სამთო მოთხილამურეები ახალი წლის პირველ სტარტზე გერმანიის ქალაქ მიუნხენში შეიკრიბნენ და სლალომში შეეჯიბრნენ ერთმანეთს
სამთო მოთხილამურეები ახალი წლის პირველ სტარტზე გერმანიის ქალაქ მიუნხენში შეიკრიბნენ და სლალომში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.

თანაც, ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი სტარტი, როცა ერთმანეთს ადარებენ მოთხილამურეთა დროებს. ლაპარაკია შედარებით ახალ სახეობაზე - პარალელური სლალომზე. შეჯიბრი ეტაპებად არის დაყოფილი.

წილისყრის შედეგად მოთხილამურეები წყვილდებიან და თითო დაშვებაში ორ სპორტსმენი მონაწილეობს. ის, ვინც პირველი მივა ფინიშთან, აგრძელებს ბრძოლას პირველობისთვის.

ქალებს შორის ბოლო პერიოდში ბრწყინვალე ფორმის დემონსტრირებას ახდენს სლოვაკი ვერონიკა ზუზულოვა. გასულ კვირას მან სლალომი მოიგო ავსტრიის ზემერინგში, ახლა კი ის ფინალში მსოფლიოს თასის ლიდერს, სლოვენიელ ტინა მაზეს შეხვდა და გადამწყვეტი დაშვების ორივე ცდაზე აჯობა მას. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ავსტრიელმა მიხაელა კირხგასერმა ფინალი ტანია პოუტიაინენი დაამარცხა.

კაცებს შორის ადგილობრივი პუბლიკის გასახარად მასპინძელმა ფელიქს ნოიროიტერმა მოიგო, რომელმაც ფინალში ორივე დაშვებაში აჯობა მსოფლიო თასის მოქმედ მფლობელს, ავსტრიელ მარსელ ჰირშერს. აქ მესამე ადგილი ერგო ფრანგ ალექსის პინტუროს, ვინც შვედი ანდრე მიურერი დაამარცხა.

საერთო ჩათვლა

კაცები

1. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორვეგია) - 689 ქულა; 2. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 640; 3. ტედ ლიგეტი (აშშ) - 552; 4. ფელიქს ნოიროიტერი (გერმანია) - 396; 5. ჩიეტილ იანსრუდი (ნორვეგია) - 322; 6. ჰანს რაიხელტი (ავსტრია) - 289

ქალები

1. ტინა მაზე (სლოვენია) - 1139 ქულა; 2. მარია რიში (გერმანია) - 647; 3. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - 597; 4. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 450; 5. ვიქტორია რებენსბურგი (გერმანია) - 431; 6. ლინდსი ვონი (აშშ) - 414...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"