ინტერვიუ საქართველოს 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელთან
ჰოლანდიური არნემის "ვიტესის" ქართველი კაპიტანი და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გურამ კაშია საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელია: ეს ცნობილი გახდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე.

გურამ კაშია რჩეულ ლეგიონერად ქართველმა გულშემატკივრებმაც დაასახელეს და სპეციალისტებმაც. ქართველი ქომაგების გამოკითხვაში 3300-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

კაშიამ მიიღო ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდოც - "ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი - 2012", რომლის შედეგებიც მედიისა და სპეციალისტების გამოკითხვით გამოვლინდა.

გურამ კაშიას "ლელომ" ინტერვიუ ჩამოართვა.

- უპირველესად, გილოცავ მედიისა და ფედერაციის აღიარებას.

- მადლობა ყველა გულშემატკივარს, ჟურნალისტსა და სპეციალისტს, ვინც მხარი დამიჭირა. აღიარებით ძალიან გახარებული ვარ. უპირველესად, ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

მაგრამ საღამოზე ფედერაციამ სიურპრიზი მომიწყო და მეორე ჯილდოც გადმომცა, რაც ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო. დიდი მადლობა ამ დაფასებისთვის.

- ყველა ამბობს, რომ ქართველ ფეხბურთელებს მსგავსი საღამოები აკლდათ.

- კარგია, ეს ტრადიცია რომ აღდგა. ფეხბურთელები მთელი წლის განმავლობაში თავს იმისთვის ვიკლავთ, რაც შეიძლება მეტი ტიტული რომ მოვიპოვოთ. ამ შრომას რომ გიფასებენ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, ამისთვის თამაშობ და წვალობ - ბედნიერება მხოლოდ კარგი ხელფასი და ძლიერ ლიგაში თამაში არ არის.

ბედნიერებას მაშინ გრძნობ, როდესაც საკუთარ ქვეყანაში გულშემატკივრებიც გაღიარებენ, მედიაც და სპეციალისტებიც.

- საერთოდ, გასული წელი შენთვის წარმატებული გამოდგა. ერედივიზიონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდი.

- ეს "ვიტესის" დამსახურებაა, სადაც კარგი სავარჯიშო და ადამიანური გარემო დამხვდა. ევროპაში მოხვედრილი ადამიანი მხოლოდ წინსვლაზე ფიქრობ და ეს შანსი უნდა გამოიყენო.

- 2013 წელს ყველაზე მეტად რას ისურვებდი?

- უპირველესად, მინდა მთელ ქვეყანას მივულოცო დამდეგი ახალი წელი და ვუსურვო, რომ 2013 წელი ჩვენი ხალხისთვის იყოს ბედნიერების, სიხარულის მომტანი და, რაც მთავარია, მშვიდობიანი. ჩემი ოჯახისთვისაც იმავეს ვინატრებდი.

- კარიერაში ?

- მინიმუმ, "ვიტესთან" ერთად ევროპის ლიგაში მოხვედრას, ნაკრებში კი - ხალხის გახარებას და რომ 2013 წელი იყოს 2012-ზე უფრო წარმატებული.

ამ ინტერვიუს გურამის მეგობარი დავით ოდიკაძეც ესწრებოდა, თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი, რომელიც ახლა საჩხერის "ჩიხურაში" იჯარით თამაშობს და კაშიამ მასზეც ისაუბრა:

- მე ახლა ბედნიერი ფეხბურთელი ვარ და არ მსურს დავივიწყო ადამიანი, რომელმაც ხელი შემიწყო, რომ "დინამოში" გავხსნილიყავი და უკეთ ავთამაშებულიყავი.

დავით ოდიკაძეზე ვლაპარაკობ, რომელიც ჩემთვის იყო ადამიანობის, მეგობრობისა და პროფესიონალიზმის მაგალითი.

მეკვლედ სწორედ ასეთ თოვლის ბაბუას ვისურვებდი.

- ბავშვობაში, სანამ ზღაპრების კიდევ გჯეროდა, თოვლის ბაბუისგან ყველაზე მეტად რა საჩუქარს ელოდი?

- ფეხბურთის ბურთს! ეს იყო და დღემდე რჩება ჩემთვის ყველაზე სასურველ საჩუქრად. ბურთი ისე მიყვარდა, სახლშიც სულ ბურთს ვაგორებდი.

- 2012 წელი რომ დგებოდა, იფიქრებდი, რომ ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ლიგის სიმბოლურ ნაკრებში დაგასახელებდნენ?

- არც მიფიქრია და სიმართლე გითხრათ, პირადული წარმატებები დასახული მიზნად არც მქონია.

- პატარა ეგოისტური ჩანაფიქრები მაინც გექნებოდა...

- როგორ არა, ბავშვობაში სულ ვოცნებობდი, წარმატებული ფეხბურთელი გავმხდარიყავი და ხალხს ვყვარებოდი, მაგრამ საქართველოს იმდენი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, რომ კონკრეტულად წლის ფეხბურთელობაზე არასოდეს მიფიქრია.

უფრო იმაზე ვოცნებობდი, ჩვენი ნაკრები სტადიონიდან თამაშის შემდეგ ხალხმა ტაშით გააცილოს. ყველა ქართველი ფეხბურთელის ოცნება ეს არის და იმედია, ამას 2013 წელს მაინც ავიხდენთ.

როგორ თოვლის ბაბუას ისურვებდა გურამ კაშია? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

2012 წლის ნომინანტები: საუკეთესო ფეხბურთელი გურამ კაშიაა

ლეგიონის უქმეები: გურამ კაშიას გოლმა არნემის "ვიტესს" ვერ უშველა [VIDEO]

გურამ კაშიას მორიგი აღიარება ჰოლანდიაში

გურამ კაშია: მატჩის მოსაგებად ნაკრებს მეტი გაბედულება და რისკი მართებს

ალექსი
ხინჩაგაშვილი ოსური გვარია და არ აწყობდა
lulu
რა კარგი იქნებოდა გვარი რომ არ გადაგეკეტებინათ,ხომ იქნებოდა ეხლა მეორე შოთა ხინჩაგაშვილი.ისე კაშია რითი ჯობია ხინჩაგაშვილს?
2
ბედნიერება მხოლოდ კარგი ხელფასი და ძლიერ ლიგაში თამაშია და მეტი არაფერი,ეს ასეა და დარწმუნებული ვარ ყველა ( ერთეულების გარდა) ასე ფიქრობს.და ის ერთეულების აზრი უმრავლესობას არ აინტერესებს.
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...