გორელთა გუნდში დღემდე არ იციან, ვინ დააფინანსებს მეორე წრეში, ან დააფინანსებენ თუ არა
ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში სამტრედიაში გორის "დილამ" მარტვილის "მერანთან" 3:2 გაიმარჯვა. გუნდს გიორგი დარასელია გაუძღვა, მაგრამ მერე სენაკში, მშობლებთან წავიდა.

მატჩის შემდეგაც ბევრმა არ იცოდა, რომ გორელთა მთავარმა მწვრთნელმა ამ პოსტზე ბოლო შეხვედრა ჩაატარა - რუსეთის ნაციონალური ლიგის (პირველი ლიგის) ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდი სწორედ 44 წლის ქართველ სპეციალისტს ჩააბარეს.

დასანანია ეს ყველაფერი, რადგან დარასელიამ "დილაში" ჩინებულად იმუშავა: საქართველოს ჩემპიონატში მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 18 შეხვედრიდან "დილამ" 16 მოიგო, მხოლოდ ორჯერ დამარცხდა, 11-მატჩიანი მოგებების სერიაც გამოაცხო და გუნდი ჩემპიონატში მეორე ადგილზე დატოვა.

მშრალ სტატისტიკასაც რომ შევეშვათ, "დილა" საკმაოდ ლამაზ და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებდა.

რაც შეეხება "სკა-ენერგიას", საშემოდგომო ეტაპზე ჩატარებულ 21 შეხვედრაში ხაბაროვსკელებმა 36 ქულა დააგროვეს და ლიდერებს, "ტომსა" (49) და "ურალს" (45) ჩამორჩებიან, "ნეფტეხიმიკს" კი მხოლოდ ერთით უსწრებენ.

მესამე ადგილი გუნდს უმაღლესი ლიგის გადათამაშებაში მონაწილეობის უფლებას აძლევს.

როგორც ჩანს, ხაბაროვსკელებს სწორედ ამიტომ დასჭირდათ "დილას" მენეჯერის, მამუკა ჯუღელის დახმარება, რომელსაც რუსეთის პირველი ლიგის "რუხი კარდინალი" შეარქვეს.

კარდინალის რა გითხრათ და ჯუღელმა პირველი ლიგიდან პრემიერლიგაში მართლაც დააწინაურა მახაჩყალის "ანჟი" და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა", მაგრამ მაშინ ეს ომარ თეთრაძესთან ერთად გააკეთა, თუმცა ერთი წელია, მათი გზები გაიყო და ეტყობა, ახლა ჯუღელი გიორგი დარასელიას დაეყრდნობა.

შევიტყვეთ, რომ მათ რუსული კლუბის გაძლიერება "დილას" ორი ლიდერით სურთ: გორს კლუბის კაპიტანი ლაშა სალუქვაძე და გოჩა ხოჯავა დატოვებენ.

მათ გარდა, ევრაზიის აღმოსავლეთში გააგრძელებს კარიერას ტრავმამოშუშებული ოთარ მარცვალაძეც - ამ უკანასკნელმა ზაფხულში "კრასნოდარი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე იჯარის ვადა დაუსრულდა გოგიტა გოგუას და თბილისის "დინამოს" საკუთრებაში დაბრუნდა.

ვერ ვიტყვით, რომ მოულოდნელი ამბავია, თუ "დილაში" ფინანსებთან და მეპატრონესთან დაკავშირებულ გაურკვევლობას გავითვალისწინებთ.

დანამდვილებით ვიცით, რომ გუნდში დღემდე არ იციან, ვინ დააფინანსებს მეორე წრეში, ან დააფინანსებენ თუ არა. ოფიციალურად კი კლუბი არა შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ გორის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

უახლოეს დღეებში იგეგმება კლუბის მენეჯერებისა და მოთამაშეების შეხვედრა, სადაც ბევრი რამ გაირკვევა, მაგრამ მთავარი გასარკვევი თავად მენეჯერებს აქვთ, დაფინანსდება მეორე წრეში კლუბი?

"დილას" საკითხმა კიდევ ერთხელ "შეგვახსენა" თემა, რომელიც წლების წინ პროფესიული ფეხბურთის ლიგამ ჩემპიონატში მონაწილეობის აუცილებელ პირობად წამოაყენა: სეზონის დაწყებამდე კლუბის დამფინანსებლებმა წლიური ბიუჯეტის საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინონ.

ამას უეფაც ითხოვს, რომელიც მომავალი წლიდან ყველა კლუბს 2014 წლის მაისამდე ბიუჯეტის წარდგენას და დაფინანსების გარანტიას მოსთხოვს. სხვაგვარად კლუბი უეფას ლიცენზირებას ვერ გაივლის და ჩემპიონიც რომ გახდეს, ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გორის "დილა" მწვრთნელის გარეშე - გიორგი დარასელია "სკა-ენერგიაში" დაინიშნა

ოთარ მარცვალაძე რუსეთის პირველი დივიზიონის "სკა-ენერგიას" გააძლიერებს?

vaxo
ამათი წასვლა გუნდს არ დაეტყობა, ხოჯავას საერთოდ არ უთამაშია, სულ ტრავმირებული იყო, სალუქვაძეს მშვენივრად ჩაანაცვლებს თომაშვილი. მთავარია სხვები დარჩნენ და დილა ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი იქნება.
დასანანია
აუ ძალიან ცუდია დარასელია რომ წავიდეს დილადან. იქნებ ჭორი იყოს. მაგარი მწვრთნელია რაა
bibo
გიო მართალი ხარ ამ შემთხვევაში გუნდი ფოთის კოლხეთს დაემსგავსება და აქედან აზრი? ქართულ ფეხბურთს გაგრძელება არ უწერია.
gio
ნამდვილად არ ვარ ამ კლუბის გულშემატკივარი, თუმცა სწორედ ასეთი კლუბებით შეიძლება დავამსგავსოთ ჩვენი ჩემპიონატი ევროპულს, შესაბამისად ნაკრებიც ბევრად ძლერი და კონკურენტული იქნება. ზალიან საწყენ იქნება თუ არ დააფინანსებენ. შანსი გვაქვს ეს პროგრესი გავაგრძელოთ და უფრო დიდ წარმატებებს მივაღწიოთ
m.m.m
ძალიან სამწუხაროა დილა თუ დაიშლება. შანსი გქონდა ცოტა ეროვნული ჩემპიონატი რამეს დამსგავსებოდა.
bibo
როგორც ცანს ქართველს ბიზნესმენებს ფეხბურთი არ აინტერესებთ თორე ამ პრობლემების წინაშე ,,ფინანსური~ არა მარტო დილა არამედ სხვა კლუბებიც არ უნდა იყვნენ, რაც ჩემპიონატზე მკვეთრად არის ასახული.
vaxo
დილა არ უნდა დაიშალოს, დაშლის შემთხვევაში ჩემპიონატი უფერული გახდება და დინამო ჩემპიონი უბრძოლველად გახდება რაც ფედერაციას ასე ძალიან უნდა, სხვა გუნდებს ისე უყურებს როგორც დედინაცვალი თავის გერებს.
sasha
ჩვეულებრივი ამბავია ქართველი ფულისთვის საფეხბურთო გუნდს კი არა სამშობლოს ყიდის
bibo
ეხ ესეთი კარგი გუნდი დილას არ ყოლია მართლაც რომ დასანანია, მტავარია კიდევ სხვა ფეხბურტელები არ წავიდნენ და ორი კაცით კატასტროფა არ იქნება, იქნებ დააფინანსონ კიდევაც, ღმერთმა ქნას.
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?