ინგლისური პრემიერლიგის სიახლეები: აგუერო ტრავმირებულია; თეო უოლკოტი ახალ კონტრაქტს ათანხმებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" დუბლების თავდამსხმელი, 18 წლის ჩილელი ანხელო ენრიკესი სეზონის მეორე ნაწილს "უიგანში" გაატარებს.

საიჯარო ხელშეკრულება ძალაში 2013 წლის ივნისის ბოლომდე იქნება. სამხრეთამერიკელთან "იუნაიტედმა" კონტრაქტი სექტემბერში გააფორმა, მაგრამ მას სათამაშო პრაქტიკა მხოლოდ U-21-წლამდელებში ეძლეოდა. მთავარი გუნდის განაცხადში ანხელო ერთხელაც არ მოხვედრილა.

ინგლისურ ფეხბურთთან უფრო სწრაფად ადაპტაციის მიზნით ალექს ფერგიუსონმა ნიჭიერი თავდამსხმელთან დროებით გამოთხოვება გადაწყვიტა. უკვე ცნობილია, რომ ენრიკესი "DW სტედიუმზე" 11 ნომრით ითამაშებს.

ენრიკესისგან განსხვავებით, "იუნაიტედი" საბოლოოდ დაემშვიდობა 20 წლის ნორვეგიელ თავდამსხმელ ჯოშუა კინგს. უკანასკნელმა 2 იანვარს "ბლექბერნთან" სრულფასოვანი ხელშეკრულება გააფორმა.

დამატებითი პრობლემები სიტის

"მანჩესტერ სიტის" არგენტინელმა თავდამსხმელმა, 25 წლის სერხიო აგუერომ "სტოკ სიტისთან" მატჩის 75-ე წუთზე მუხლის მყესები დაიზიანა, რის გამოც ის გუნდს უახლოესი 10-12 დღის განმავლობაში ვერ შეეშველება.

"სერხიოს ამჟამინდელ მდგომარეობას დამაკმაყოფილებელს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ზუსტად როდის შეძლებს ის თამაშს, ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ დღესავით ნათელია, რომ "უოტფორდთან" მატჩში (5 იანვარი, ასოციაციის თასის მე-3 ეტაპი. რედ) მისი იმედი არ უნდა გვქონდეს. გვეეჭვება, თუნდაც "არსენალთან" შეხვედრამდე (13 იანვარი, 22-ე ტური) მოიკეთოს," - აცხადებს რობერტო მანჩინის ასისტენტი დევიდ პლატი.

აგუეროს გარდა, "ქალაქელები" მოისაკლისებენ სამირ ნასრისაც. 25 წლის ფრანგმა წინა ტურში "ნორვიჩთან" (4:3) სებასტიან ბასონგს უხეშობაზე თავის ჩარტყმითა და გაწევ-გამოწევით უპასუხა.

საფეხბურთო ასოციაციამ ნასრის ჭკუის სასწავლებლად 3 მატჩი გამოუყო. აქედან ერთი "სტოკთან" უკვე გაიმართა. ზედა აბზაცში შეგიძლიათ იხილოთ, თუ კიდევ რომელ შეხვედრებში მოუწევს მას ტრიბუნებზე ჯდომა.

უოლკოტის ახალი კონტრაქტის კონტურები

Sky Sports-ის ცნობით, 2 იანვარს "არსენალისა" და თეო უოლკოტის წარმომადგენლები ერთმანეთს კიდევ ერთხელ უნდა შეხვედროდნენ, რათა ჩრდილოლონდონელთა ბანაკში 23 წლის ვარსკვლავის დარჩენის შესახებ კიდევ ერთხელ ემსჯელათ.

მიმდინარე ხელშეკრულებას ვადა 6 თვეზე ნაკლებში ეწურება.

შესაბამისად, ფიფას კანონის მიხედვით, უოლკოტს "არსენალის" ნებართვის გარეშე მისით დაინტერესებულ კლუბებთან მოლაპარაკებების უფლება მიეცა. მხარეები წინა რაუნდთან შედარებით, ამ ეტაპზე უფრო იმედიანად არიან განწყობილები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა