"ატლანტა ჰოქსის" ოფიციალურ ვებსაიტზე ზაზა ფაჩულიას შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა
"ატლანტა ჰოქსის" ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა ვრცელი სტატია ზაზა ფაჩულიას შესახებ.

მისი სათაურია "რაც გჭირდებათ, მწვრთნელო"... პუბლიკაცია, რომლის ავტორია ჯონ კუპერი, ქართველ ქომაგსაც დააინტერესებს.

"საკალათბურთო წრეებში რომ ამბობენ - ენერგიული ბიჭიო, სწორედ ესაა ზაზა ფაჩულია. არა აქვს მნიშვნელობა, იგი სასტარტო ხუთეულშია, მეექვსეა თუ მეშვიდე - თანაგუნდელებს ყოველთვის ენერგიას მატებს.

ეს კომპონენტი სტატისტიკურ ოქმში ცალკე გრაფაში არ ფიქსირდება, თუმცაღა, როგორც თავად ფაჩულია ამბობს, სტატისტიკის დიდი მოყვარულია.

ჯორჯიული გუნდის მწვრთნელი ლარი დრიუც კმაყოფილია, რომ ჰყავს კალათბურთელი, რომელიც ისეთივე სასარგებლოა სათადარიგოთა სკამიდან, როგორც სასტარტო ხუთეულში თამაშისას:

- რაც მთავარია, ზაზა პროფესიონალია. იგი მზადაა, შეასრულოს თავისი საქმე და არა აქვს მნიშვნელობა, რომელ წუთზე ჩაერთვება თამაშში. იგი თავს კომფორტულად გრძნობს როგორც ხუთეულში თამაშისას, ისევე სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე გასვლისას.

სწორედ ეს არის ნამდვილი პროფესიონალის თვისება. იგი ასრულებს ყველაფერს, რასაც დავავალებ. მატჩისთვის ყოველთვის სათანადოდაა მომზადებული.

ფაჩულია მწვრთნელმა, შესაძლოა, რომელიმე მატჩში შეცვალოს, მაგრამ მისი სათამაშო სტილის შეცვლა შეუძლებელია და ამიტომაცაა, ზაზა NBA-ში მეათე სეზონს რომ ატარებს. აქედან 8 წელი მან "ატლანტა ჰოქსში" გაატარა. ყოველ წუთს, რომელიც 28 წლის ქართველ ცენტრს ამა თუ იმ მატჩში ეძლევა, იგი მაქსიმალურად იყენებს - ცდილობს, გუნდს რაც შეიძლება, მეტი პოზიტივი შესძინოს.

- ატლანტელთა შემადგენლობაში არაერთი სეზონი გავატარე და სხვადასხვა შემადგენლობასთან მომიწია თამაში, - ამბობს ფაჩულია, რომელიც სტაჟის მხრივ "ჰოქსში" მეორეა (ჯოშ სმიტის შემდეგ), - გუნდში რომ ჩავირიცხე, სასტარტო ხუთეულში მიწევდა თამაში. დროც საკმარისად მქონდა. შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და სათადარიგოთა სკამზე გადავინაცვლე, თუმცა 2011-12 წლების სეზონში კვლავ ხუთეულის წევრად ვიქეცი.

ასე რომ, საკმარისი გამოცდილება მაქვს როგორც ხუთეულში თამაშის, ასევე სათადარიგოობისა. ახალწვეული რომ ვიყო, შესაძლოა სხვანაირად განვიცადო ყველაფერი, მაგრამ დიდი ხანია, ატლანტელი ვარ, კალათბურთელებსაც კარგად ვიცნობ, მწვრთნელებსაც და სიტუაციასაც სათანადოდ ვაანალიზებ, რაშიც აქამდე მიღებული გამოცდილება მეხმარება.

სხვათა შორის, ფაჩულია თანაგუნდელებსაც ძალიან ეხმარება, რაც იოლი ნამდვილად არ არის - იგი თამაშისას სიტუაციიდან თავის იოლად დაძვრენას არასოდეს ცდილობს, უმეტესად შავ სამუშაოს ასრულებს, ბოლომდე იბრძვის და როცა მოედანზეა, პირველი ატლანტელია, რომელიც მეტოქეებს არც სიტყვიერად უთმობს რამეს.

მიმდინარე სეზონში ზაზა "ჰოქსის" მესამე მომხსნელია ელ ჰორფორდისა და ჯოშ სმიტის შემდეგ. რაც შეეხება შავ სამუშაოებში ყველაზე შავს - შეტევით მოხსნებს, ამ კომპონენტში ქართველმა ცენტრმა "ატლანტას" ისტორიაში უკვე ღირსეული ადგილი დაიკავა.

მან შეტევაში მოხსნების საერთო რაოდენობის მიხედვით გადაასწრო ალან ჰენდერსონს, კლიფ ლევინგსტონს, დიკემბე მუტომბოს და მეშვიდე პოზიციაზეა.

ზაზას ანგარიშზე სადღეისოდ 1383 შეტევითი მოხსნაა. მან ჰენდერსონს "ოკლაჰომასთან" 19 დეკემბრის მატჩში გადაასწრო, რომლის ერთ ეპიზოდში ბურთი მეტოქის ფარიდან მოხსნა, თუმცა დამატებაზე არაზუსტი იყო.

მეორედაც მოხსნა, მეორედაც არაზუსტად ისროლა, მესამედ... მოკლედ, ფაჩულიამ მანამ იბრძოლა, ვიდრე ბურთი "ოკლაჰომას" კალათში არ მოათავსა.

ცხადია, წარმატებისთვის ქულებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ზაზა ფაჩულიას აზრით, ამა თუ იმ მატჩზე მოხსნებიც დიდ გავლენას ახდენს:

- მოწინააღმდეგის ფარქვეშ დაჯაბვნა და მოხსნებში უპირატესობის დაბევება, როგორც წესი, გამარჯვების საწინდრად იქცევა ხოლმე. სტატისტიკა იშვიათად იტყუება.

სტატისტიკა იმასაც ამბობს, რომ ზაზა ატლანტელ ტანმაღლებში, საჯარიმო ტყორცნების რეალიზების მიხედვით, ერთ-ერთი გამორჩეულია.

ისიც უნდა ითქვას, რომ მასზე ხშირად ჯარიმდებიან, თუმცა სწორედ ამ დროს კარგი სანახავია მწვრთნელი, რომელმაც იცის, რომ ზაზა გუნდს არ დააღალატებს.

მოვუსმინოთ "ჰოქსის" თავკაც ლარი დრიუს:

- ზაზა ფაჩულია ბრძოლას თავს არასოდეს არიდებს. მეტოქეს არ უფრთხის, ფარქვეშ თამამად მიიწევს. ამიტომ მის წინააღმდეგ ხშირად ჯარიმდებიან.

როგორც ვთქვი, ფაჩულია პროფესიონალია და ყველაფრისთვის მზადაა. იცის, რას ვითხოვ მისგან და როგორ შეასრულოს დაკისრებული ფუნქცია. გაინტერესებთ, რას ვითხოვ უმთავრესად? - იყოს ისეთივე ზაზა, როგორსაც "ატლანტას" გულშემატკივარი იცნობს.

ფაჩულიას მონდომება ლარი დრიუსაც ახარებს, რადგან ეს გადამდებია და დანარჩენი ატლანტელებისთვისაც სასარგებლოა. ბოლოს ისევ ქართველ კალათბურთელს მოვუსმინოთ:

- "ჰოქსში" მნიშვნელოვანი ფუნქცია მაქვს. მომწონს, როცა სხვა კალათბურთელებიც თავის საქმეს პირნათლად ასრულებენ და ამას შედეგი მოაქვს.

მსგავს სიტუაციაში თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. "ატლანტას" თითოეული კალათბურთელი ხომ ერთი მიზნისთვის იღვწის და ერთმანეთის გვერდით თამაში სიხარულს ანიჭებს. ეს შესანიშნავი სანახავია."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" "დეტროიტი" უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა

ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული
შენგელიას 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
გრან პრიზე ბერულავა და მეტელკინა პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
გვარდიოლას სურვილით - "სიტი" პსჟ-ს გარემარბში 100 მილიონ გირვანქას იხდის
[VIDEO] ნეიმარის ჰეთ-თრიქი 17 წუთში - "სანტოსმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქი" "სან ანტონიო სპურსთან" 2 ქულით დამარცხდა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ