სერენა უილიამსი 2013 წელს აპირებს დააფიქსიროს შედეგი, რომელიც აქამდე ისტორიაში მხოლოდ ლეგენდარულ გერმანელს, შტეფი გრაფს ჰქონდა
სერიოზული მიზნები აქვს ახალ სეზონში WTA-ს კლასიფიკაციის მესამე ნომერს, ამერიკელ სერენა უილიამსს.

ის 2013 წელს აპირებს დააფიქსიროს შედეგი, რომელიც აქამდე ისტორიაში მხოლოდ ლეგენდარულ გერმანელს, შტეფი გრაფს ჰქონდა. ლაპარაკია "დიდი სლემის" მოგებაზე. ამისთვის საჭიროა, სერენამ ერთი წლის განმავლობაში მოიგოს პროფესიული ტურის ოთხივე პრესტიჟული ჩემპიონატი - ავსტრალიის ღია, როლან გაროსი, უიმბლდონი და ამერიკის ღია.

"ვფიქრობ, მე შემიძლია ამის გაკეთება. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ავსტრალიის ღია პირველობაზე, ეს აზრი მის გონებაში იტრიალებს როლან გაროსამდე. დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი გეგმები აქვთ აზარენკასა და შარაპოვას. გამონაკლისი არც მე ვარ", - ამბობს სერენა უილიამსი ამერიკული პრესისთვის მიცემულ კომენტარში.

ათი წლის წინ უმცროსმა უილიამსმა ერთხელ უკვე მოიგო "დიდი სლემის" ზედიზედ ოთხი ტურნირი, მაგრამ ეს ერთი სეზონის განმავლობაში არ მომხდარა. მისი სერია 2002 წლის როლან გაროსზე დაიწყო და 2003 წელს ავსტრალიის ღია პირველობის მოგებით დასრულდა. ასევე შეგახსენებთ, რომ უმცროს უილიამსს მოგებული აქვს "დიდი სლემის" ბოლო ორი ტურნირი - უიმბლდონი და ამერიკის ღია პირველობა.

"მან მოიგო ბოლო ორი დიდი ტურნირი, ამიტომაც ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება. რამდენად შესაძლებელია? არ შემიძლია პასუხის გაცემა, რადგან ასეთი რამ არასოდეს გამიკეთებია", - ასე შეაფასა უილიამსის შანსები რუსმა მარია შარაპოვამ.

როგორც გითხარით, ქალებს შორის კალენდარული "დიდი სლემის" ერთადერთი მფლობელია გერმანელი შტეფი გრაფი, რომელმაც 1988 წელს ოთხივე "მეიჯორი" მოიგო და ამას სეულის ოლიმპიადის ოქროც დაუმატა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სერენა უილიამსი წლის ჩოგბურთელია

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...