლის სეზონში "ბარსას" საუკეთესო I წრე ჰქონდა - 52 ქულა 19 მატჩში. ახლანდელ "ბარსას" რეკორდის გასაუმჯობესებლად 2 მატჩი დარჩა.

* "ბარსელონას" თამაშში საშუალოდ 3,35 გოლი გააქვს.

* 2012 წელი სარეკორდო იყო "ბარსელონასთვის" - 49 გამარჯვება და 175 გოლი.

* ლეო მესიმ 2012 წელს 91 გოლი გაიტანა. მან 6 გოლით გააუმჯობესა გერდ მიულერის რეკორდი. მესიმ "ბარსას" მაისურით 79 გოლი გაიტანა, 12 გოლი კი - ნაკრების შემადგენლობაში.

* მესიმ ზედიზედ 7 მატჩში გაიტანა. ერთიც და ის კარიერის რეკორდს გაიმეორებს.

* სამი ხედირამ "რეალის" შემადგენლობაში მე-100 მატჩი ითამაშა.

* ჟოზე მოურინიო ჩემპიონატებში მე-400-ედ გაუძღვა გუნდს. აქედან "რეალზე" 93 მატჩი მოდის.

* კრიშტიანო რონალდომ 2012 წელს ლა ლიგაში ყველა კალენდარულ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ტურის ფრაზები

ჟოზე მოურინიო: "ჩემი აზრით, ადანი ახლა სჯობს იკერს", - ტურის კი არა, სეზონის ფრაზაა! პორტუგალიელმა "ახსნა", თუ რატომ დასვა სათადარიგოთა სკამზე კაპიტანი იკერ კასილიასი.

პეპე მელი: "მსაჯის გადაწყვეტილებამ მატჩის საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია. სამწუხაროა", - "ბეტისის" თავკაცი "მალიორკასთან" 1:2 მარცხის მერე.

ჟორდი როურა: "როცა გუნდში ასეთი რამ ხდება, დასანანია. მაგრამ დრო გადის და კლუბი უკვე ოპტიმისტურად არის განწყობილი, როგორც ტიტოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ისე "ბარსას" სათამაშო პერსპექტივაზე", - ტიტო ვილანოვას დროებითი შემცვლელი კლუბში არსებულ ვითარებაზე.

ხუან ანტონიო ანკელა: "ვამაყობ, რომ ასეთი ფეხბურთელები მყავს", - "გრანადას" მწვრთნელი "ოსასუნასთან" მატჩში გამარჯვების შემდეგ.

ერნესტო ვალვერდე: "კიდევ უფრო კარგი ამბები გველის წინ", - "ვალენსიას" მწვრთნელი ოპტიმისტია.

ხოსე ლუის ოლტრა: "თუ გადაწყვიტეთ, რომ არ ჩაგვქოლოთ, მაშინ მუშაობაც გვაცალეთ", - ბოლოადგილოსანი "დეპორტივოს" თავკაცი.

დიეგო სიმეონე: "ძალიან მიყვარს "ატლეტიკო", აქ ყოველთვის ვახერხებ საჭირო კლავიშს დავაჭირო ხელი", - არგენტინელი სპეციალისტი თავის მდგომარეობაზე "ატლეტიკოში".

იკერ კასილიასი: "მოურინიოს ჩემთვის არაფერი აუხსნია. ისე კი, ვეჭვობდი, რომ არ ვითამაშებდი. მწვრთნელი ვალდებული არაა ახსნას, რატომ არ ათამაშებს ფეხბურთელს", - "რეალის" კაპიტნის მოსაზრება.

ესპანური ფეხბურთის სუსტი წერტილი - მსაჯობა

უნდიანო მალენკო (ბეტისი-მალიორკა): 2 "მარკას" შეფასებით (10-ბალიანი სისტემით)

რა დააშავა: მასპინძელთა კარში დანიშნა არარსებული პენალტი - წესები საჯარიმოს ხაზთან დაირღვა და არა საჯარიმოში. ამის გარდა, მალენკო ხშირად ცდებოდა.

ტურის საუკეთესო გოლი

ნაჩო (რაიო ვალეკანო) - "ლევანტეს" კარში

ტურის საუკეთესო პასი

ჟორდი ალბა (ბარსელონა) - საგოლე პასი ჩავის.

ლიონელ მესი სიმბოლურ ნაკრებში მე-13-ედ მოხვდა! "მალაგას" არგენტინელი მცველი მარტინ დემიკელისი კი - ზედიზედ მეორედ. ამ ტურში რჩეულთა შორის 5 დებიუტანტია.

მე-12 ფეხბურთელი: ელდერ პოშტიგა (სარაგოსა)

ტურის გმირი

ხოაკინ სანჩესი (მალაგა)

"რეალის" მარცხში ვეტერანმა გარემარბმა დიდი წვლილი შეიტანა. ის ორივე ფლანგიდან ატერორებდა მადრიდელებს.

ტურის სტატისტიკა

32 გოლი ტურში (3,2 მატჩში). 6 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 0 ფრედ დასრულდა და 4 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 55 ყვითელი ბარათი, 2 წითელი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: არავინ

დუბლი: როკე სანტა კრუსი (მალაგა).

ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ბრაიან რაბელიო (სევილია, 18 წლის).

ყველაზე მეტი მაყურებელი: 45 000 - "ვისენტე კალდერონი"

ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 11 000 - "ტერესა რივერო"

ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 18 - რაიო ვალეკანო, რეალი

ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 7 - რაიო ვალეკანო

ყველაზე მეტი ჯარიმა: 20 - რაიო ვალეკანო, სევილია

ყველაზე მეტი კუთხური: 11 - დეპორტივო

ყველაზე მეტი თამაშგარე: 5 - მალაგა, ატლეტიკო

ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 66% - ბარსელონა

სატურნირო ცხრილი

ბომბარდირები

26 - ლიონელ მესი (ბარსელონა)

17- რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

14 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)

ასისტენტები

10 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)

9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

გოლი+პასი

31 - ლიონელ მესი (ბარსელონა)

18 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

17 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)

მომდევნო ტური

4 იანვარი:

სარაგოსა-ბეტისი.

5 იანვარი:

ლევანტე-ბილბაო, დეპორტივო-მალაგა, გრანადა-ვალენსია, სევილია-ოსასუნა.

6 იანვარი:

სელტა-ვალიადოლიდი, ბარსელონა-ესპანიოლი, მალიორკა-ატლეტიკო, რეალი-რეალ სოსიედადი.

7 იანვარი: რაიო ვალეკანო-ხეტაფე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ესპანეთი. ლა ლიგა. XVII ტური: ჟოზემ კასილიასს ომი გამოუცხადა და... წააგო [VIDEO]

რომელ ვარსკვლავზე გააკეთებს პერესი 150-მილიონიან შეთავაზებას - The Telegraph-მა ეს ფეხბურთელი დაასახელა
"რეალის" პრეზიდენტობის კანდიდატი: მინდა, "ბარსელონა" ლა ლიგიდან გავარდეს
ორი ესპანური ვარიანტი - ბერნარდოს ლა ლიგაში ეპატიჟებიან
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს