ზესტაფონურ კლუბსა და მის დროებით მწვრთნელ-კონსულტანტს შორის კონტრაქტი დღე-დღეზე გაფორმდება
სამი გამარჯვება სამ მატჩში - ასეთი გამოვიდა კახა კაჭარავას დებიუტი "ზესტაფონის" თავკაცის, უფრო ზუსტად კი, მწვრთნელ-კონსულტანტის პოსტზე.

მისი ხელმძღვანელობით საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის ყველაზე საჭირბოროტო ამოცანა წარმატებით გადაჭრა და საუკეთესო ექვსეულის საგზური მოიპოვა, რაც "ზესტაფონს" ევროთასებზე გასასვლელად ბრძოლის გაგრძელების საშუალებას აძლევს.

თავიდანვე ნათელი იყო, რომ საპირველეტაპო მიზნის მიღწევის შემთხვევაში კლუბი კაჭარავას კონტრაქტს შესთავაზებდა და ასეც მოხდა - მას "ზესტაფონთან" ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებია, მაგრამ დაგვიდასტურა, რომ ეს უახლოეს დღეებში მოხდება.

ასე რომ, დღეს კახა კაჭარავა პირველად არის ჩვენი რესპონდენტი "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის რანგში.

"დინამოსთან" გამარჯვებისთვის "ლელომ" იგი ტურის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა და ინტერვიუს მიზეზიც სწორედ ეს არის, თუმცა კაჭარავასთან, რა თქმა უნდა, სხვა მნიშვნელოვან თემებზეც ვისაუბრეთ.

- დიდი მადლობა ამ აღიარებისთვის. ტურის საუკეთესო მწვრთნელობა ჩემთვის დიდი სტიმულია. აქვე შემთხვევით ვისარგებლებ და ახალ წელს წინასწარ მივულოცავ როგორც "ლელოს" მკითხველს, ასევე მთელ საქართველოს. ბედნიერ და წარმატებულ წელიწადს გისურვებთ.

- ცხრა ქულა სამ მატჩში - რას უნდა მივაწეროთ "ზესტაფონის" ასეთი პროგრესი?

- მოხარული ვარ, რომ ჩემი ხელმძღვანელობით გუნდი წარმატებით თამაშობს და ზედა ექვსეულში მოხვდა.

ვიტყოდი, რომ ფეხბურთელებმა კარგად გაითავისეს არსებული ვითარება და ყველაფერი გააკეთეს ამ რთული პერიოდის დასაძლევად.

ამ ამოცანას მათ თავი წარმატებით გაართვეს. შედეგად, "ზესტაფონი" უფრო მძლავრად ათამაშდა და ერთმანეთის მიყოლებით სძლია "სიონსა" და "ზუგდიდს", წელიწადი კი ლიდერ თბილისის "დინამოსთან" ეფექტური გამარჯვებით დააგვირგვინა. ყოველივე ეს ფეხბურთელების დამსახურებაა, საკუთარ წვლილს ამაში ნაკლებად ვხედავ.

- "დინამოსთან" დაპირისპირებას, ალბათ, განსაკუთრებული ემოციებით შეხვდით...

- "დინამოს" ჩემს კარიერაში მართლაც გამორჩეული ადგილი უკავია, მაგრამ ახლა ჩემს ამჟამინდელ სამუშაოზე ვარ კონცენტრირებული და მეტოქეებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. თუმცა ფაქტია, რომ "დინამოს" კარგი მწვრთნელი ჰყავს და კარგ ფეხბურთსაც თამაშობს.

- როგორი განწყობით ელით სეზონის მეორე ნახევარს, სადაც უკვე არა მწვრთნელ-კონსულტანტი, არამედ "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი იქნებით?

- განვლილ სამ თამაშში გუნდს გავეცანი და ნათელი წარმოდგენა შემექმნა იმის შესახებ, თუ რა სახის სამუშაოებია გუნდში განსახორციელებელი. ყველასთვის ცნობილია, რომ გუნდი ერთი ხელის მოსმით არ შენდება, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდები, დრო ნაყოფიერად გამოვიყენო და ჩემი გეგმები სისრულეში მოვიყვანო.

აქცენტს ახალგაზრდებზე გავაკეთებ, მაგრამ არც გამოცდილ ფეხბურთელებზე ვიტყვი უარს. "ზესტაფონი" მხოლოდ შიდა ასპარეზზე გამარჯვებებს არ უნდა დასჯერდეს და ევროთასებზე ხელშესახები წარმატებებისთვის უნდა იბრძოლოს.

- საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში თქვენი დარჩენა გამორიცხულია?

- დიახ, გამორიცხულია. ორი თანამდებობის შეთავსება, მით უმეტეს მაშინ, როცა ორივეგან მთავარი მწვრთნელი ხარ, არასწორად მიმაჩნია.

ამ შემთხვევაში დაკისრებულ მოვალეობებს თავს ვერც ერთ თანამდებობაზე ვერ გავართმევდი. ასე რომ, გადაწყვეტილება მივიღე - კარიერას "ზესტაფონში" გავაგრძელებ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს კი სხვა სპეციალისტი გაუძღვება.

რა თქმა უნდა, ჩემს ყოფილ გუნდს სულით და გულით ვუსურვებ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას.

- როგორც ჩანს, საკლუბო ფეხბურთში მუშაობა თქვენთვის უფრო საინტერესოა.

- საქმე არც ნაკრების მწვრთნელობისას მაკლდა - სისტემატურად ვესწრებოდი ნაკრების კანდიდატების თამაშებს, ნაკრები შეკრებაზე დაგვყავდა... თუმცა დაგეთანხმებით, საკუთარ თავს უფრო საკლუბო მწვრთნელად მივიჩნევ და მუშაობის ეს სტილი ჩემთვის უფრო ჩვეულია.

- "ზესტაფონში" სამწვრთნელო შტაბს როგორ დააკომპლექტებთ?

- ჩემი ასისტენტების ვინაობას უახლოეს დღეებში შეიტყობთ. ესენი საფეხბურთო სამყაროსთვის კარგად ნაცნობი სპეციალისტები, ყოფილი ფეხბურთელები არიან.

- ახალწვეულების ან კლუბიდან წასული ფეხბურთელების შესახებ ხომ არ არის რაიმე ცნობილი?

- ყველაფერს ნათელი მალე მოეფინება. შეკრებაზე ბევრ ფეხბურთელს დავაკვირდებით და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მივიღებთ.

- "ზესტაფონი" ლეგიონერებს, პატრიკ მილხრაუმს, იგორ იელიჩსა და ბოტი გოა დემელს დაიტოვებს?

- მათ დარჩენის სურვილი აქვთ, მაგრამ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ წარმოაჩენენ თავს შეკრებაზე. უცხოურ შეკრებაზე სხვა პოტენციურ ლეგიონერებსაც დავაკვირდებით.

- შევიტყვეთ, რომ საბა ლომია "მერანიდან" "ზესტაფონში" ბრუნდება.

- დიახ, ასეა, თუმცა ჯერ დანამდვილებით ვერ გეტყვით, რომ იგი სეზონის მეორე ნახევარს აუცილებლად ჩვენთან გაატარებს. ფაქტია, რომ მან ჩემპიონატის პირველი ეტაპი მაღალ დონეზე ჩაატარა, მაგრამ უნდა დაამტკიცოს, რომ "ზესტაფონისთვისაც" შეუძლია სარგებლის მოტანა.

- შეგიძლიათ თქვათ, რომ "ზესტაფონში" ადაპტაცია უკვე გაიარეთ?

- საქმეს პროფესიონალურად ვუდგები და კომფორტულად ვგრძნობ თავს იქ, სადაც კარგი სამუშაო პირობები მაქვს შექმნილი. "ზესტაფონში" კი ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ზესტაფონი" სეზონის მეორე ნახევრისთვის ანტალიაში მოემზადება

უმაღლესი ლიგის XXII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

კახა კაჭარავა: "ზესტაფონს" ჯერ საკუთარი თავის რწმენა უნდა დავუბრუნო

ილია კოკაია: ზესტაფონში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი უნდა ჟღერდეს!

სოლიდარობა ქართულად, ანუ ახალი წელიც მალე მოვა

ზესტაფონი VS ფეხბურთელები - ზესტაფონური აურზაური გრძელდება

კოკაიას მუჯირი და ზამთარაძე ფიზკულტურის მასწავლებლები ეგონა?

Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ