ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ირაკლი უზნაძეს მოარგეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ირაკლი უზნაძეს მოარგეს

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის თქმით, ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და მისი თანაშემწის ვინაობის საკითხი თითქმის გადაწყვეტილია
სურათზე: თურქეთის სახელით მოასპარეზე ირაკლი უზნაძე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე

როგორც ჩანს, ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხი საბოლოოდ გაირკვა - როგორც 28 დეკემბერს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა გვითხრა, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ამ პოსტს ირაკლი უზნაძე დაიკავებს, რომელსაც გიორგი ვაზაგაშვილი დაეხმარება.

ფედერაცია ამ ამბის გახმაურებას იმავე დღესვე აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ ეს საქმე მაინც საახალწლოდ გადადო.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხი ქართულ ძიუდოში საჯილდაო ქვად იქცა. შესაბამისად, ხმებიც მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძის შეცვლის თაობაზე ადრევე გავრცელდა, ხოლო მის სავარაუდო შემცვლელებად უზნაძის გარდა იგივე ვაზაგაშვილი და გიორგი ბაინდუროვიც განიხილებოდნენ, რომელიც ნოემბერში სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 28 დეკემბერსვე კი სამბოს ფედერაციამ წლის საუკეთესო სამბისტადაც დაასახელა.

ეს სამეული რომ რეალურად განიხილებოდა, ძიუდოს ფედერაციაშიც დაგვიდასტურეს, საბოლოოდ კი უზნაძე დაასახელეს.

თუმცა ქართულ ძიუდოში მოვლენები იმდენად არაპროგნოზირებადი სცენარით ვითარდება, არ გამოვრიცხავთ, ოფიციალურად გამოცხადებამდე რაღაც კიდევ შეიცვალოს.

ჯერჯერობით გაურკვეველია ირაკლი ცირეკიძის საკითხი. არაა გამორიცხული, ის ჭაბუკებში ვიხილოთ, თუმცა ჯერ არც მათი მთავარი მწვრთნელის შეცვლაა გარკვეული.

სადღეისოდ ფედერაცია გადაჭრით მხოლოდ იმას ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია გუგავას შეცვლა.

ირაკლი უზნაძე 1972 წელს დაიბადა თბილისში, თუმცა კარიერა თურქეთში გაატარა და იქაურთა სახელით 2002 წელს ევროპის ჩემპიონიც გახდა, სამჯერ კი იმავე რანგის პირველობაზე ბრინჯაო მოიპოვა. ამასთან, არის რამდენიმე პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული და მედალოსანი.

ის ერთ-ერთი პირველი წავიდა საზღვარგარეთ კარიერის გასაგრძელებლად, თუმცა ამან შედარებით უხმაუროდ ჩაიარა, რადგან წინააღმდეგობის მთელი ნიაღვარი უკვე გადავლილი იყო იმავე თურქეთში გადასულ მშვილდოსან ნატო ნასარიძის და საბერძნეთში გახიზნულ ძალოსან კახი კახიაშვილის მხრებზე.

უზნაძე 1996 წელს ატლანტას ოლიმპიურ თამაშებშიც მონაწილეობდა, სადაც მეშვიდეზე გავიდა. სწორედ იმ ოლიმპიადას უკავშირდება ჩვენთვის საინტერესო ერთი ამბავი, როცა ოლიმპიურ ფორმაზე ქვეყნის აღმნიშვნელი წარწერა საიზოლაციო ლენტით გადაფარა.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ის მწვრთნელად მუშაობდა თურქეთში, რამდენიმე წლის წინ კი საქართველოში დაბრუნდა სამუშაოდ. პერიოდულად მუშაობდა სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში, ბოლო პერიოდში კი 1999-2000 წლებში დაბადებულთა მოსამზადებელ პროგრამას ხელმძღვანელობდა ბიჭებშიც და გოგონებშიც, ეს კი ის ასაკია, რომელიც "თბილისი-2015" ფესტივალისთვის ემზადება.

ქევხიშვილის თქმით, ნაკრების სამწვრთნელო შტაბში სხვა რეფორმებიც იგეგმება. კერძოდ, დაგეგმილია, რომ მთავარმა მწვრთნელმა კიდევ ერთი მწვრთნელი დაიხმაროს, ოღონდ კანდიდატურას თვითონ შეარჩევს.

სამომავლოდ განზრახულია საკლუბო სისტემის განვითარება, ოღონდ მანამ დაინიშნება კიდევ ერთი მწვრთნელი, რომელიც ეროვნული ნაკრების უცხოეთში ყოფნის შემთხვევაში მის თავკაცთან შეთანხმებული გეგმით ავარჯიშებს ნაკრების თბილისში დარჩენილ კანდიდატებს და იზრუნებს მათ მომზადებაზე, რათა ფორმიდან არ ამოვარდნენ, არ ჩამორჩნენ საერთო რიტმს.

ფედერაცია აპირებს, მაქსიმალურად გააძლიეროს პირადი მწვრთნელის როლი და ნაკრების დამრიგებლებს აუკრძალოს პირადი მოსწავლეების ყოლა. ეს კეთდება იმისთვის, რომ ყველამ იმუშაოს, გაზარდოს ახალი კადრები და ნაკრების კართან არ იყვნენ ჩასაფრებულები რეგიონებიდან ჩამოსული ნიჭიერი ბავშვების მისათვისებლად, რაც ასე ჩვეულებრივია არა მხოლოდ ძიუდოში, არამედ სპორტის უმეტეს სახეობაში.

ნაკრების დღევანდელ მწვრთნელებს მიეცემათ დრო ამ მიმართულებით ადაპტაციისთვის, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.

ასევე განზრახულია, რომ ნაკრებთან ერთად შეკრებაზე გამოიძახონ ის პირადი მწვრთნელები რეგიონებიდან, რომლებსაც გუნდში ჰყავთ მოსწავლეები. ამით ისინი კვალიფიკაციასაც აიმაღლებენ და თან ნაკრებში მუშაობის შანსი მიეცემათ. ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოსწავლეები საერთაშორისო ტურნირებში წარმატებით გამოვლენ.

ფედერაცია იურიდიული მხარის მოწესრიგებასაც აპირებს და განზრახულია, ნაკრების მთავარ მწვრთნელს კონტრაქტი დაუდოს, რაც მისი პირობების შეუსრულებლობის ანუ წარუმატებლობის შემთხვევაში საკადრო ცვლილებას გააიოლებს.

დებულებით განისაზღვრება პრემიების განაწილების საკითხიც მთავარსა და პირად მწვრთნელებს შორის, რაც დავის საგანი აღარ გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ირაკლი ცირეკიძე: ჩემი დატოვება-მოხსნის საკითხი მთლიანად დავით ქევხიშვილის ხელშია

დავით ქევხიშვილი: შესაძლებელია, რაღაც გადაადგილებები მართლაც მოხდეს

დემეტრაშვილის ვერცხლი და სულამანიძის ბრინჯაო ულანბატორის გრანდ სლემზე

სარდალაშვილი ულან-ბატორის ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი

"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა

20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან

20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა

პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა

აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე

მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება

"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე

საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...

აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია

ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა

ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს

"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ

"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს

მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს

მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა

[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა

"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს

ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება