საკლუბო ევროტურნირებზე მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა ექვსი გუნდიდან მხოლოდ სამმა მოიგო
საკლუბო ევროტურნირებზე მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა ექვსი გუნდიდან ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მხოლოდ სამმა მოიგო. ყველაზე პრესტიჟულ, "ჰეინეკენის" თასის გათამაშებაში წარმატებას მხოლოდ აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" მიაღწია, რომელიც პირველ ტურში ერთადერთი "ქართული გუნდი" იყო, რომელმაც ვერ მოიგო.

კასტრელები "ჰეინეკენის" თასზე A ჯგუფში არიან და შინ "ემლინ ჩელენჯ კაპის" შარშანდელი გამარჯვებული და მიმდინარე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, უელსური "კარდიფი" დაამარცხეს - 27:20. აღსანიშნავია, რომ ჩვნებურთა გუნდმა საქმე, ფაქტობრივად, პირველ ტაიმში მოათავა, მასპინძლებმა 21-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს - 27:6.

შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, "კასტრს" მონაგარის გაზრდის საშუალება არ მისცეს, თუმცა მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

გიორგაძე სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა არ უთამაშია. ფეიქრიშვილი ტრავმირებულია.

ამავე ჯგუფში ინგლისურმა "ნორსჰემპთონმა" სტუმრად მოუგო შოტლანდიურ "ედინბურგს" - 31:27.

A ჯგუფი

კასტრი (საფ) - კარდიფი (უელ) 27:20, ედინბურგი (შოტ)-ნორსჰემპთონი (ინგ) 27:31

სატურნირო მდგომარეობა

ნორსჰემთონი - 8 ქულა, კასტრი - 5, კარდიფი - 5, ედინბურგი - 2

B ჯგუფში პირველი მარცხი განიცადა დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა". ჩვენებურის გუნდი სტუმრად დამარცხდა საფრანგეთის ჩემპიონატში უშუალო კონკურენტ "მეტრო რასინგთან" - 16:9. პარიზელები, როგორც ჩანს, "ვულკანებს" კონკურენციას "ჰეინეკენის" თასზეც გაუწევენ.

ზირაქაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო.

ჯგუფში დაუმარცხებლად ირალნდიური "ლენსტერი" ლიდერობს, რომელმაც მეორე ტურში სტუმრად მოუგო ინგლისურ "სარასენზს" - 25:23.

B ჯგუფი

მეტრო რასინგი (საფ) - კლერმონი (საფ) 16:9, სარასენზი (ინგ) - ლენსტერი (ირლ) 23:25

C ჯგუფში დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა" დიდი ანგარიშით წააგო სტუმრად ირლანდიურ "მანსტერთან" - 18:45. აღსანიშნავია, რომ ტულონელებმა ანგარიში პირველივე წუთზე გახსნეს არგენტინელი ფელიპე კონტეპომის ლელოთი, რომელიც მან თავადვე გარდასახა. თუმცა მერე მთელი მატჩის განმავლობაში ირლანდიელბი დომინირებდნენ. მათ მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანეს, რისთვისაც ერთი საპრემიო ქულაც მიიღეს.

ქუბრიაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო, ამ დროისთვის "ტულონი" 13:38-ს აგებდა.

ამავე ჯგუფში უელსურმა "ოსფრიზმა" შინ მოუგო ინგლისურ "ლონდონ აირიშს" - 27:16.

C ჯგუფი

მანსტერი (ირ) - ტულონი (საფ) 45:18, ოსფრიზი (უელ) - ლონდონ აირიში (ინგ) 27:16.

სატურნირო მდგომარეობა

მანსტერი - 6 ქულა, ოსფრიზი - 5, ლონდონ აირიში - 4, ტულონი - 4.

D ჯგუფი

აირონი (იტ) - ბასი (ინგ) 6:22, ბიარიცი (საფ) - ალსტერი (ირ) 21:14

სატურნირო მდგომარეობა

ბიარიცი - 8 ქულა, ბასი - 6, ალსტერი - 4, აირონი - 0

E ჯგუფი

პერპინიანი (საფ) - ბენეტონი (იტ) 35:14, ლესტერი (ინგ) - ჰლანეჰლი (უელ) 23:9

სატურნირო მდგომარეობა

ლესტერი - 9, პერპინიანი - 6, ჰლანეჰლი - 5, ბენეტონი -1

F ჯგუფი

ნიუპორტი (უელ) - ტულუზი (საფ) 19:42, ვოსფსი (ინგ) - გლაზგო (შოტ) 41:15

სატურნირო მდგომარეობა

ტულუზი - 8 ქულა, ვოსფსი - 5, გლაზგო - 4, ნიუპორტი - 0

"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში B ჯგუფში მოასპარეზე დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივმა" სტუმრად სარეკორდო ანგარიშით 113:3 დაამარცხა ესპანური "ელ სალვადორი" . ჩვენებურებს არ უთამაშიათ.

"ბრივი" ათი ქულით ინგლისურ "სეილ შარქსთან" ერთად ჯგუფის ლიდერია. "ზვიგენებმა" სტუმრად დიდი ანგარიშით - 56:9 დაამარცხეს იტალიური "პადოვა".

B ჯგუფი

ელ სალვადორი (ესპ) - ბრივი (საფ) 3:113, პადოვა (იტ) - სეილ შარქსი (ინგ) 9:56

სატურნირო მდგომარეობა

ბრივი - 10 ქულა, სეილ შარქსი - 10, პადოვა - 0, ელ სალვადორი - 0

C ჯგუფში ყველაზე ქართულმა ფრანგულმა კლუბმა, მამუკა გორგოძის, გიორგი ჩხაიძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" შინ ინგლისური "ნიუკასლი" დაამარცხა - 32:8.

მონპელიელები ამ გამარჯვების შემდეგ ჩ ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ. ამავე ჯგუფში საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთმა

აუტსაიდერმა, "ბურგუენმა" ინგლისურ "ექსეტერს" უმასპინძლა და 19:34 წააგო.

"ნიუკასლთან" მატჩში ჩხაიძემ სრულად ითამაშა, ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. გორგოძე, შველიძე და ნარიაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

C ჯგუფი

მონპელიე (საფ) - ნიუკასლი (ინგ) 32:8, ბურგუენი (საფ) - ექსეტერი (ინგ) 19:34

სატურნირო მდგომარეობა

მონპელიე - 8 ქულა, ექსეტერი - 5, ნიუკასლი - 4, ბურგუენი - 1.

E ჯგუფში ბექა შეყლაშვილის "აჟენი" სტუმრად დამარცხდა "ლა როშელთან" 23:30, რომელიც ჯგუფს ორი გამარჯვებით ლიდერობს. შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს.

ამავე ჯგუფში ინგლისურმა "გლოსტერმა" შინ გაანადგურა "როვიგო" - 90:7.

E ჯგუფი

გლოსტერი (ინგ) - როვიგო (იტ) 90:7, ლა როშელი (საფ) - აჟენი (საფ) 30:23.

სატურნირო მდგომარეობა

ლა როშელი - 10 ქულა, გლოსტერი - 6, აჟენი - 5, როვიგო - 0

A ჯგუფი

ქონოთი (ირლ) - ბაიონი (საფ) 16:13, ჰარლიქუინზი (ინგ) - პრატო (იტ) 55:17

სატურნირო მდგომარეობა

ჰარლიქუინზი - 6 ქულა, ქონოთი - 5, ბაიონი - 5, პრატო - 4

D ჯგუფი

ბუქარესტი (რუმ) - კროკიატი (იტ) 20:19, ლიდსი (იტ) - სტად ფრანსე (საფ) 24:13.

სატურნირო მდგომარეობა

ლიდსი - 8 ქულა, სტად ფრანსე - 5, ბუქარესტი - 4, კროკიატი - 1

ამასობაში საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მე-7 ტურის შეხვედრები გაიმართა. აქ ლიდერთა შორის ქართველ მორაგბეთა ორი გუნდია: "გრენობლი" და "ლიონი".

გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა" შინ იოლად დაამარცხა "კოლომიე" - 36:6. "ალპელები" ამ გამარჯვების შემდეგ 18 ქულით მეოთხე ადგილზე გადაბარგდნენ. მენაბდიშვილს არ უთამაშია.

გურამ კავთიძის "ლიონმა" სტუმრად წააგო უშუალო კონკურენტ "ორიაკთან" - 9:22 და სატურნირო ცხრილში მეორე საფეხური დაუთმო. კავთიძე განაცხადში არ იყო.

მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი" შინ მინიმალური სხვაობით - 21:22 დამარცხდა "პოსთან". მაგრაქველიძე სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 52-ე წუთიდან გამოჩნდა. მირცხულავას არ უთამაშია.

საფრანგეთი. II დივიზიონი

VII ტური

მონ დე მარსანი-სენტ ეტიენი 60:10, ტარბი-პო 21:22, ნარბონი-კარკასონი 36:29, დაქსი-ექსი 14:30, ორიაკი-ლიონი 22:9, გრენობლი-კოლომიე 36:6, ოში-ოიონაქსი 18:15, ბორდო-ალბი 16:24

სატურნირო მდგომარეობა

1. ალბი - 30 ქულა, 2. ორიაკი - 22, 3. ლიონი - 22, 4. გრენობლი - 18, 5. ოიონაქსი - 17, 6. მონ დე მარსანი - 17, 7. პო - 17, 8. ბორდო - 16, 9. ტარბი - 16, 10. ოში - 15, 11. კარკასონი - 15, 12. ნარბონი - 14, 13. კოლომიე - 14, 14. ექსი - 12, 15. დაქსი - 10, 16. სენტ ეტიენი - 7.

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
"ვერ ვხვდები, ამ კაცმა მეტი რაღა უნდა ჩაიდინოს?" - ფიგუ ინფანტინოს გადადგომას მოითხოვს
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა