"ქარის თასი": ნატალ შარქსი-ბლუ ბულზი 16:12, ვესტერნ პროვანსი-ჩიტაზი 31:7
"ქარის თასს" ახალი მფლობელი ეყოლება. წლევანდელი რეგულარული გათამაშების გამარჯვებულმა, დურბანის "ნატალ შარქსმა" შინ ნახევარფინალში მეოთხეადგილოსანი, აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი პრეტორიის "ბლუ ბულზი" დაამარცხა - 16:12.

დურბანელთა წარმატება განაპირობა გარემარბ კიგან დენიელის ერთადერთმა ლელომ, რომელიც ახალგაზრდა მგეზავმა პატრიკ ლამბიემ გარდასახა. მის ანგარიშზე კიდევ სამი საჯარიმოა, რაზეც პრეტორიელმა მორნი სტეინმა ოთხით უპასუხა.

მეორე ფინალისტი მეორეადგილოსანი კეიპთაუნის "ვესტერნ პროვანსია", რომელმაც შინ იოლად მოუგო ბლუმფონტეინის "ჩიტაზსს" - 31:7. "დასავლელებმა" უაღრესად მწყობრი, საკმაოდ მაღალი დონის თამაში აჩვენეს. 70-ე წუთისთვის პროვანსელები მშრალი ანგარიშით -31:0-ს იგებდნენ.

კეიპთაუნელებმა მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს, სამივე "ბოკეს" წევრების, ბრაიან ჰაბანას, ფრანსუა ლავის და ხიო ეპლონის ანგარიშზეა. მგეზავმა ვილემ დე ფაალმა ორი გარდასხა და ზედ ოთხი საჯარიმოც მიაყოლა. ფინალი "ნატალ შარქსსა" და "ვესტერნ პროვანსს" შორის 23 ოქტომბერს დურბანში გაიმართება.

ქარის თასი

ნახევარფინალი

ნატალ შარქსი-ბლუ ბულზი 16:12, ვესტერნ პროვანსი-ჩიტაზი 31:7

ფინალი. 23 ოქტომბერი

ნატალ შარქსი-ვესტერნ პროვანსი

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა