ზვიად ჯელაძის გუნდი, რომელიც პირველი ლიგის A ჯგუფში დღეისთვის მესამე ადგილზეა, უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას ლამობს
"გაგრა" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას ლამობს.

პირველი ლიგის A ჯგუფში ზვიად ჯელაძის გუნდი დღეისთვის მესამე ადგილზეა და ლიდერ "გურიას" 7 ქულით ჩამორჩება, მაგრამ "გაგრას" წევრები იმედოვნებენ, რომ ამ ჩამორჩენის აღმოფხვრასა და ელიტის საგზურის მოპოვებას შეძლებენ.

ზამთრის შეკრებაზე "გაგრა" ანთალიაში გაემგზავრება, სადაც უცხოურ კლუბებთან რამდენიმე სპარინგ-მატჩს გამართავს. საახალწლო არდადეგები კი ფეხბურთელებს 10 იანვარს დაუმთავრდებათ და თურქეთში წასვლამდე თბილისში ივარჯიშებენ.

"გაგრა" საქართველოს თასის მერვედფინალშია გასული, სადაც მისი მეტოქე ქუთაისის "ტორპედო" იქნება. გეხსომებათ, ეს გუნდები ერთმანეთს შარშანდელ ფინალში დაუპირისპირდნენ და მაშინ გამარჯვება და ტიტული "გაგრას" დარჩა.

"ჩვენი მეტოქე ახალგაზრდული და ძლიერი გუნდია, მაგრამ "გაგრა" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებს.

პირველი მატჩი ქუთაისში გველის, რაც მცირე უპირატესობას გვაძლევს, თუმცა შანსებს მაინც თანაბრად შევაფასებდი.

ჩვენი ფეხბურთელები თასის მერვედფინალურ შეხვედრებს მოუთმენლად ელიან", - გვითხრა "გაგრას" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და იურიდიული სამსახურის უფროსმა მიხეილ აფხაზავამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?