"ბარსელონას" არგენტინელი ფორვარდი 2012 წლით მაინცდამაინც კმაყოფილი არაა
"ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი, რომელმაც 2012 წელს ჯამში 91 გოლი გაიტანა, აცხადებს, რომ ეს წელი მისთვის შეიძლებოდა უკეთესიც ყოფილიყო.

"კარგია, რომ ვიტან გოლებს და ვამხობ რეკორდებს, მაგრამ შეიძლებოდა ეს უკეთესადაც წარმართულიყო, თუკი ტიტულებზე ვისაუბრებთ.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ როცა გუნდი ვერ იგებს, ჩემს გოლებს ფასი ეკარგება", - აქვეყნებს მესის სიტყვებს Mundo Deportivo.

"ტიაგოს დაბადება ჩემს ცხოვრებაში მთავარი მოვლენა იყო. ეს მართლაც არაჩვეულებრივი მომენტი იყო.

კიდევ ერთი რამ მხდის ბედნიერს - ეს არგენტინელთა სიყვარულია, რომლებიც ნაკრების თამაშებს ესწრებიან", - აცხადებს ლეო.

25 წლის ფეხბურთელმა დეკემბერში ახალი შეთანხმება დადო "ბარსელონასთან", რომელიც 2018 წლამდეა გათვლილი.

"იმედი მაქვს, კარიერას "ბარსელონაში" დავასრულებ, ახალი კონტრაქტი კი ამ ოცნების ახდენისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია", - თქვა ფორვარდმა.

მესიმ აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონში ნახევარფინალში გამოთიშვის შემდეგ, კატალონიელებს მიმდინარე სეზონში ევროპის მთავარი საკლუბო ჯილდოს დაუფლების სურვილი ერთიორად გამძაფრებული აქვთ.

"ვფიქრობ, რომ ვიმსახურებთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას. ყველაფერს ვიზამთ, რათა "უემბლიზე" გადამწყვეტ მატჩში ვითამაშოთ და საერთოდ, მოვიგოთ ყველაფერი, რისი მოგებაც კი შეიძლება.

ახლა საქმეები კარგად მიდის. საჭიროა, ამავე შემართებით გავაგრძელოთ მუშაობა, რათა დასახული ამოცანები შევასრულოთ", - დასძინა არგენტინელმა.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა