საბოლოოდ გადაწყდა, რომ რუსეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება ბერძენი სპეციალისტი ფოცის კაციკარისი
საბოლოოდ გადაწყდა, რომ რუსეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება ბერძენი სპეციალისტი ფოცის კაციკარისი.

24 დეკემბერს რუსეთის კალათბურთის ფედერაციაში გაიმართა აღმასკომის სხდომა, რომელზეც ერთხმად მოიწონეს კაციკარისის კანდიდატურა.

ბერძენ მწვრთნელთან ოთხი წლით გაფორმდა ხელშეკრულება, თუმცა ის პერიოდულად შეწყდება იმ დროს, როცა კაციკარისი პარალელურად ესპანეთის "ბილბაოში" იმუშავებს. ამ გზით მხარეები გვერდს აუვლიან ესპანეთის ჩემპიონატში მოქმედ წესს, რომელიც კრძალავს პოსტების შეთავსებას.

კაციკარისი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დევიდ ბლატს შეცვლის, რომელმაც 2012 წლის ოქტომბერში თავისი ნებით დატოვა პოსტი. ბლატი გუნდში 2006 წლიდან მუშაობდა და ამ დროის განმავლობაში მოიგო ევროპის ჩემპიონატის ოქროსა და ბრინჯაოს მედლები, აგრეთვე, ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაო.

კაციკარისი ერთხელ უკვე მუშაობდა რუსეთში - 2005-06 წლებში სათავეში ედგა სანკტ-პეტერბურგის "დინამოს". ის აგრეთვე ავარჯიშებდა ბერძნულ აეკ-სა და "არისს", ესპანეთის "ვალენსიას", 2010 წლიდან კი "ბილბაოში" მუშაობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
"მერაბმა ლამაზად შეუსრულა - უსმანი ყველა ფრონტზე დამარცხდა" - ამბობს დაღესტანელი პრომოუტერი
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს