გაზეთ "ზუდდოიჩე ცაითუნგისთვის" მიცემულ ინტერვიუში გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შეცდომები პირველად აღიარა

გაზეთ "ზუდდოიჩე ცაითუნგისთვის" მიცემულ ინტერვიუში გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა შეცდომები პირველად აღიარა.

გეხსომებათ, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იტალიის ნაკრებთან წაგების (1:2) შემდეგ ლიოვს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს, რაზეც ბუნდესმწვრთნელს მკაცრი რეაქცია ჰქონდა - მაშინ იოგიმ ყველა კრიტიკოსს მძაფრად შეუტია, ამას არ ვიმსახურებდიო.

ლიოვს შვედეთთან 4:4-ის შემდეგაც აკრიტიკებდნენ, მაგრამ გერმანიის ნაკრების თავკაცი არც მაშინ შედრკა და კრიტიკა არ მიიღო. ახლა კი, წლის ბოლოს სხვანაირად ალაპარაკდა.

"დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, იტალიასთან გუნდს სხვანაირად ვათამაშებდი. ახლა ვხვდები, რომ ძირითადი შემადგენლობა ოდნავ განსხვავებულად უნდა დამეკომპლექტებინა, - აცხადებს ლიოვი ხსენებულ ინტერვიუში და დასძენს, - იტალიასთან მატჩისთვის კონკრეტული და ყველასათვის გასაგები გეგმა მქონდა შემუშავებული. ცხადია, უნდა ვაღიარო, რომ ჩემმა გეგმამ არ გაამართლა."

იოგი იმაზეც საუბრობს, რომ გარკვეული შეცდომები შვედეთთან მატჩშიც დაუშვა, თუმცა მისთვის, ისევე, როგორც მთელი საფეხბურთო გერმანიისთვის, 2012 წელს ყველაზე მტკივნეული, რა თქმა უნდა, იტალიასთან წაგება იყო, რომლის შედეგადაც ბუნდესგუნდი კონტინენტის პირველობას გამოეთიშა.

"ცხადია, ვხვდები, რომ სხვანაირად უნდა მოვქცეულიყავი. ვფიქრობ, იტალიასთან და შვედეთთან მატჩების მიმდინარეობის დროსაც რაღაც-რაღაცები უნდა შემეცვალა, - ამბობს 52 წლის ბუნდესმწვრთნელი, - თუმცა შეცდომებს ყველა უშვებს და ისიც ფაქტია, რომ სამწუხაროდ, ამას უმეტესად არა იმ დროს, არამედ მოგვიანებით ვხვდებით ხოლმე."

როდის იბნევა ბუნდესგუნდი

ლიოვის თქმით, იტალიასთან და შვედეთთან მატჩებმა მას თავისი გუნდის სუსტი მხარეებიც დაანახვა: "ამ მატჩებში გამოჩნდა, რომ როცა მეტოქე თამაშის დროს ტაქტიკას ცვლის, ჩემი ბიჭები ირევიან, თავდაჯერებას კარგავენ და ცვლილებასთან შეგუება ძალიან უჭირთ.

იტალიასთან პირველი 15 წუთის მანძილზე ძალიან კარგად გამოვიყურებოდით, მერე კი ჩეზარე პრანდელიმ სტილი შეცვალა - იტალიელებმა მოულოდნელად უფრო წინ წაიწიეს და აქტიურ პრესინგს მიმართეს. იგივე მოხდა შვედეთთანაც, ოღონდ შვედებმა ეს გაცილებით გვიან, სადღაც მე-60 წუთისთვის გააკეთეს. ჩემი გუნდი ორივე შემთხვევაში დაიბნა."

შეგახსენებთ, რომ იტალიასთან ევრო 2012-ის ნახევარფინალურ მატჩში ლიოვმა გერმანიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა მეოთხედფინალში, საბერძნეთთან 4:2-ზე მოგებულ მატჩთან შედარებით, სამ პოზიციაზე შეცვალა.

მაგალითად, მან სკამზე დასვა მარკო როისი, რომელიც ბერძნებთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. იოგიმ როისი თამაშში მხოლოდ მეორე ტაიმიდან ჩართო, მაგრამ იმ დროისთვის იტალიელები მარიო ბალოტელის დუბლით უკვე 2:0-ს იგებდნენ.

რაც შეეხება შვედეთთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს: შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში გერმანელებმა მეორე ტაიმში 4-ბურთიანი უპირატესობა გაანიავეს.

"იმედია, შეცდომებზე ვისწავლით და ასეთი რამ აღარასოდეს განმეორდება," - ასეთია ლიოვის დასკვნა.

ბალოტელი დღემდე ლიოვის კოშმარია

რამდენიმე დღის წინ ლიოვმა გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდსაც მისცა ინტერვიუ, რომელშიც განაცხადა, რომ მარიო ბალოტელი ღამღამობით დღემდე ელანდება: "ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ღამით დაძინება ძალიან ბევრჯერ გამიჭირდა და ეს კოშმარი დღემდე მომყვება.

ასეთ დროს იტალიასთან მატჩის სცენები მახსენდება და თმები ყალყზე მიდგება ხოლმე. მარიო ბალოტელი და იტალიასთან მარცხი საშინელ კოშმარად მექცა!"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
[VIDEO] კვლავ გამარჯვების გარეშე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" დამარცხდა
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ წაგებას სასწაულად გადაურჩა
[VIDEO] ლა ლიგაში გულიაშვილის დებიუტი შედგა - "რასინგმა" "ელჩეს" მოუგო
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
არის ოქრო! - ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის გამარჯვებულია
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
"ასტონ ვილა" მზადაა აბრაჰამი გაანათხოვროს
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
"ზოგჯერ წასვლა საუკეთესო გამოსავალია", - ამორიმმა ლეაოზე ისაუბრა
"ახლა ფეხბურთელებისთვის" დროის დათმობაა საჭირო"- ლუის ენრიკე
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი