"ლეიკერსისა" და "ნიუ იორკის" მატჩში საყაიმო ანგარიშით დასრულდა კობი ბრაიანტისა და კარმელო ენტონის დუელი
"ლეიკერსისა" და "ნიუ იორკის" მატჩში საყაიმო ანგარიშით დასრულდა კობი ბრაიანტისა და კარმელო ენტონის დუელი - მათ 34-34 ქულა დააგროვეს და შეტევის ეფექტურობაც თითქმის ერთნაირი ჰქონდათ.

ამიტომაც მატჩის ბედი იმაზე იყო დამოკიდებული, როგორ ითამაშებდნენ სხვა კალათბურთელები. ამ მხრივ, პირველ რიგში უნდა გამოვყოთ მეტა უორლდ პისი.

მიუხედავად იმისა, რომ მას ენტონის მეურვეობა ჰქონდა დავალებული, ის შეტევისთვისაც იცლიდა და მარტო მეორე მეოთხედში 16 ქულა დააგროვა!

სამწუხაროა, რომ უორლდ პისმა მატჩის მიყვანა ბოლომდე ვერ შეძლო, რადგან ექვსი პერსონალურის გამო ვადაზე ადრე დატოვა მოედანი.

სირენამდე წუთით ადრე ჯეი არ სმიტის სამქულიანით "ნიუ იორკმა" ორ ქულამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ ვუდსონის შეგირდებს არ ეწერათ ამ მატჩის მოგება საკუთარი სულელური შეცდომების გამო.

გასოლის ზუსტი საჯარიმოს შემდეგ "ნიქსს" აუცილებლად სჭირდებოდა ზუსტი შორეული ტყორცნა, მაგრამ სმიტმა ამჯერად ვერ ჩააგდო.

საპასუხო შეტევაში კი ნიუიორკელებმა განსაკუთრებული ყურადღება ბრაიანტს მიაქციეს და საერთოდ დაავიწყდათ გასოლი.

99:94 და სტუმრებს მხოლოდ 12 წამი რჩებოდათ სიტუაციის გამოსასწორებლად, მაგრამ ტაიმ-აუტის შემდეგ კიდმა ბურთის შემოტანისას შეცდომა დაუშვა და ამით ყველაფერი დამთავრდა.

კვლავაც შეუჩერებელია "ლოს ანჯელეს კლიპერსი", რომლის მორიგი მსხვერპლი გახდა "დენვერი". ამ უკანასკნელმა მხოლოდ პირველ მეოთხედში შეძლო წინააღმდეგობის გაწევა.

მეორე მეოთხედში კი ბარნსმა 12 და კროუფორდმა ცხრა ქულით, პრაქტიკულად, საბოლოოდ დაასამარეს სტუმრების იმედები.

საბოლოოდ, დიდი შესვენებისთვის დელ ნეგროს შეგირდებს 67 ქულა ჰქონდათ მოგროვებული და სოლიდური უპირატესობით – 19 ქულით იყვნენ წინ. შესაბამისად, კალიფორნიელებს არ გასჭირვებიათ ამ რეგულარულში ზედიზედ მე-14 გამარჯვების მოპოვება.

ლეიკერსი-ნიუ იორკი 100:94

25:23, 26:26, 26:29, 23:16

ლ: ბრაიანტი (34+5 მოხსნა), უორლდ პისი (20+7 მოხსნა), ნეში (16+6 მოხსნა+11 პასი), ჰოვარდი (14+12 მოხსნა), გასოლი (13+8 მოხსნა+6 პასი).

ნ-ი: ენტონი (34+7 მოხსნა), სმიტი (25+5 მოხსნა), ფელტონი (10+6 პასი).

კლიპერსი-დენვერი 112:100

25:26, 42:22, 26:28, 19:24

კ: კროუფორდი (22), ბარნსი (20+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), პოლი (14+8 პასი+3 ჩაჭრა), გრიფინი (13+6 მოხსნა+6 პასი), ბლედსოუ (12), გრინი (11), ოდომი (6+10 მოხსნა)

დ: კუფოსი (16+10 მოხსნა), ჯ. ჰემილტონი (16), ლოუსონი (15+5 პასი), მილერი (12+6 პასი).

ლებრონი: პირველი ჯარიმა 8 დეკემბრის შემდეგ

"ოკლაჰომასთან" მატჩში "მაიამი ჰიტის" ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა პირველი პერსონალური მიიღო ბოლო 254 წუთის განმავლობაში. ფლორიდელთა ლიდერი მაშინ დასაჯეს, როცა წარუმატებლად სცადა "ოკლაჰომას" ფორვარდ სერჟ იბაკას დაფარება.

წინა ექვს მატჩში მსაჯებს ერთხელაც არ დაუსჯიათ ჯეიმსი პერსონალურით. "ოკლაჰომასთან" მატჩამდე ბოლოს ლებრონს ჯარიმა 8 დეკემბერს, "ნიუ ორლეანთან" შეხვედრაში დაუფიქსირეს.

მილერი ათიათასიანი გახდა

იმავე "ოკლაჰომასთან" შეხვედრაში "მაიამის" მცველმა მაიკ მილერმა კარიერაში მე-10000 ქულა დააგროვა. შესაბამისად, მილერი გახდა 48-ე მოქმედი კალათბურთელი, ვის აქტივშიც მინიმუმ 10 ათასი ქულაა.

სულ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ეს ზღვარი 313 მოთამაშემ გადალახა. მათგან ექვსი "მაიამის" რიგებში თამაშობს. მილერის გარდა, ესენი არიან: რეი ალენი, ლებრონ ჯეიმსი, დუეინ უეიდი, რაშარდ ლუისი და კრის ბოში.

უეიდი სროლაზე იმუშავებს

"მაიამი ჰიტის" ერთ-ერთმა ლიდერმა დუეინ უეიდმა დაიქირავა პერსონალური მწვრთნელი, რათა ტყორცნის გაუმჯობესებაზე იმუშაოს.

შეგახსენებთ, რომ სროლის ტექნიკაზე მუშაობას უეიდი ჯერ კიდევ სეზონის წინ აპირებდა, მაგრამ მის გეგმებს ხელი შეუშალა მუხლზე ოპერაციამ და ხანგრძლივმა აღდგენითმა კურსმა. ამიტომაც მცველი ცდილობს გამონახოს დრო იმისთვის, რომ ინდივიდუალური ვარჯიშები 2012-13 წლების სეზონის მსვლელობისას

ჩაატაროს.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში უეიდი თავის კარიერაში თამაშიდან ტყორცნის საუკეთესო პროცენტს (51.5) აფიქსირებს.

ბობკეტსმა მალენსი დაკარგა

"შარლოტ ბობკეტსის" ფორვარდი ბაირონ მალენსი მარცხენა ფეხის ტრავმის გამო რამდენიმე კვირით გამოეთიშა რეგულარულ ჩემპიონატს. ბრიტანელმა კალათბურთელმა დაზიანება შაბათს, "დენვერთან" მატჩის დროს მიიღო.

მიმდინარე სეზონში მალენსი "ბობკეტსის" ერთ-ერთი ლიდერია - მის ანგარიშზე 27 მატჩში 11.6 ქულა და 7.8 მოხსნა მოდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა