თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში მსოფლიო თასის გათამაშება საბრძოლო ხელოვნების რამდენიმე სახეობაში ჩატარდა
თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში, საბრძოლო ხელოვნებათა მსოფლიო კონფედერაციის ორგანიზებით, ამ დღეებში ჩატარდა მსოფლიო თასის გათამაშება საბრძოლო ხელოვნების რამდენიმე სახეობაში.

მსოფლიოს 15 ქვეყნიდან იასპარეზეს კარატეს, აიკიდოს, ჯიუჯიცუს, კიკბოქსინგის, სანდასა და ხელჩართული ბრძოლის ოსტატებმა.

განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები ხელჩართულ ბრძოლასა და სანდაში გაიმართა, რადგან აქ დარტყმის ტექნიკასთან ერთად, დასაშვებია ჭიდაობის ფანდების გამოყენება. ხელჩართულ ბრძოლაში შეხვედრები წარიმართა როგორც დგომში, ისე ჩოქბჯენში.

კარატეში საქართველოს ღირსებას შოტოკანის ქართველი წარმომადგენლები იცავდნენ. ხელჩართულ ბრძოლაში საქართველო ორი ნაკრებით - ხრიდოლის ეროვნული ფედერაციისა და შერეული ორთაბრძოლების ფედერაციის გუნდებით იყო წარმოდგენილი.

ამასთან, ხრიდოლის ფედერაციამ სამივე ასაკობრივ ჯგუფში გამოიყვანა მონაწილეები. ხელჩართულის გარდა, ხრიდოლის რამდენიმე მებრძოლმა სანდას და კიკბოქსინგის ჩემპიონატშიც იასპარეზა.

ხელჩართულ ბრძოლაში უფროსებს შორის პირველი ადგილები დაიკავეს გიგა გელაშვილმა და ზურაბ ჯოჯუამ (იგი ჯერ მხოლოდ 17 წლისაა).

ზურაბმა სანდას წესებითაც იჩხუბა და 18 წლამდე ასაკის მებრძოლებს შორის თასს ამ სახეობაშიც დაეუფლა. წლეულს ამ სპორტსმენმა უფროსებს შორის საქართველოს ჩემპიონობა კონტაქტურ კარატეშიც მოიპოვა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონი, საქართველოსა და ევრაზიის თასის მფლობელი, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია სანდასა და კიკბოქსინგში. არის აგრეთვე კავკასიისა და ევრაზიის თასის მფლობელი ხელჩართულ ბრძოლაში.

ხელჩართულ ბრძოლაში ხრიდოლის გუნდიდან 18 წლამდე მებრძოლებს შორის გამარჯვებულები არიან: გოგიტა ბარბაქაძე, ნიკა ჭიკაიძე, ვალერი ღოლიჯაშვილი, ბექა გოგალაძე. 16 წლამდელებში: ნიკოლოზ ბუჩუკური, პაპუნა ნეფარიძე, ვაჟა წიპტაური, გიორგი ნატროშვილი, ოთარ ლუარსაბიშვილი, ვეფხვია ჭინჭარაული.

ხრიდოლში დიდებს შორის მეორე ადგილი დაიკავა ბადრი შუბითიძემ, ჭაბუკებში - გიორგი როსტიაშვილმა.

სანდას ხალიჩაზე მსოფლიო თასისთვის იბრძოლა შვიდმა ხრიდოლიონმა. უფროსებს შორის ომარ ნაროზაულმა, მიუხედავად იმისა, რომ სიცხიანმა იასპარეზა, ნახევარფინალში აშკარა უპირატესობით დაამარცხა ირანელი მეტოქე, ფინალში კი საჯარიმო ქულით დამარცხდა აზერბაიჯანელ მებრძოლთან და მეორე ადგილს დასჯერდა.

მესამე ადგილი დაიკავა ბადრი შუბითიძემ. ჭაბუკებში თავიანთ წონებში იპირველეს აგრეთვე ბექა გოგალაძემ და რომან ხუნდაძემ. ეს 16 წლის სპორტსმენი ყველაზე ტიტულოვანია ხრიდოლის ისტორიაში. თურქულ ხალიჩაზე ის მსოფლიო თასის მოპოვებამდე თითქმის ყოველწლიურად იმარჯვებდა ეროვნულ ჩემპიონატში.

გარდა ამისა, ხუთჯერ გახდა სანდაში საქართველოს ჩემპიონი და ორჯერ თასის მფლობელი, ორჯერ მოიპოვა ევრაზიის თასი სანდაში და ერთხელ ხელჩართულ ბრძოლაში. ასევე ხელჩართულ ბრძოლაში ოთხჯერ მოიპოვა კავკასიის ჩემპიონის ტიტული.

გაიმარჯვა კიკბოქსინგში შინ თუ საერთაშორისო ტურნირებში. შარშან სტამბულში ევრაზიის საბრძოლო ხელოვნებათა ოლიმპიადაზეც ჩემპიონი გახდა. არის თბილისის პრიზიორი ძიუდოში და სამწუხაროდ, ორგანიზატორთა შეცდომის გამო ვერ მოახერხა ეჭიდავა საქართველოს პირველობაზე.

ტრაპიზონის ხალიჩაზე სანდას ჩემპიონატში საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა გოგიტა ბარბაქაძემ, მესამე - ნიკოლოზ გუმბერიძემ.

ხრიდოლის ერთმა მებრძოლმა ვეფხვია ჭინჭარაულმა, ხელჩართულის გარდა, K-1 წესებითაც იჩხუბა და აქაც პირველი ადგილი დაიკავა.

საბოლოო ჯამში, საქართველოს ხრიდოლის გუნდმა საუკეთესო შედეგი აჩვენა და მსოფლიო თასს ღირსეულად დაეუფლა.

გიორგი ავსაჯანიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იბერიელი
გიორგი, არ ხარ მართალი! შენ არ გაქვს ამ ტურნირის შესახებ ინფორმაცია და ამიტომ წერ ასეთ წერილებს... ტრაპიზონის ტურნირ ჩატარდა მსოფლიო თასის სახელწოდებით და მას ორგანიზებას უწევდა "საბრძოლო ხელოვნებათა მსოფლიო კონფედრაცია" ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს საერთაშორისო ოლიმპიური კომტეტი. ამან გამოიწვია ხრიდოლის გუნდის დაინტერესება და ჩვენი გუნდი გავაგზავნეთ ტრაპიზონში. იქ რამდენიმე სახეობაში ტარდებოდა ტურნირი და უშუალოდ ხელჩართული ბრძოლების ხალიჩაზე ორგანიზებას უწევდა ფრიფაიტინგის საერთაშორისო ფედრაცია. ეს ორგანიზაცია ძირითადად რუსეთზე მუშაობს. უმეტესი საერთაშორიო ტურნირები ამ ორგანიზაციის ეგიდით რუსეთში ტარდება. თუ ვინმე ყავს მსოფლი ჩემპიონის ტიტული მატარებელი თითქმის ყველას რუსულ ხალიჩებზე აქვთ გამარჯვება მოპოვებული. მხოლოდ შარშან პეტერბურგში გამართულ საბრძოლო ხელოვნებათა მსოფლიო ოლიმპიადაზე მხოლოდ ხელჩართულის წესებით 800 მონაწილე იბრძოდა. სულ ტურნირზე 11 ათასი კაცი იღებდა მონაწილეობას. ხრიდოლის გუნდი ფედრაციის გადაწყვეტილებით, მიუხედავად მოპატიჟებისა არ ჩადის რუსეთში რადგან ამ ქვეყნის სამხედრო ნაწილებს ოკუპირებული აქვთ ქართული მიწები... ჩვენთვის ესეც მნიშვნელოვან ბიძგად იქცა, რომ ფრიფაიტინგის საერთაშორისო ფედრაცია გაუკეთებდა ტრპიზონის ტურნირზე ხელჩართულ ბრძოლაში ორგანიზებას.ხრიდოლის გუნდს არაერთხელ უნახავს და შეხვედრია აზერბაიჯანში ჩატარებულ ტურნირებზე რუსული გუნდები, განსაკუთრებით დაღესტნელები. დაღესტნის გუნდი ერთერთი საუკეთესოა რუსეთში სანდაშიც და ხელჩართულშიც. ხრიდოლის მებრძოლები საერთაშორისო ტურნირებზე ძირითადად ამ ორ სახებაში იღებენ მონაწილეობას...ძალიან ცდებით თუ ფიქრობთ, რომ რუსეთში ჭაბუკებისა და ხალგაზრდების ასაკში ხელჩართულ ბრძოლებში მაღალი დონეა. დიდები სახვა არის იქ ძალიან მაღალი დონეა და სხვასახვა სახობებიდან წამოსული პროფესიონალი სპორტსმენები ქმნიან იქ ამ დონეს. ბავშვებში კი, უშუალოდ იმ ფედრაციებში რომლებიც ხელჩრთული ბრძოლის სხვადასხვა სახეობებზე მუშაობენ ჩვენზე ბევრად დაბალია დონე.დიდებში, კი, იმის გამო, რომ ჩვენში გასაქანი არ არის, ამ საქმეში ფული არ ტრიალებს აღარ გვყავს ბევრი სპორტსმენი და თითოოროლა მებრძოლის იმედზეა საქართველო... ტრაპიზონის ტურნირმა კიდევ რთხელ დაამტკიცა, რომ თუნდაც ჩვენს რეგიონში, და თუნდაც რუსულ ხალიჩებზე გამარჯვებულ, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მქონე მებრძოლებს ქართველები ტოლს არ დაუდებენ.გიორგი, გირჩევთ მიულოცოთ გამარჯვება ბიჭებს და თუ კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიწევს საბრძოლო ხელოვნებათა დონე საქართველოში ყველას გაგვიხარდება. ეგ უკვე სახელმწიფოებრივი პრობლემაა და სახელმწიფოსგან სჭირდება დახმარება ამ საქმეს თუნდაც წელიწადში ერთხელ დიდი ტურნირის ორგანიზებითა და ორჯერ მაინც ნაკრების შეკრების მოწყობით...
xxxx
ვეთანხმები გიოს 200%-ით... თავად მაგ სპორტში ვარ და ვიცი :)
gio
ტუ სპორტში ჩახედულები ხართ გეტყვით რო ეს შეჯიბრება ვინც ჩაატარა ეგ ფედერაცია არაოფიციალურია, რადგან არცერტი სპორტ სამინისტრო არ აგიარებს მაგ შეჯიბრს. მაგრამ არაოფიციალური ფედერაციები მაინც ატარებენ როგორც ეს ტრაპზონის შეჯიბრი ჩატარდა. გინახავთ რუსეთში რა დონეა?? პატარა ბავშვები რა კარგად ჩხუბობენ?? ამერიკაში რა დონეა?? ამ მსოფლიო თასზე სულ 5-6 ქვეყანა იყო, მართლა რო ტარდება მსოპლიო თასი იქ ჩვენ არავინ არაპერს მოგვაგებინებს, იმიტო დაბალი დონეა საქართველოში.
გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" დიუსელდორფში გაიმარჯვა
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
"ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია" - ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ
"სიმართლე ისაა, რომ პსჟ დიდებული გუნდია" - ფლიკი მოულოდნელი მარცხის შემდეგ
"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს