ბაქოს "ინტერის" ქართველი მეკარისთვის "ბაქისთან" მოგებული მატჩი (1:0) ზედიზედ მეექვსე შეხვედრაა, სადაც საკუთარი კარი მშრალად შეინახა
ბაქოს "ინტერის" ქართველი მეკარე გიორგი ლომაია კლუბის ისტორიის ახალი რეკორდის ავტორია - "ბაქისთან" მოგებული მატჩი (1:0) მისთვის ზედიზედ მეექვსე შეხვედრაა, სადაც საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

აღსანიშნავია, რომ ლომაიამ ბოლო გოლი 30 ოქტომბერს, "ქიაფაზისგან" გაუშვა.

მისი "მშრალი სერია" უკვე 625 წუთს შეადგენს. თუ ლომაიას სერია მინიმუმ 660 წუთამდე ავა, იგი ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) რეიტინგშიც მოხვდება, სადაც, ბუნებრივია, მით უფრო მაღალ ადგილს დაიკავებს, რაც უფრო დიდხანს გასტანს მისი სერია.

აღნიშნულ რეიტინგში ყველა დროის 500-მდე მეკარე ფიგურირებს. სერიის გაგრძელების შანსი კი ლომაიას 25 დეკემბერს, ბაქოს "ნეფთჩისთან" დაპირისპირებაში მიეცემა.

ცნობისთვის, IFFHS-ის მონაცემებით, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი "მშრალი სერია" ბრაზილიელ ჟერალდო მაზაროპის ეკუთვნის, რომელიც "ვასკო და გამას" ღირსებას იცავდა და 1977-78 წლებში საკუთარ კარში ბურთი 1 816 წუთის განმავლობაში არ მიუღია.

სერია 16 თვეს გაგრძელდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე