"ოლიმპიაკოსში" გადაბარგებულ ქართველ ცენტრზე ბერძნულ გამოცემა "სპორტ 24-ში" საინტერესო ანალიტიკური წერილი გამოქვეყნდა
ორშაბათს ქართული კალათბურთის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი განხორციელდა: ევროლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ბერძნულმა "ოლიმპიაკოსმა" ისრაელის "მაქაბიდან" გიორგი შერმადინი გადაიყვანა.

216 სმ სიმაღლის ქართველი ცენტრი ახალ კლუბს ევროლიგაზე "კახა ლაბორალთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში (82:74 ესპანელთა სასარგებლოდ) ვერ დაეხმარა, რადგან სწორედ იმ დღეს გადაფრინდა თელ-ავივიდან საბერძნეთში.

აეროპორტში გიორგის ბერძენი ჟურნალისტები დახვდნენ და მცირე კომენტარიც ჩაიწერეს:

"ძალიან მიხარია საბერძნეთში დაბრუნება. როცა წინადადება "ოლიმპიაკოსისგან" მივიღე, არც დავფიქრებულვარ.

ასეთ გუნდში თამაში მეტად საინტერესოა. ვიმედოვნებ, მიმდინარე სეზონში "ოლიმპიაკოსის" წარმატებებში მეც შევიტან წვლილს".

შერმადინი ესპანეთიდან დაბრუნებულ გუნდთან პირველ ვარჯიშს 29 დეკემბერს გამართავს. უახლოესი მატჩი კი 4 იანვარს იგეგმება - "ოლიმპიაკოსი" ევროლიგაზე თურქულ "ბეშიქთაშს" მიიღებს.

რატომ შერმადინი?

ბერძნულ პრესაში გიორგის გვარი მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის სტატიებში როდი გაჩნდა, მასზე საინტერესო ანალიტიკური წერილი გამოქვეყნდა გამოცემა "სპორტ 24-ში":

"რატომ გადავიდა შერმადინი "ოლიმპიაკოსში"? მიზეზი მარტივია - პირეოსელებს მაღალი, ძალიან მაღალი კალათბურთელი სჭირდებოდათ.

ჯოშ პაუელს შესანიშნავი ტექნიკა აქვს, კაილ ჰაინსს მარტოს შეუძლია "კვიპროსის დალაშქვრა", მაგრამ ვერც ერთს ვერ ვუწოდებთ დიდი ტანის კალათბურთელს.

არადა, ევროლიგის კლუბებს, "ბარსელონას", "რეალს", ცსკა-ს, "ჟალგირისს", "ეფესსა" და სხვებს ძლიერი ტანმაღალი მეფარეები ჰყავთ, რომელთა სიმაღლე 213 სანტიმეტრს აღემატება.

როგორც ამერიკელები ამბობენ, "სიმაღლეს ვერავის" ასწავლი, ეს ბუნებრივია.

სეზონის მსვლელობისასაც დავრწმუნდით, რომ "ოლიმპიაკოსს" სჭირდებოდა ტანმაღალი "ფარი", რომელიც საჰაერი იერიშისას, მძლავრ რაკეტას გააუვნებელჰყოფდა. ამასთან, იგი კვალიფიციური უნდა ყოფილიყო.

მეხუთე ნომრის პოზიციაზე მაკედონიელი პერო ანტიჩი ირჯებოდა, რომელიც უფრო მძიმე ფორვარდია. მას დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება უწევდა...

რაც შეეხება გიორგი შერმადინს, იგი დაცვაშიც სასარგებლოა, სწრაფი ნაბიჯი აქვს, გრძელი ხელებით მოხსნაც შეუძლია და სროლის სიზუსტეც არ დაეწუნება. იგი დიდებულია საჯარიმოების ტყორცნისას და კარგად ასრულებს "პიკ ენდ როლს".

შერმადინის ეს თვისება "ოლიმპიაკოსს" ძალიან უნდა გამოადგეს, რადგან პირეოსელთა გუნდში მაღალი დონის გამთამაშებელი ვასილის სპანულისი თამაშობს (სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინათ შერმადინი და სპანულისი "პანათინაიკოსში" თანაგუნდელები იყვნენ).

დახასიათება

გასული სეზონი ქართველი ცენტრისთვის (1989 წელსაა დაბადებული) წარმატებული გამოდგა - იტალიურ "კანტუსთან" ერთად ევროლიგის ტოპ-16-ში ითამაშა.

შერმადინი საშუალოდ 16 წუთში 10.9 ქულასა და 5 მოხსნას აგროვებდა; ორქულიანებს 56-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნიდა, ხოლო საჯარიმოებს - 84-პროცენტიანით. მისი მაჩვენებლები უფრო ეფექტური ტოპ-16-ში იყო: 13.2 ქულა, 6.3 მოხსნა.

"კანტუს" მთავარი მწვრთნელი ანდრეა ტრინკიერი საკუთარ ტაქტიკას გიორგი შერმადინის თამაშისას ასე უწოდებდა - "აგრესიული სამწამიანი". "კანტუ" განსაკუთრებით საშიში "პიკ ენდ როლებისას" იყო.

მიმდინარე სეზონი გიორგიმ "მაქაბისთან" დაიწყო, საშუალოდ 10 წუთში 4.8 ქულასა და 2.3 მოხსნას აგროვებდა. უნდა ითქვას, რომ შერმადინს "მაქაბიში" აკლიმატიზირება გაუჭირდა, თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა. ამის თქმა საჯარიმო ტყორცნების მაგალითზეც შეიძლება: თუ შარშან სროლების 80 პროცენტზე მეტს იყენებდა, ამჯერად მაჩვენებელი 63-მდე დაეცა.

ცვლილებები

შერმადინის გამოჩენა "ოლიმპიაკოსში" გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს. მას შეუძლია გუნდს სათადარიგოთა სკამიდანაც დაეხმაროს.

216 სმ სიმაღლის ცენტრის დამატება სავარჯიშო პროცესსაც ხარისხს შემატებს და მატჩებისასაც მეტ მრავალფეროვნებას განაპირობებს.

დასკვნის სახით უნდა დავწეროთ: "ოლიმპიაკოსმა" ქართველი ცენტრის შეძენით სწორი ნაბიჯი გადადგა. რაც მთავარია, ეს არ არის ექსპერიმენტი და არ უნდა ველოდეთ მის გამართლება-არგამართლებას.

შერმადინს "ოლიმპიაკოსის" დახმარება ნამდვილად შეუძლია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი შერმადინი "ოლიმპიაკოსში" გადავიდა

ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში - WHE HAVE OUR OWN MESSI. GIO#11

რატომ თამაშობს გიორგი შერმადინი კლუბებში უკეთ, ვიდრე ნაკრებში?

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"