WTA-ს წესებით, 25-ათასიანი ტურნირის ქულები მოთამაშეს შეიძლება შემდეგ კვირაშიც დაერიცხოს - ასე მოხდება ოქსანა კალაშნიკოვას შემთხვევაშიც: ჩვენებური ხარკოვის ტურნირის მოგებისათვის კუთვნილ 50 ქულას შემდეგ ორშაბათს მიიღებს.
WTA-ს წესებით, 25-ათასიანი ტურნირის ქულები მოთამაშეს შეიძლება შემდეგ კვირაშიც დაერიცხოს - ასე მოხდება ოქსანა კალაშნიკოვას შემთხვევაშიც: ჩვენებური ხარკოვის ტურნირის მოგებისათვის კუთვნილ 50 ქულას შემდეგ ორშაბათს მიიღებს. ამიტომაც არ გაგიკვირდეთ, რომ მას რეიტინგში მცირე უკუსვლაც კი აქვს. სხვა მხრივ ახალი კლასიფიკაცია დიდად არ ცვლის ქართველთა მდგომარეობას. თავად განსაჯეთ: 138 (-3) ანა ტატიშვილი - 476 ქულა; 219 (-6) ოქსანა კალაშნიკოვა - 254; 239 (-1) მაკა ჩახნაშვილი - 222; 289 (-) თათია მიქაძე - 173; 302 (-4) სოფიო შაფათავა - 160; 386 (-1) სოფიო ქვაცაბაია - 101; 573 (-) მანანა შაფაქიძე - 46; 603 (24) ეკა გორგოძე - 41; 1090 (-7) ანა ჯიქია - 4.

გაგაცნობთ ვაჟთა რეიტინგში ქართველთა მდგომარეობასაც: 737 (+4) ნიკოლოზ ბასილაშვილი - 20 ქულა; 856 (+5) ლადო ჩიხლაძე - 11.

საჩოგბურთო სეზონი დასასრულისკენ მიდის, ამიტომაც ქართველ ჩოგბურთელებს რეიტინგის გასაუმჯობესებლად დრო ცოტაღა რჩებათ. ფრანგულ სენ რაფაელში, 50-ათასიან ტურნირში სცადეს ბედი მაკა ჩახნაშვილმა და სოფიო ქვაცაბაიამ. ტურნირი საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით გამოირჩა, საკმარისია ითქვას, რომ მაკა ძირითად ბადეში ვერ მოხვდა, საკვალიფიკაციოში კი მე-2 ნომრად განთესეს. სამწუხაროდ, ვერაფრით გაგახარებთ - პირველივე საკვალიფიკაციო წრეში ჩახნაშვილმა პოლონელ პატრისია სანდუსკასთან (578) წააგო - 4:6, 3:6. ქვაცაბაიას მე-7 ნომრად განთესილმა ხორვატმა ანი მიაჩიკამ (306) მოუგო - 6:1, 6:3.

ამერიკულ როკ ჰილში (25 ათასი დოლარი) საკვალიფიკაციო ბადეში იბრძვის სალომე დევიძე. მან პირველ წრეში იქაურ კეილა რისოლოს მოუგო - 7:6 (3), 3:6, 6:3. ახლა სალომე ისევ მასპინძელს, მე-5 ნომრად განთესილ ამანდა ფინკს (469) ხვდება.

ანთალიაში, მცირე საერთაშორისო ტურნირის (10 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლა ოთხმა ჩვენებურმა სცადა. მარიამ ქურასბედიანი პირველივე წრეში დამარცხდა თურქ ჩემრე ანილთან - 3:6, 7:5, 5:7. წააგო მარიამ სხირტლაძემაც, ვისაც თურქმა მილენა ზუბკოვმა სძლია - 6:2, 6:1. პირველი ეტაპი გადალახეს ბაბილინა მაჩაიძემ (უკრაინელ ანა გონჩაროვას მოუგო - 6:3, 6:4) და ნინო სუჯაშვილმა (თურქი ეკინ ბაჰითლი დაამარცხა - 6:4, 4:6, 6:2). ფინალურ წრეში ორივე ჩვენებური იტალიელებთან შეხვედრებში გავარდა. სუჯაშვილს ფრანჩესკა გარილიომ მოუგო - 6:2, 3:6, 6:4, მაჩაიძეს - კამილა როზატელომ - 6:2, 7:6 (2). ქურასბედიანი და სხირტლაძე წყვილთა თანრიგში აგრძელებენ ასპარეზობას.

კალიფორნიის შტატის ქალაქ კალაბასასში 50-ათასიანი ტურნირი იწყება ვაჟ ჩოგბურთელთა შორის. ძირითად ბადეში გასაღწევად ნიკოლოზ ბასილაშვილი იბრძვის. I საკვალიფიკაციო წრეში მან ამერიკელი ბრედ ბენედიქტი დაამარცხა - 6:0, 6:2. მეორეში კი მე-2 ნომრად განთესილ ახალ ზელანდიელ მაიკლ ვინუსს აჯობა - 6:3, 5:7, 7:6 (5). ახლა ჩვენებურს ერთი გამარჯვება აშორებს ძირითად ბადეს - მისი მეტოქე მე-6 ნომრად განთესილი მასპინძელი ბლეიკ სტროდია. ესპანეთის ქალაქ საბადელში 10-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში ნიკა დოლიძემ ესპანელ მარკოს ხირალდისთან წააგო - 6:4, 2:6, 1:6. თურქულ ადანაში (10 ათასი დოლარი) გიორგი რევაზიშვილმა პირველ საკვალიფიკაციო წრეში მასპინძელ ალპ გოლკუკლუს მოუგო - 6:1, 6:3, შემდეგ კი ფინალურ წრეში მე-2 ნომრად განთესილ პოლონელ მატეუშ შმიგიელთან დამარცხდა - 3:6, 3:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა