"სამპდორია"-"უდინეზეს" მატჩს გენუაში 20 897 მაყურებელი დაესწრო, რომელთაგან მხოლოდ ერთი იყო უდინური კლუბის ტიფოზერიის წარმომადგენელი
10 დეკემბერს, იტალიის ჩემპიონატის მორიგ კალენდარულ მატჩს "სამპდორიასა" და "უდინეზეს" შორის გენუაში ოფიციალური მონაცემით 20 897 მაყურებელი დაესწრო. მათ შორის მხოლოდ ერთი იყო უდინური კლუბის ტიფოზერიის წარმომადგენელი.

მისი სახელი და გვარია არიგო ბროვენადი. ვფიქრობთ, ეს ტიპი ყველა დროის მეთორმეტე კაცის სტატუსს იმსახურებს.

You'll never Qalk Alone - ეს ფრაზა ფეხბურთის ფანებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულია და ცხადია, "უდინეზეს" ფანებსაც ძალიან უყვართ, მაგრამ იმ მართლაც მშვენიერ დღეს უდინელმა ტიფოზებმა 37 წლის არიგო ბროვენადი მარტო დატოვეს.

"უდინეზეს" 37 წლის ფანი გენუის სტადიონზე თანამოაზრეებიდან მარტო იყო - სრულიად მარტო.

მიუხედავად ამისა, "უდინეზეს" ერთგული არიგო მაინც მივიდა "ლუიჯი ფერარისზე". ერთი 20 897-ის წინააღმდეგ - რაც არ უნდა ჰოლივუდურად ჯღერდეს, ეს იტალიური ამბავია. არიგო გენუელ ფანებს შორის არ დამალულა, სტუმარი ტიფოზების ტრიბუნას მიაშურა და რა თქმა უნდა, მთელი საფეხბურთო იტალიის ყურადღება მიიქცია.

არიგომ საკუთარი მანქანით ფრიულიდან გენუამდე 600 კილომეტრი გაიარა. შესაძლოა, მომდევნო ეპიზოდმა ამ ამბავს ჩრდილი მიაყენოს და არიგოს ეს კონკრეტული ისტორიაც აღარ გამოვიდეს ისეთი სრულყოფილი, როგორის შთაბეჭდილებასაც მარტო ფოტო ტოვებს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ გენუაში მხოლოდ ფეხბურთის გამო არ ჩასულა.

ანუ, არიგო არ არის გიჟი, რომ 600 კილომეტრი ფეხბურთის გამო გაიაროს იმ დროს, როცა ყველას მის თანამოაზრეს მომავალი შეხვედრა ამდენად არ უღირს. არიგო ღვინის ბიზნესშია ჩართული და გენუაში საქმიანი შეხვედრაც ჰქონდა. ის ყოველთვის ესწრება "უდინეზეს" გასვლით მატჩებს - თუკი საქმიანი შეხვედრა იმ ქალაქში დაემთხვა, სადაც იმ დროს "უდინეზე" ჩადის და ავტომობილის საბარგულში "უდინეზეს" დროშაც უდევს ხოლმე.

იტალიაში სტადიონების გავსება ბოლო დროს განსაკუთრებით ჭირს. გასვლით მატჩებზე გუნდის გაყოლას ვინ ჩივის, მასპინძელი კლუბის

ფანებიც კი არ აქტიურობენ ისე, როგორც საჭიროა, მაგრამ თუ საქმე მცირე მანძილის გავლას ეხება, იტალიელებს წასვლა-წამოსვლა დღესაც არ ეზარებათ ხოლმე. თუმცა "სამპდორია"-"უდინეზეს" დაპირისპირება ასეთი მატჩების კატეგორიაში არ შედიოდა.

"სტადიონის შესასვლელში მკითხეს, თუ გნებავთ, მთავარ ტრიბუნაზე დაბრძანდითო, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, უარი ვთქვი.

ჯერ ერთი, ფული სტუმართა ბლოკის ბილეთში მქონდა გადახდილი და მეორეც, მთავარ ტრიბუნაზე გენუელები ტვინს წამიღებდნენ, მე კი ყველაზე მეტად იმას ვერ ვიტან, როცა ვიღაც-ვიღაცები ტვინს მიჭამენ ხოლმე.

ჰოდა, გადავწყვიტე, სტუმართა ფანებისთვის განკუთვნილ, იმ დღეს უკაცრიელ ტრიბუნაზე მოვკალათებულიყავი.

ალბათ სასაცილო სანახავი ვიყავი, მაგრამ დღეს მთელი "უდინეზე" ჩემით ამაყობს, მე კი ამით ვამაყობ. გამოდის, ყველაფერი იდეალურადაა! - აცხადებს არიგო ერთ-ერთ ინტერვიუში, - შესვენებაზე ყავა მომართვეს, იმ ტიპმა მითხრა, დღეს "კაპუჩინოზე" "სამპდორია" გეპატიჟებაო. გამიხარდა, მადლობა-მეთქი".

მის მიმართ "სამპდორიას" ფანებმაც სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეს - არაერთხელ უძღვნეს ტაში და სხვადასხვა გამამხნევებელი შეძახილები.

არიგო მათ ხელს უქნევდა, მშვიდობის ჟესტებით პასუხობდა.

"მაშინ მივხვდი, რომ არცისე მარტო ვიყავი, როგორც მეგონა", - ამბობს "უდინეზეს" ახლა უკვე ძალიან ცნობილი ფანი, ჩვენ კი დავძენთ, რომ იტალიური ფეხბურთისთვის, სადაც უხვადაა ძალადობა, რასიზმი და სკანდალები მანიპულირებული მატჩების შესახებ, ამ ისტორიის ეს მონაკვეთი ძვირფასია.

"უდინეზემ" ის მატჩი დანილოსა და ანტონიო დი ნატალეს გოლებით 2:0 მოიგო და მარტოხელა არიგო, ყველა დროის მეთორმეტე კაცი, საფინალო სასტვენის შემდეგაც კმაყოფილი იღიმებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"გლადიატორები": პოლიციამ უნდა იცოდეს, რა არის ტრიბუნებზე აკრძალული

gio
მაგარი კაცია:) ნამდვილი გულშემატკივარი
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე