"მე და ლევან კობიაშვილს საქართველოს ეროვნული ნაკრები საკუთარი ნებით არ დაგვიტოვებია"
ალექსანდრე იაშვილის "ბოხუმი" მეორე ბუნდესლიგაში მოწინავე პოზიციებზე ვერ არის, ჩვენებურმა კი ამ სეზონის პირველი ეტაპი სტაბილურად ითამაშა და ახლა თბილისშია.

იაშვილი 35 წლის გახლავთ. ამ ასაკში ყველას როდი შეუძლია მთელი სეზონის სტაბილურად ჩატარება, მაგრამ იაშვილი ხომ ფოლკერ ფინკეს პრინციპით მოქმედებს - თუ გინდა, რომ კარგმა მანქანამ დიდხანს გაგიძლოს, მას სულ უმაღლესი ხარისხის საწვავი სჭირდება.

იაშვილის საქმეც ასეა. როგორც სპორტსმენი, საკუთარ თავს ნიადაგ უვლის; სასმელზე თუ მიდგება საქმე, ყველაფერს ვაშლის წვენი ურჩევნია.

როგორც უნდა იყოს, ასაკს თავისი მიაქვს და იაშვილიც უსასრულოდ ვერ ითამაშებს ფეხბურთს.

"თუ ადრეულ წლებს მივიღებთ მხედველობაში, რა თქმა უნდა, განსხვავება არის. გაისად 36 წლის გავხდები, მაგრამ მაინც კარგად ვგრძნობ თავს.

მიმდინარე სეზონის 21 მატჩიდან 18 ვითამაშე, აქედან 15 შეხვედრაში - 90 წუთი.

ვფიქრობ, ეს ცოტა არ არის ნებისმიერი ასაკის ფეხბურთელისთვის" - გვითხრა იაშვილმა.

"ბოხუმი" თვრამეტგუნდა მეორე ბუნდესლიგაში ახლა მე-15 ადგილზეა. არადა, სეზონის წინ ბუნდესლიგაში აღზევების ერთ-ერთ კანდიდატად მიიჩნეოდა.

"თუ "ბოხუმის" ფეხბურთელებს გადავხედავთ, კარგ გუნდთან გვექნება საქმე. გერმანიის ნაკრებში ნათამაშები სამი ფეხბურთელი გვყავს: პაველ ფრაიერი, რომელსაც ოცი მატჩი აქვს ჩატარებული ნაკრებში; ლუკაშ სენკევიჩი, ვისაც სამჯერ უთამაშია ნაკრებში და მარსელ მალტრიცი.

გვყავს კიდევ კრისტოფ დაბროვსკი. ამ ნახევარმცველს ბუნდესლიგაში, თუ არ ვცდები, სამასამდე მატჩი უთამაშია.

ასეთი გუნდისგან ამ სეზონში ყველა გაცილებით მეტს ელოდა. პირველად მოხდა, რომ "ბოხუმი" ზედიზედ სამი სეზონი ვერ მოხვდა ბუნდესლიგაში და მისგან ზედა ლიგაში დაბრუნებას დაჟინებით მოითხოვენ. "ბოხუმის" გულშემატკივარი საკმაოდ პრეტენზიული და მომთხოვნია".

იაშვილს ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება კონტრაქტი "ბოხუმთან" და ცხადია, საინტერესოა, რას აპირებს ის ამის შემდეგ, სხვა გუნდში გადასვლას თუ ფეხბურთისთვის თავის დანებებას.

"ამ კითხვით გერმანელი ჟურნალისტებიც მომმართავენ. ჯერჯერობით ყველა ვარჯიშზე და თამაშზე ისე გავდივარ, რომ ეს მსიამოვნებს და არ ვფიქრობ იმაზე, რომ ეს ჩემთვის ბოლო სეზონია თუ არა.

"კიკერის" შეფასებებს თუ დავაჯამებთ და საშუალოს გამოვთვლით, "ბოხუმიდან" ყველაზე უკეთესი შედეგი მიმდინარე სეზონში მე მაქვს.

ერთი სიტყვით, ვითამაშებ იქამდე, სანამ კონკურენტებს ვაჯობებ".

ხშირად გაიგონებთ 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელზე, რომ ის კლასის ხარჯზე თამაშობს, მაგრამ ამ ნათქვამში ყველაფერი დაზუსტებული არ არის - მაინც რას ნიშნავს კლასის ხარჯზე თამაში?

"დღეს ისეთი ფეხბურთია, რომ თუ არ ირბინე, არ იბრძოლე და გუნდს არ დაეხმარე, სხვანაირად წარმოუდგენელია, რომ ითამაშო.

გამოცდილებას რაც შეეხება, ეს დიდი პლუსია, რადგან გამოცდილი ფეხბურთელი უფრო იოლად პოულობს გამოსავალს რთული სიტუაციიდან.

ზოგადად კი, არსებობს კარგი და ცუდი ფეხბურთელი და ამის შეფასება ასაკის მიხედვით არ უნდა ხდებოდეს.

"ბოხუმში" 17 წლის ლეონ გორცკა თამაშობს. პირველი პროფესიული კონტრაქტი 1993 წელს გავაფორმე თბილისის "დინამოსთან" და ის მაშინ დაბადებულიც არ იყო, დღეს კი თანაგუნდელები ვართ..."

იაშვილს ნიკა გელაშვილზეც ვკითხეთ, რომელიც საამსეზონოდ "ზესტაფონიდან" გადავიდა "ბოხუმში", კარგად დაიწყო გერმანული კარიერა, თუმცა მერე შედეგიანად ვეღარ გააგრძელა.

"საქართველოს ჩემპიონატსა და მეორე ბუნდესლიგას შორის დიდი განსხვავებაა. მას შეუძლია გერმანიაში კარგად თამაში, მაგრამ ამისთვის დროა საჭირო.

ფეხბურთელს და საერთოდ, ადამიანს, იმის მიხედვით ვაფასებ, რომ არ ნებდება; არ იტყვის იმას, აქ არ გამომივიდა და სხვაგან წავალო.

ნიკამაც ის გზა აირჩია, რომ უნდა იბრძოლოს".

გერმანიასა და საქართველოს შორის განსხვავება მართლაც მნიშვნელოვანია. იაშვილს იმაზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა, თუ როგორ არის დარეგულირებული ურთიერთობა გერმანიაში კლუბის ხელმძღვანელობასა და მწვრთნელ-ფეხბურთელებს შორის.

"როცა ფეხბურთელი კონტრაქტს აფორმებს, კარგად უნდა იცოდეს, თუ რაზე აწერს ხელს. ამაში მას საკუთარი აგენტი ეხმარება.

გერმანიაში ისეა ყველაფერი მოწყობილი, რომ გუნდის წარუმატებლობის შემთხვევაში ფეხბურთელებს ხელფასს ვერ უქვითავენ.

ინფორმაცია კი მაქვს იმაზე, თუ რა ფაქტები მოხდა ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოში, მაგრამ მე 1997 წლიდან არ მითამაშია საქართველოში და ჩემი მხრიდან რთულია ამ საკითხზე საუბარი.

კლასის დაქვეითების გამო ხელფასის დაქვითვა - ასეთი რამე გერმანიაში არ არსებობს.

გააცდინე ვარჯიში, დროულად არ გამოცხადდი შეკრებაზე, არ შეასრულე მწვრთნელის მითითება - ასეთ დროს კლუბს შეუძლია ფეხბურთელის დაჯარიმება, ოღონდაც გერმანიაში გამორიცხულია, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ასეთი გადაწყვეტილება მწვრთნელთან კონსულტაციის გარეშე მიიღოს".

იაშვილს, ისევე, როგორც ლევან კობიაშვილს, თემურ ქეცბაია ნაკრებში აღარ იწვევს.

ამაზე ბევრჯერ ითქვა და დაიწერა და იაშვილს ამჯერად ის ვკითხეთ, აპირებს თუ არა კობიაშვილთან და კახა კალაძესთან ერთად ნაკრებში გამოსამშვიდობებელი მატჩის გამართვას.

"ამაზე ჯერ არ მიფიქრია, რადგან მე და კობიაშვილს საკუთარი ნებით არ დაგვიტოვებია ეროვნული გუნდი", - გვიპასუხა იაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქართველებმა გერმანიისა და ჰოლანდიის თასის მეოთხედფინალს უწიეს

ალექსანდრე იაშვილი სტუმრად "ლელოს" რედაქციაში: თუ ნაკრებს დავჭირდები...

შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
კვარაცხელია და "ოქროს ბურთი" სულ უფრო რეალური ხდება - ხვიჩამ საფრანგეთიდან დიდი მხარდაჭერა მიიღო
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო