აი, რად მოსდის ცხვირ-პირს WBC-ის ჩემპიონ ვიტალი კლიჩკოსთან საჩემპიონო ბრძოლის დროს
ცნობილი გახდა ამერიკელი მძიმეწონოსნის შენონ ბრიგსის ტრავმების ხარისხი, რომელიც მან WBC-ის ჩემპიონ ვიტალი კლიჩკოსთან საჩემპიონო ბრძოლის დროს მიიღო. ამერიკელი ჩხუბის დასრულებისთანავე ჰამბურგის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს, საიდანაც დღემდე არ გაუწერიათ.

ბრიგსს სახის ძვლების, მათ შორის ორივე ყვრიმალის მოტეხილობა დაუდგინეს. გარდა ამისა, ექიმებმა მოკრივეს ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს, აგრეთვე მარჯვენა მხარის არეში მყესების გაწყვეტა დააფიქსირეს.

შენონის პრობლემები ამით არ ამოწურულა. გერმანული გაზეთი "ბილდი" ვარაუდობს, რომ ბრიგსს აკრძალული პრეპარატი ჰქონდა მიღებული. ამერიკელს, რომელმაც თავსა და კორპუსში 302 დარტყმა მიიღო, დოპინგ-სინჯი გასახდელში უნდა ჩაებარებინა. შენონი ასეც მოიქცა, მაგრამ ანალიზის ჩაბარებას არ ესწრებოდა ანტისადოპინგო სამსახურის წარმომადგენელი. როცა ამერიკელს თავიდან მოსთხოვეს ტესტის გავლა, ბრიგსმა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ გონებას კარგავდა. სწორედ ამის შემდეგ გადაიყვანეს მოკრივე კლინიკაში, სადაც მთელი დღე რეანიმაციაში გაატარა, თუმცა იქ გონება არ დაუკარგავს. შესაძლოა, ჰამბურგის რინგზე შენონის გამძლეობა სწორედ სტიმულატორების დამსახურება იყოს.

თუ ამერიკელს დოპინგის მიღება დაუმტკიცდა, მას დისკვალიფიკაცია არ აცდება.

ამასობაში, ვიტალი კლიჩკოს გუნდმა ახალი მეტოქის ძებნა დაიწყო და ამ მიზნით მორიგი წინადადება შეუთვალა WBA-ის ჩემპიონ დევიდ ჰეის. უფროსი კლიჩკოს მენეჯერის ბერნდ ბენტეს თქმით, მათ თანაბარი პირობები შესთავაზეს ბრიტანელ მოკრივეს და ახლა დევიდს აღარ ექნება ბრძოლაზე უარის თქმის საბაბი.

"ჩვენ შევთავაზეთ პირობები, რომლის მიხედვითაც თითოეული მოკრივე საერთო შემოსავლის 50 პროცენტს მიიღებს. ეს სამართლიანი წინადადებაა და დევიდმა მასზე უარი არ უნდა თქვას", - ამბობს ბენტე.

თუმცა წინა უშედეგო მოლაპარაკებების დროს ბრიტანელ ჩემპიონს მხოლოდ ეს პუნქტი არ აღელვებდა. უარის კიდევ ერთი მიზეზი იყო, მისი აზრით სატელევიზო შემოსავლების არასამართლიანი განაწილება. თუ ეს პუნქტი არ შედის ბენტეს წინადადებაში, მაშინ ჰეი კიდევ ერთხელ ეცდება ბრძოლისთვის თავის არიდებას.

"ძალიან მინდა ჰეის დამარცხება და იმ ერთადერთი საჩემპიონო ქამრის მიღება, რომელიც ჩვენი ოჯახის კოლექციას აკლია, - აცხადებს ვიტალი კლიჩკო. - ვლადიმერის გარდა ვერავინ შეძლებს ჩემს დამარცხებას. ჯერაც საკმარისი ძალა მაქვს, ამიტომაც რამდენიმე თვეში მზად ვიქნები რინგზე გასასვლელად".

თუ დევიდ ჰეი უარს იტყვის 2011 წელს უფროს კლიჩკოსთან შეხვედრაზე, მაშინ WBC-ის ჩემპიონს, სავარაუდოდ, კუბელ ოდლანიერ სოლისსა და ამერიკელ რეი ოსტინთან ბრძოლაში გამარჯვებულთან მოუწევს ბრძოლა. ეს ჩხუბი დეკემბერშია დაგეგმილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა