ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ბრიტანელი მო ფარა ტერორიზმშია ეჭვმიტანილი
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ბრიტანელი სტაიერი მო ფარა უსიამოვნო ინციდენტში გაეხვა - ის ორეგონის შტატის ერთ-ერთ აეროპორტში დააკავეს, როგორც ტერორიზმში ეჭვმიტანილი, - წერს გაზეთი "სანი".

ამერიკელმა მესაზღვრეებმა სახელოვანი და პოპულარული სპორტსმენის დაკავება იმის გამო გადაწყვიტეს, რომ მის სამშობლოდ სომალია მიჩნეული. ფარა ამ აფრიკული ქვეყნის დედაქალაქ მოგადიშოში დაიბადა. რვა წლის ასაკში ის მამასთან ერთად ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად.

"ამის დაჯერება შეუძლებელია, - თქვა ინციდენტის შემდეგ ფარამ. - სომალური წარმოშობის გამო მუდმივად მაკავებენ ამერიკულ საბაჟოზე. ამჯერად თან მქონდა ოლიმპიური მედლები, რათა მეჩვენებინა მათთვის, ვინ ვარ სინამდვილეში, მაგრამ არცკი მომისმინეს".

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მო ფარამ მოიგო ოქროს მედლები 5000 და 10000 მეტრ დისტანციებზე. ოქტომბერში მძლეოსნობის ევროპულმა ასოციაციამ 29 წლის სომალელი ბრიტანელი კონტინენტის წლის საუკეთესო მძლეოსნად დაასახელა. მოკლედ, ამ სპორტსმენს ყველა კარგად იცნობს, გარდა ამერიკელი მებაჟეებისა.

უნდა აღინიშნოს, რომ ფარა ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი წლის წინ გადავიდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მორბენალს ლეგენდარული სპეციალისტის, ალბერტო სალასარის ხელმძღვანელობით ვარჯიში სურდა.

"როცა მე და ჩემი ოჯახის წევრები ვიზებს ვიღებდით, გვეგონა, რომ ეს ძალიან მარტივი იქნებოდა, - განაცხადა ფარამ. - თავიდან ტურისტული ვიზებით პორტლენდში ჩავედით.

ჩვენთვის აუცილებელი იყო ქვეყნის დატოვება რეზიდენტული ვიზის მისაღებად. ტორონტოში გავემგზავრეთ, სადაც გამოგვიცხადეს, რომ ტერორისტები ვიყავით. გვიბრძანეს, კანადაში 90 დღე დავრჩენილიყავით. საბედნიეროდ, ჩემს მწვრთნელს მეგობრები ჰყავს გამოძიების ფედერალურ სამსახურში, თორემ ღმერთმა იცის, რა მოხდებოდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლონდონს მიუნხენი შეახსენეს - ოლიმპიადის უსაფრთხოებაზე ლონდონელი ებრაელები შფოთავენ

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა