ბესო აბაშიძე: "ბუბა ტყავაძე იგნორირებას უკეთებს ფიფას პრინციპებს და არღვევს რეგულაციებს, რითაც უპირველესად, სახელს უტეხს კლუბს"
27 დეკემბერს "ლელოსთან" ინტერვიუში თბილისის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ ახალწვეულებზე ილაპარაკა (იხილეთ ვრცლად).

ამასთან დაკავშირებით საფეხბურთო სააგენტო "Players Agents"-ის წარმომადგენელი ბესო აბაშიძე დაგვიკავშირდა.

"ჩვენთვის მოულოდნელი გამოდგა ინტერვიუს ის ნაწილი, რომელშიც ტყავაძე ახსენებს ლაშა შინდაგორიძეს და გიორგი ქვილითაიას, ფეხბურთელებს, რომელთა სატრანსფერო უფლებები ხელშეკრულებების საფუძველზე ჩვენს სააგენტოს ეკუთვნის.

ლაშა შინდაგორიძესთან გაფორმდა სააგენტო ხელშეკრულება და მისი კარიერის განვითარებაზე ზრუნვა დავიწყეთ 2009 წლიდან. საქართველოს მაშინდელი U17-წლამდელთა ნაკრების (მწვრთნელი გიორგი დევდარიანი) ორ ფეხბურთელთან (დავით სხირტლაძე, დავით ლეგაშვილი) ერთად შინდაგორიძეც გავამგზავრეთ პრაღის "სლავიაში" ორკვირიან სინჯებზე.

წარმატებული სინჯების შემდეგ, ჩეხებმა წინასწარ შეთანხმებული პირობები შეცვალეს, რის გამოც ტრანსფერი ჩაიშალა და სხირტლაძის მსგავსად, შინდაგორიძე დანიურ "არჰუსში" აღმოჩნდა. იქ მან წელიწადზე მეტი დაჰყო, რის შემდეგაც დანიელებმა ხელშეკრულება შეუწყვიტეს და თავისუფალი აგენტის სტატუსით გამოუშვეს.

ჩვენი ძალისხმევით შინდაგორიძე დანიიდან პოლონურ "ვიძევში" სინჯებზე აღმოჩნდა, მაგრამ ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო არ დატოვეს.

2012 წლის ზაფხულში შინდაგორიძე კვლავ ჩეხეთში გავამგზავრეთ, ამჯერად პრაღის "დუკლაში", სადაც სინჯზე ჯერ ორი კვირა დაჰყო, შემდეგ კიდევ ერთი კვირა, თუმცა "დუკლას" სამწვრთნელო შტაბი მისმა ფიზიკურმა მდგომარეობამ არ დააკმაყოფილა.

გამომდინარე იქედან, რომ ფეხბურთელი უგუნდოდ რჩებოდა, დეკემბრის ბოლომდე "ზესტაფონში" განათხოვრება მოვახერხეთ - შინდაგორიძის სატრანსფერო უფლებები დღემდე პირველი ლიგის "სასკოს" ეკუთვნის.

ცხადია, ყველაფერი ზემოთდასახელებული სააგნეტოს ხარჯით ხდებოდა და შინდაგორიძისგან სააგენტოს ერთი თეთრი არ მიუღია.

დეკემბრის დასაწყისში ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შინდაგორიძემ "დინამოში" დაიწყო ვარჯიში. მიუხედავად ჩვენს მიერ "დინამოს" გაფრთხილებისა, რომ შინდაგორიძის კონტრაქტის გაფორმების პროცესში ჩავერთეთ, "დინამომ" ფეხბურთელი ხელშეკრულების გაფორმებაზე ჩვენი გვერდის ავლით დაიყოლია. აღნიშნული "ლელოსთან" ინტერვიუში დაადასტურა თავად ტყავაძემ.

რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას: ხელშეკრულების საფუძველზე მის კარიერაზე სააგენტომ ზრუნვა 2010 წელს დაიწყო.

სინჯებზე წავიყვანეთ დანიურ "რანდერსსა" და ავსტრიულ " ზალცბურგში", სადაც ბრწყინვალედ წარმოაჩინა შესაძლებლობები. პირველ შემთხვევაში "რანდერსი" დანიური სუპერ ლიგიდან გავარდა და ტრანსფერი არ შედგა. ზალცბურგში" კი დაკვირვების პროცესში მთლიანად სამწვრთნელო შტაბი შეიცვალა და ტრანსფერი ჩაიშალა.

ამის შემდეგ ქვილითაიამ დანიაში "დანა ქაფზე" ითამაშა, სადაც 4 თამაშში 5 ბურთი გაიტანა, სამი საგოლე გადაცემა მიითვალა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდში.

ისევე როგორც შინდაგორიძის შემთხვევაში, "დინამოს" სპორტული დირექტორი ტყავაძე ქვილითაიასაც დაუკავშირდა და კვლავ აგენტების მონაწილეობის გარეშე მოინდომა მისი გადაბირება. შინდაგორიძისგან განსხვავებით, ქვილითაია მოწოდების სიმაღლეზე დადგა და ჩვენი რჩევები გაითვალისწინა.

შემოთავაზებულ კონტრაქტზე ჩვენი შენიშვნები და წინადადებები "დინამომ" არ გაითვალისწინა. მეტიც, ქვილითაიას ურჩია, ჩამოშორებულიყო აგენტებს, რადგან ისინი კარიერას დაუღუპავდნენ.

ვფიქრობთ, რომ ხსენებულ ინტერვიუში ქვილითაიასადმი ტყავაძის ცინიკური ტონი ამით იყო განპირობებული", - ამბობს აბაშიძე.

სააგენტოს წარმომადგენელი ამბობს, რომ ასეთი მიდგომა ქართული ფეხბურთისთვის მიუღებელია:

"დასანანია, რასაც "დინამოს" წარმომადგენელი აკეთებს. ამ მოქმედებებით ტყავაძე იგნორირებას უკეთებს ფიფას პრინციპებს და არღვევს რეგულაციებს, რითაც უპირველესად, სახელს უტეხს კლუბს, ხოლო უახლოეს მომავალში, ჩვენი საჩივრის საფუძველზე, არაა გამორიცხული, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თბილისის "დინამოს" სანქცია დააკისროს.

შეუძლებელია ეს ფაქტები გვახარებდეს, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი უმოქმედობა მომავალში უფრო დიდ ზიანს მოუტანს "დინამოს" სახელს და ზოგადად ქართულ ფეხბურთს, რადგანაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს ქართულ რეალობაში იმ საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება, რასაც კლუბებს, ფეხბურთელებსა და აგენტებს შორის ჯანსაღი ურთიერთობები ჰქვია".

კომენტარისთვის თბილისის "დინამოს" დავუკავშირდით და იურისტი, ლევან ზუხბაია დაგვალაპარაკეს.

"თუ ფეხბურთელი მეტყვის, რომ მის აგენტს უნდა დაველაპარაკო, ცხადია, დაველაპარაკები - ეს ფიფას რეგულაციებით არის გათვალისწინებული.

მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ ყოფილა: შინდაგორიძე "დინამოს" სპორტულ დირექტორს, ბუბა ტყავაძეს რომ ელაპარაკა, შეხვედრას მეც ვესწრებოდი და მან აგენტის დახმარება არ ისურვა, ურთიერთობა აღარ გვაქვსო. ამიტომ, "დინამოს" ჰქონდა სრული უფლება, მოლაპარაკება აგენტის გარეშე ეწარმოებინა.

ხომ არ დავაძალებდით, გინდა თუ არა დაგვალაპარაკეო? თუმცა, მეორე დღეს აგენტი ბესო აბაშიძე დაგვიკავშირდა და მოლაპარაკებაში ჩართვა გვთხოვა.

თუ პრეტენზიები აქვთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სარჩელი შეიტანონ და პასუხს აუცილებლად გავცემთ.

მიმაჩნია, რომ აგენტი კონტრაქტის ჩაშლას არ უნდა ცდილობდეს. ასევე მოხდა გიორგი არაბიძის შემთხვევაშიც, ხელშეკრულება შეთანხმებული გვქონდა, მაგრამ ბოლო მომენტში საქმეში ისევ აბაშიძე ჩაერთო, შეთანხმება ჩაიშალა და ამ პერსპექტიულ ბიჭს დრო გაუცდა.

ჩვენის მხრივ კი ვიტყვი, რომ კლუბის კანონიერ ინტერესებს ყოველთვის დავიცავ", - ამბობს ზუხბაია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zerbo
არაბიდზესტან დაკავსჰირებიტ არანაირი ს ჰეტანხმება არ კონია დინამოს. ტკავადზემ უტხრა არაბიდზის მსჰობელს ადვოკატი ტუ გცჰირდებატ მე ცჰემი ადვოკატი მკავს და ტკვენი არ არი საცჰიროო და ამასტან ერტად პროფესიონალურ კონტრაქტს იტხოვდა.ტკავადზე არი უნამუსო ადამიანი და დინამოს მომავალს დაუკარგავს.
zvikia
ასეტი აგენტები რომ კაწს კარტულ პეგბურტს იმიტომ აკწს დედა ნატირები
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა