ამბობენ, რომ შემტევი საფეხბურთო სტილის მიმდევარი რაიკაარდი პრაგმატიკოს ჰოჯსონს შეცვლის
"ლივერპულის" უკანასკნელმა ცუდმა შედეგებმა საფუძველი დაუდო ხმებს იმის შესახებ, რომ მერსისაიდელებს მალე ახალი მწვრთნელი ეყოლებათ. თუ ამ ხმებს ვენდობით, "ლივერპულის" ახალმა ხელმძღვანელობამ არჩევანი "გალათასარაის" დამრიგებელ ფრანკ რაიკაარდზე შეაჩერა.

"წითლები" ჯერ მზად არ არიან ამჟამინდელი მწვრთნელის როი ჰოჯსონის გასათავისუფლებლად, მაგრამ იანვარში შეიძლება გუნდი "ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა ჩაიბაროს.

ფეხბურთელობისას "აიაქსისა" და "მილანის " ლეგენდა , 48 წლის რაიკაარდი "გალათასარაიში" არცთუ კარგ მდგომარეობაშია. მისმა გუნდმა წინა სეზონში თავისთვის უჩვეულოდ დაბალი მესამე ადგილი დაიკავა, წლევანდელი კი კიდევ უფრო უარესად დაიწყო.

ეს ყოველივე იმაზე მეტყველებს, რომ რაიკაარდი დასავლეთ ევროპიდან მაცდური წინადადების მიღების შემთხვევაში თურქეთს ადვილად შეელევა. "ლივერპული" კი კარიერის გასაგრძელებლად სესანიშნავი ვარიანტია მწვრთნელისთვის, რომელიც 5 წელი "ბარსელონას" წვრთნიდა. ამ დროის განმავლობაში მან ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, 2006 წელს კი ჩემპიონთა ლიგაზეც გაიმარჯვა.

შემტევი საფეხბურთო სტილის მიმდევარი რაიკაარდი პრაგმატიკოსი ჰოჯსონის სრული ანტიპოდია. ჰოჯსონი დაცვითი სტილის მიმდევარია, რომლის წყალობით პრემიერლიგის ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე გუნდის დამკვიდრება უკვე მოახერხა.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა