ჩისკო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია, ხოლო ნიკა ძალამიძე ახალგაზრდებს შორის საუკეთესოა
2012 წლის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი თბილისის "დინამოს" ესპანელი ლეგიონერი ჩისკო მუნიოსი გახდა.

ხოლო რაც შეეხება 2012 წლის ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის ნომინაციას, გამარჯვებული პოლონეთის "იაგელონიის" ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე გახდა.

წლის ლეგიონერად კი არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია დასახელდა, რომელიც ასევე სფფ-მა წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად აღიარა.

შეგახსენებთ, რომ სფფ-მ, სპეციალური ანკეტების მეშვეობით, ორ ნომინაციაში - 2012 წლის ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და 2012 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - გამოჰკითხა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების მწვრთნელები და კაპიტნები, საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები და სპორტული ჟურნალისტები.

გარდა ამისა, სფფ-ის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობდა გულშემატკივრის რჩეულის, 2012 წლის საუკეთესო ლეგიონერის გამოსავლენი გამოკითხვა.

26 დეკემბერს "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონის ახალ სპორტ-კაფეში სფფ-ის წლის შემაჯამებელი დაჯილდოება გაიმართება.

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა