სააგენტო ფეხბურთელის მიერ გაზეთ "ლელოში" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
ფიფას აგენტის, ბესო აბაშიძისა და თბილისის "დინამოს" დაპირისპირებაზე კომენტარი ფეხბურთელმა ლაშა შინდაგორიძემ ისურვა, რომელსაც სააგენტო Players Agents-თან კონტრაქტი აკავშირებდა - აბაშიძე სწორედ ამ სააგენტოს წარმოადგენს.

სააგენტოს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შინდაგორიძე ვალდებული იყო, "დინამოსთან" მოლაპარაკება მათი შუამავლობით ეწარმოებინა, რადგან ამ ფეხბურთელთან კონტრაქტი გვაკავშირებსო.

31 დეკემბერს გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ლაშა შინდაგორიძის ინტერვიუ, სადაც ფეხბურთელი სააგენტოს ამხელს (იხილეთ ვრცლად), რის პასუხადაც, Players Agents-ის სახელით, პოზიციის დაფიქსირება sportall.ge-სთან ბესო აბაშიძემაც ისურვა.

Players Agents

"გაოცებულები ვართ შინდაგორიძის უმადურობის უმაღლესი დონის გამოვლინებით.

ფეხბურთელთან ურთიერთობით, რომელსაც სამი წლის განმავლობაში თან გადავყევით, ბუცების ყიდვიდან დაწყებული, ყველა იმ შესაძლებლობის მიცემით (ვიზების, სასტუმროს, თვითმფრინავის ბილეთების, კვების, საქართველოში ფიზმომზადების მწვრთნელის, სხვადასხვა პირადი საჭიროებისათვის ფულის და ა.შ.), რომელიც მას საშუალებას მისცემდა, ფეხბურთელად ჩამოყალიბებულიყო, აღმოჩნდა, რომ წყალს გავატანეთ ჩვენი ფინანსები და დრო, რომელიც ფინანსებზე უფრო ძვირფასია.

იმისთვის, რომ დანიაში მან ვერ შეძლო თავის დამკვიდრება, საკუთარ თავს უნდა მოსთხოვოს პასუხი, რადგანაც წელიწადზე მეტი გავიდა და კლუბის მიერ ინგლისური ენის პედაგოგის გამოყოფის მიუხედავად, მას ინგლისურად კონტაქტი მწვრთნელებთან კვლავ არ შეეძლო.

ძირითადი მიზეზი, რის გამოც კლუბმა ის დანიიდან გამოუშვა, მისი ხუშტურები და ურთიერთობების შეუძლებლობა იყო. დაინტერესებული პირებისათვის მარტივად შეიძლება ამ ფაქტის შემოწმება მასთან ინგლისურად გასაუბრებით.

შინდაგორიძე ტყუის, როდესაც ის აცხადებს, თითქოს დანიიდან იმიტომ წამოვიდა, რომ პოლონეთში გუნდი ელოდა. ჩვენ იძულებულები გავხდით, მისთვის კლუბი მოგვეძებნა, რადგან დანიელები გვაჩქარებდნენ ფეხბურთელის კლუბიდან გაშვებას. რა თქმა უნდა, მას შეეძლო, ბოლო 6 თვე დარჩენილიყო "ორჰუსში", თუმცა თამაში არ მოუწევდა და ვარჯიშიც მხოლოდ 19-წლამდელთა გუნდთან იქნებოდა შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ, რომ მისთვის ახალი კლუბის მოძებნა იქნებოდა გამოსავალი და "ორჰუსიდან" პირდაპირ ლოძში გავამგზავრეთ (ამ ფაქტის გარკვევა მარტივად დანიურ კლუბში მიმართვით არის შესაძლებელი).

ის ისტორია, რასაც შინდაგორიძე პოლონეთზე ყვება, ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპარს ჰგავს. ეტყობა დანიურმა გარემომ ზღაპრების შეთხზვის მუზაზე მოიყვანა. აბსურდზე კომენტარს აზრი არ აქვს. ფაქტი ის არის, რომ პოლონეთში ტესტთამაშზე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვლა მოითხოვა, რისი მიზეზიც თურმე ის გახდა, რომ "აზრზე არ იყვნენ იქ მყოფი ფეხბურთელები" და ის იქ არ დარჩებოდა.

რაც შეეხება პრაღის სინჯებს, ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი ვცადეთ, რომ შინდაგორიძეს პრაღაში ეთამაშა. დუკლას სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელი ჩვენი მეგობარია და მასზე უარის თქმის ერთადერთი მიზეზი შინდაგორიძის ფიზიკური კონდიციები იყო და ეს ყველაფერი შინდაგორიძემ ძალიან კარგად იცოდა.

გაუგებარია, უბრალოდ, რაში სჭირდება მას ამდენი ტყუილის მოფიქრება. ახალი წლების შემდეგ დოკუმენტალურად გავაცნობთ საზოგადოებას ამ კლუბის ოფიციალურ პოზიციას შინდაგორიძის სინჯებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კონტრაქტს, რომელიც 2009 წლიდან აქვს ჩვენთან გაფორმებული, თავდაპირველად მშობლების თანხმობით და მოგვიანებით თავად ხელმოწერილს, აბსოლუტურად ყველა პირობა წინასწარ ხელმოწერამდე იყო შეთანხმებული და რომელი პირობის მოტყუებაზე აქვს ფეხბურთელს საუბარი, გაუგებარია.

ბოლო კონტრაქტი ერთგვერდიანი ინგლისურენოვანი დოკუმენტია და რამდენიც არ უნდა გვეცადა, მოტყუებით მოგვეწერინებინა მისთვის ამ კონტრაქტზე ხელი (გაუგებარია, ტყუილი რაში უნდა დაგვჭირვებოდა, მასზე ორი წლის განმავლობაში დაუღალავად ვშრომობდით), სულ 3 წუთი დასჭირდებოდა ნებისმიერ მსურველს მის გადასაკითხად.

"ზესტაფონთან" დაკავშირებით შეგიძლიათ იმდროინდელ მწვრთნელებს ჰკითხოთ, სად ვარჯიშობდა და შემდეგ როგორ და რა ფორმით დატოვა კლუბი. "ზესტაფონის" რიგებში შინდაგორიძეს გამარჯვების ბონუსიც აქვს აღებული და ყველანი მოლოდინში ვიყავით, რომ ზამთრის სეზონში კლუბთან მის პირად კონტრაქტზე დავილაპარაკებდით, თუმცა შინდაგორიძის "ზესტაფონიდან" წამოსვლის სცენარი იგივე იყო, როგორიც პოლონეთში - რუსთავის "მეტალურგის" დუბლებთან მატჩის პირველ ტაიმში შეცვლა ითხოვა, გამოიცვალა და თბილისში წამოვიდა!!!

ერთი რამ ნათელია, რომ ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენმა სააგენტომ არცერთი თეთრი არ დაიშურა იმისათვის, რომ შინდაგორიძე ფეხბურთელად ჩამოყალიბებულიყო, თუმცა სამწუხაროდ, ეს მან ვერ მოახერხა.

მომავალში რა იქნება, დრო გვიჩვენებს.

დასასრულ, გვინდა ვთქვათ, რომ არცერთ ჩვენს ფეხბურთელს: დავით ლეგაშვილს, დავით სხირტლაძეს, გიორგი ქვილითაიას და სხვებს მსგავსი რამ არასოდეს მოსვლიათ და ყველას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ".

koko
კარგი ხალხი რომ არიქნებით თქვენივე ლაპარაკიდანვე ჩანს.დაწერეთ რამდენი დაახარჯეთ ამ ბიჭს და მერე რამდენი მოიგეთ. თქვენი ღორობისთვის ბიჭის საქმეს აფუქჭებდით ჩეხეთზე რომ ამბობთ რატომ ჩამოიყვანეთ თქვენ ვერ გაძეხით და ბიჭს რას აბრალებთ.
dato
თქვენ თვითონ იძახით ინგლისურის აზრზე არ არისო, შეგიძლიათ გასაუბრებით დარწმუნდეთო და ამასთაანვე ამბობთ რომ კონტრაქტი ინგლისურ ენაზე გავუფორმეთო, და რატომ უდნა მოგვეტყუებინაო )))
vova
გატახსირებული ხალხი რომ არ იყვნენ აგენტობას და სხვისი შრომის ჩაჯიბებას გადაწყვიტავდნენ?1პატარა ახალგაზრდას სახელს უფუჭებენ ესე ურცხვად ამათი გაუმაძღარი დედები.....!
babu
ბიჭო თუ ინგლისური იყო პრობლემა დუბლების და 19-წლამდელების ტრენერები ქართულად ელაპარაკებოდნენ? ცოტა დამაჯერებელი თქვით რამე ***
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა