ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში თბილისის თასის ღია გათამაშება ტყვიის სროლაში დამთავრდა
ამ უქმეებზე ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში დამთავრდა თბილისის თასის ღია გათამაშება ტყვიის სროლაში, რომელიც მხოლოდ პნევმატური იარაღიდან სროლაში ჩატარდა.

შეჯიბრებას საერთაშორისო სტატუსი კი გააჩნია, მაგრამ ამჯერად უცხოელებიდან არავინ ჩამოსულა და მხოლოდ მასპინძელთა იმედად დარჩა.

სალუქვაძე ამ შეჯიბრებას ძირითადად ახალი თაობის გამოსაცდელად ატარებს, რადგან მათ ნაკლებად უწევთ ასპარეზობა და სატურნირო პრაქტიკა აკლიათ, თუმცა საერთაშორისო არენაზე გასასვლელად ცოტა შეუფერებელი დროა შერჩეული.

საქმე ისაა, რომ ნოემბერში ამავე ტირში (სხვაგან შეჯიბრების ჩატარება არცაა შესაძლებელი) შოთა ქველიაშვილის მემორიალი ჩატარდა, რომელშიც აზერბაიჯანელები მუდმივად მონაწილეობენ, წლეულს კი მათ უკრაინიდან მალაიზიაში გადაბარგებული ერთი სპორტსმენიც დაემატა.

დროის ასეთ მცირე მონაკვეთში თუნდაც იგივე აზერბაიჯანელები თბილისში ორჯერ არ ჩამოდიან. ამიტომ იქნებ ფედერაციამ ეს ღია თასი სხვა დროს გადაიტანოს, როცა უცხოელებიც (თუნდაც ეს უშუალო მეზობლები) ჩამოვლენ, დეკემბერში კი ადგილობრივი რანგის შეჯიბრება ჩაატაროს.

ფედერაცია ამით ორ კურდღელს დაიჭერს - რეალურად მიიღებს ორ საერთაშორისო ტურნირს, ხოლო ადგილობრივ მსროლელებს მინიმუმ ერთი სტარტით მეტი მიეცემათ სახლში.

საერთაშორისო ტურნირების მომრავლება ნებისმიერი ფედერაციისთვის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს, ხოლო ახლანდელი რეალობით, თბილისის ზემოაღნიშნული ღია თასი სინამდვილეში ფორმალურადაა საერთაშორისო, თორემ არსებითად, ადგილობრივთა შეჯიბრებაა.

ახლანდელ ტურნირში, ტრადიციულად, მხოლოდ ქუთაისისა და თბილისის ორი კლუბის მსროლელები გამოდიოდნენ - ორივე ასაკში დაახლოებით 25 სპორტსმენი.

შეჯიბრება ახალი წესებით ჩატარდა, რაც დროის შემცირებულ რეგლამენტს გულისხმობს.

ქალთა შორის კვლავაც ყველაზე ძლიერი სალუქვაძე იყო, რომელმაც პირადი რეკორდი დაამყარა - შესარჩევი ეტაპი 393 ქულით მოიგო. ამას ფინალში 97.6 ქულა დაუმატა და ჯამში 490.6 ქულით მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა.

მეორე ადგილზე თამილა ასათიანი გავიდა - 373+93.7 და ჯამში 466.7. ბრინჯაოს მედალს მეგი ქადაგიძე დაეუფლა - 367+92.9 და საბოლოოდ 459.6 ქულა. აღსანიშნავია, რომ ასათიანიც და ქადაგიძეც სალუქვაძის კლუბში ვარჯიშობენ.

ვაჟთა შორისაც სამივე მედალოსანი ამ კლუბის წევრია. ჩემპიონი ლევან ქადაგიძე გახდა, რომელმაც საკვალიფიკაციო 565 ქულით მოიგო, რასაც ფინალში 97.5 დაუმატა და ჯამში 662.5 დაუგროვდა. მეორეზე ამ კლუბის მწვრთნელი ზურაბ კვირიკაშვილი გავიდა - 561+99.2 და ჯამში 660.2 ქულა დააგროვა. ბრინჯაოს მედალი ჯუმბერ ოქრუაშვილმა მოიპოვა - 552+95.7 და საბოლოოდ 647.7 ქულა.

საინტერესოდ წარიმართა ახალგაზრდების პაექრობაც, სადაც გოგოებში კიდევ ერთხელ მიიქცია ყურადღება 13 წლის ქუთაისელმა ლიზი კილაძემ - 362 ქულა დააგროვა. 357-ით ვერცხლის მედალი მოიპოვა სალუქვაძის ტირის აღზრდილმა, 15 წლის ქეთი შედანიამ, რომელიც პირველად გამოვიდა შეჯიბრებაზე. ბრინჯაოს მედალს 347-ქულიანი მარი მაღრაძე (სალუქვაძის ტირი) დაეუფლა.

ბიჭებში სალუქვაძის კლუბის აღზრდილმა ომარ სანოძემ გაიმარჯვა 560 ქულით, რომელიც წლეულს უკვე ამთავრებს გამოსვლას ახალგაზრდებში და უფროსებში გადადის.

ვერცხლის მედალი ქუთაისელმა გიორგი რამიშვილმა მოიპოვა 550-ით, ბრინჯაო - ასევე თბილისელმა ვლადიმერ მაიოროვმა 547-ით, რომელიც ყოფილი ასკ-ის, ანუ ახლანდელ სპორტკლუბ "არენას" აღზრდილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად