მსოფლიოს პირველი ჩოგანი ზედიზედ მეორედ გახდა აბუ დაბის საჩვენებელი ტურნირის გამარჯვებული
მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ზედიზედ მეორედ გახდა აბუ დაბის საჩვენებელი ტურნირის გამარჯვებული. მან ფინალში სამ სეტში დაამარცხა ესპანელი ნიკოლას ალმაგრო.

როგორც გახსოვთ, ჯოკოვიჩმა ნახევარფინალში გაანადგურა კიდევ ერთი ესპანელი დავიდ ფერერი - მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო მას, ფინალური მატჩი კი გაცილებით დაძაბული გამოვიდა.

ალმაგრომ შეძლო, ბრძოლა მოეხვია თავს რეიტინგის ლიდერისთვის. ამჯერად ჯოკოვიჩმა ვერ შეძლო განსაკუთრებული თამაშის ჩვენება, რაც სწორედ ნიკოლასის დამსახურება იყო.

პირველ პარტიაში ჯოკოვიჩი ახლოს იყო მიზანთან, აეღო მეტოქის მოწოდება, მაგრამ ალმაგროს საჭირო დროს ეისები შველოდა.

მიღებაზე ალმაგროს რეალური შანსები არ ჰქონია. სამაგიეროდ, ტაი-ბრეიკზე ესპანელმა სამი მინი-ბრეიკი გააკეთა, რამაც სეტის თავის სასარგებლოდ დასრულების საშუალება მისცა. მეორე პარტიის დასაწყისში ჩოგბურთელებმა ცოტა "აურიეს" და პირველ სამ გეიმში სამი ბრეიკი გააკეთეს. აქედან ორი ჯოკოვიჩისა იყო და მან შეინარჩუნა პარტიის ბოლომდე ეს უპირატესობა - 6:3.

გადამწყვეტ სეტში ორივე ჩოგბურთელს ჰქონდა მოგების შანსი. თავიდან სირთულეები შეექმნა ნოვაკს, რომელსაც მეხუთე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია. შემდეგ ესპანელის ნერვიურობის ჯერი დადგა, მაგრამ ალმაგრომ გაუძლო თავის მოწოდებაზე 15-წუთიან გეიმს, რომლის დროსაც ექვსი ბრეიკ-პოინტი მოიგერია.

და მაინც, პირველი სწორედ ნიკოლასი შეცდა, როცა 4:5-ზე რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, რამაც საბოლოო მარცხი გამოიწვია.

ჯოკოვიჩმა ტურნირზე მეორე ესპანელი დაამარცხა და დაიცვა შარშან მოპოვებული ტიტული. სერბი გაუთანაბრდა აბუ დაბიში გამარჯვებების რაოდენობით ნადალს.

ასეთი გამოვიდა სეზონის არაოფიციალური სტარტი. ახლა ჩოგბურთელები ავსტრალიაში გაიფანტებიან და სხვადასხვა ტურნირზე გააგრძელებენ მზადებას ავსტრალიის ღია პირველობისთვის - მაგალითად, ჯოკოვიჩი ჰოპმანის თასზე ითამაშებს.

მე-3 ადგილისთვის

დავიდ ფერერი (ესპ)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ) 7:6(4), 6:2.

ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ) 6:7(4), 6:3, 6:4.

ესპანელმა ჩოგბურთელმა დავიდ ფერერმა გამოაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს დევისის თასის მერვედფინალში, რომელშიც ესპანეთის ნაკრები 1-3 თებერვალს სტუმრად შეხვდება კანადის ნაკრებს.

"ახალი სეზონის სტარტზე ვაპირებ დოჰაში, ოკლენდსა და ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშს. ჩემს გეგმებში არ შედის დევისის თასის პირველ რაუნდში გამოსვლა. არ შემიძლია გაუჩერებლად თამაში. ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ დასვენება დამჭირდება. "დიდი სლემის" ტურნირზე მატჩები ხუთსეტიანია. ასე რომ, მის შემდეგ დევისის თასზე გამოსვლა გამორიცხულია", - ამბობს ფერერი.

კვლავ არ უმართლებს გერმანელ ჩოგბურთელს ანდრეა პეტკოვიჩს. ამ ჩოგბურთელმა შარშან თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა ტრავმის გამო, ახლა კი მორიგი დაზიანება მიიღო.

29 დეკემბერს, ჰოპმანის თასზე პეტკოვიჩმა ვერ დაასრულა შეხვედრა ავსტრალიელი ეშლი ბარტის წინააღმდეგ. გერმანელმა მოიგო პირველი სეტი, რის შემდეგაც მატჩი შეწყდა.

"კვირას, დილით ჩამიტარეს სამედიცინო შემოწმება, რომელმაც მენისკის გაწყვეტა დააფიქსირა. დაბრუნების ვადების შესახებ კონკრეტულად არაფრის თქმა არ შემიძლია.

გერმანიაში დავბრუნდები, სადაც გავაგრძელებ მკურნალობას. ყველაზე კარგი პროგნოზით, ერთი თვე ვერ შევძლებ თამაშს, უარესით - ორი-სამი თვე. ნებისმიერ შემთხვევაში, კმაყოფილი ვარ, რომ ეს არის მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტა", - ამბობს პეტკოვიჩი, რომელიც მონაწილეობას ვერ მიიღებს ავსტრალიის ღია პირველობაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია