დიდი ეიფორია შეინიშნებოდა ბოლო დროს "ლეიკერსის" გულშემატკივრებს შორის
დიდი ეიფორია შეინიშნებოდა ბოლო დროს "ლეიკერსის" გულშემატკივრებს შორის - ნეშის დაბრუნება და მის შესახებ ბრაიანტის განცხადება ("ასეთ გამთამაშებლებთან არასოდეს მითამაშია"), ზედიზედ ხუთი მოგება...

მაგრამ "დენვერთან" მატჩმა აჩვენა, რომ "ლეიკერსს" ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო, პირველ რიგში, დაცვაში, რადგან ამ მომენტისთვის კალიფორნიელებს ერთ-ერთი ყველაზე არაპრეზენტაბელური დაცვა ჰყავთ ლიგაში.

კერძოდ, სწორედ "ლეიკერსთან" მატჩში განაახლა "ნაგეტსმა" ამ სეზონში შედეგიანობის საკუთარი რეკორდი - 126 ქულა დააგროვა.

აქედან 27 ქულა კორი ბრიუერს ეკუთვნის, რომელმაც პირადი მიღწევა გააუმჯობესა. მეოთხე მეოთხედში მან ოთხი სამქულიანი ჩააგდო, რითაც ფუჭად აქცია ბრაიანტის მონდომება (კობიმ 40 ქულა ჩაიწერა აქტივში).

ლიდერის ასეთი თამაშის მიუხედავად, მაქსიმუმი, რაც "ლეიკერსმა" შეძლო, დეფიციტის ცხრა ქულამდე შემცირება იყო.

ბრაიანტმა სათანადო მხარდაჭერის გარეშე, მარტომ თამაშის მოგება ვერ შეძლო. მაგალითად, დუაიტ ჰოვარდი მესამე მეოთხედის შუაში არასპორტული ჯარიმისთვის გააგდეს მოედნიდან.

დიდი ჯაფა არ დადგომია "სან ანტონიოს" "ტორონტოსთან" საშინაო მატჩში - საკმარისია იმის აღნიშვნა, რომ პოპოვიჩის გუნდიდან მოედანზე 29 წუთზე მეტი არც ერთს არ გაუტარებია.

მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა კანადელთა გასანადგურებლად. ლოურის, ბარნიანისა და ვალანჩუნასის არყოფნაში "ტორონტოს" არანაირი შანსი არ ჰქონდა.

საბოლოო 20-ქულიანი უპირატესობის მიუხედავად, მასპინძელთაგან ხეირიანად ვინმეს გამოყოფა რთულია, თუმცა კავაი ლეონარდი და მანუ ჯინობილი ცალკე ქებას იმსახურებენ - პირველმა 24 წუთში 9 ქულა, 10 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა, მეორე კი სათადარიგოებს შორის ყველაზე შედეგიანი იყო 14 ქულით.

წელს ხშირად სვამენ კითხვას იმის შესახებ, რაში სჭირდება დღევანდელ "გოლდენ სტეიტს" ანდრის ბიედრინში.

ამ კითხვას ლატვიელმა "იუტასთან" მატჩში უპასუხა - მან 19 წუთი გაატარა მოედანზე და ფარქვეშ ბრწყინვალედ იბრძოდა. შესაბამისად, ბიედრინშმა მეტად უჩვეულო სტატისტიკა დააფიქსირა - 12 მოხსნა და არც ერთი ქულა.

მის ნაცვლად ქულებს სხვები აგროვებდნენ. ავიღოთ უნივერსალი კარი, რომელსაც 23 ქულით, 8 მოხსნით და 7 პასით შესანიშნავი სტატისტიკა დაუგროვდა.

მან, ტომპსონმა და ჯეკმა ერთად რვა სამქულიანი ჩააგდეს. შეიძლება არ არის განსაკუთრებული შედეგი, მაგრამ მთელმა "იუტამ" ორჯერ ნაკლები შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში (17 ცდიდან).

და საერთოდაც, ეს არ იყო მასპინძლების დღე - უილიამსმა, ფოიემ, ტინსლიმ, უოტსონმა, ბერქსმა და ჰეივორდმა საერთო ჯამში 42 სროლიდან მხოლოდ 11 ბურთი ჩააგდეს. გადამწყვეტი კი აღმოჩნდა "გოლდენ სტეიტის" 10:0 სპურტი მეორე მეოთხედის ბოლოს, რომლის შემდეგაც "მეომრების" უპირატესობა 15 ქულამდე ავიდა.

წელს ასევე ხშირად ისმის "მინესოტას" რუსი ლეგიონერების ქება, მაგრამ ბოლო მატჩებში "მგლებმა" ორჯერ იმის გამო წააგეს, რომ ბოლო ტყორცნა მატჩში ალექსეი შვედს მიანდეს. ამჯერად დებიუტანმა რვა მეტრიდან არაზუსტად ისროლა და "ჰიუსტონს" მოაგებინა.

არადა, "მინესოტას" შეეძლო თავიდან აეცილებინა ნერვული დასასრული. მეორე მეოთხედის ბოლოს და მესამე მეოთხედის დასაწყისში 25:6 გაქცევით მასპინძლების უპირატესობა 14 ქულამდე გაიზარდა.

მაგრამ ამას მოჰყვა საპასუხო 15:4 გაქცევა და ლინმა და კომპანიამ სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა - ეს მეოთხე მეოთხედის წინ მოხდა. ბოლო 12-წუთეული კი ჯეიმს ჰარდენის ბენეფისად იქცა, რომელმაც მატჩის დასკვნით ნაწილში 17 ქულა დააგროვა.

მათ შორის იყო ორი ზუსტი ტყორცნა ბოლო 40 წამში, რამაც გადაწყვიტა მატჩის ბედი. "მინესოტამ" კი ბოლო წუთსა და 54 წამში ერთი ქულაც ვერ აიღო.

"პორტლენდმა" სამი დღის წინანდელი მარცხისთვის რევანში აუღო ისევ კაზინსის გარეშე მოთამაშე "საკრამენტოს". თანაც ამისთვის ლიდერთა კვარტეტის მონდომება იკმარა.

ოლდრიჯმა და ჰიქსონმა სტუმრებს ფარქვეშ "გადაუარეს" და ორმაგი დუბლი შეასრულეს (აღსანიშნავია, რომ ჯეი ჯეისთვის ეს იყო ზედიზედ მეცხრე ორმაგი დუბლი).

მათი ერთობლივი მონაგარი იყო - 46 ქულა და 26 მოხსნა, ბატუმმა და ლილარდმა კი ერთობლივი სამმაგი დუბლი შეასრულეს - 35 ქულა, 16 პასი, 14 მოხსნა. ლილარდი პირადად შეასრულებდა ტრიპლ-დაბლს, კიდევ ორი მოხსნა რომ აეღო.

მინესოტა-ჰიუსტონი 84:87

17:22, 30:22, 17:17, 20:26

მ: ბარეა (18+7 მოხსნა), შვედი (16), ლავი (7+12 მოხსნა).

ჰ: ჰარდენი (30+6 მოხსნა), პარსონსი (12+6 მოხსნა+5 პასი), დელფინო (11+5 მოხსნა), აშიქი (9+17 მოხსნა).

სან ანტონიო-ტორონტო 100:80

22:18, 22:19, 26:20, 30:23

ს-ა: დანკანი (15+6 მოხსნა), ჯინობილი (14+5 მოხსნა), პარკერი (13+7 პასი), სპლიტერი (10), დიაო (10), ლეონარდი (9+10 მოხსნა+3 ჩაჭრა).

ტ: ჯონსონი (12+6 მოხსნა), ანდერსონი (12), ლუკასი (11+6 პასი), როსი (11), კალდერონი (7+10 პასი).

დენვერი-ლეიკერსი 126:114

29:26, 28:28, 39:33, 30:27

დ: ბრიუერი (27), ფარიდი (21+15 მოხსნა), გალინარი (19), ლოუსონი (17+14 პასი), იგუოდალა (17+11 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), კუფოსი (10).

ლ: ბრაიანტი (40+6 პასი), გასოლი (19+6 მოხსნა+5 პასი), ნეში (15+8 პასი), ჰოვარდი (12+7 მოხსნა), უორლდ პისი (10+6 მოხსნა), ჰილი (9+9 მოხსნა).

იუტა-გოლდენ სტეიტი 83:94

19:24, 18:25, 21:26, 25:19

ი: ჯეფერსონი (18+10 მოხსნა), მილსეპი (14+7 მოხსნა), კანტერი (10).

გ-ს: კარი (23+8 მოხსნა+7 პასი), ლი (18+9 მოხსნა), ტომპსონი (15), ჯეკი (15), ბიედრინში (0+12 მოხსნა).

პორტლენდი-საკრამენტო 109:91

31:26, 31:18, 29:23, 18:24

პ: ოლდრიჯი (28+12 მოხსნა), ბატუმი (18+6 მოხსნა+5 პასი), ჰიქსონი (17+14 მოხსნა), ლილარდი (17+8 მოხსნა+11 პასი), ბარტონი (14).

ს: სალმონსი (19), ტომასი (12+6 პასი), ტომპსონი (11+6 მოხსნა).

დასავლეთი

1. კლიპერსი 22/6*

2. ოკლაჰომა 21/6*

3. სან ანტონიო 22/8*

4. მემფისი 18/8

5. გ. სტეიტი 19/10

6. ჰიუსტონი 16/12

7. დენვერი 16/14

8. პორტლენდი 14/13

9. მინესოტა 13/13

10. იუტა 15/15

11. ლეიკერსი 14/15

12. დალასი 12/16

13. ფინიქსი 11/18

14. საკრამენტო 9/19

15. ნიუ ორლეანი 6/22

* - დივიზიონის ლიდერი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...