2012 წლის სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად ნეიმარი დაასახელეს

2012 წლის სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად ნეიმარი დაასახელეს.

20 წლის ფორვარდმა პრესტიჟული ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო და ლეგენდარული ფეხბურთელების სიაში ჩაეწერა. "ელ პაისის" პრიზი ორჯერ ან მეტჯერ სულ რამდენიმე ფეხბურთელს აქვს მოგებული.

ესენი არიან: ჩილეს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ელიას ფიგეროა (1974, 1975 და 1976), ზიკო (1977, 1981, 1982), კარლოს ტევესი (2003, 2004, 2005), დიეგო მარადონა (1979, 1980), ენცო ფრანჩესკოლი (1984, 1995), კარლოს ვალდერამა (1987, 1993) და ხუან სებასტიან ვერონი (2008, 2009).

წლევანდელ გამოკითხვაში ნეიმარმა იმაზე გაცილებით დიდი უპირატესობით მოიგო, ვიდრე შარშან. 2011 წელს მეორე ადგილი ედუარდო ვარგასმა დაიკავა, მესამე კი განსომ. წელს მეორე ადგილზე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გმირი, პაოლო გერერო გავიდა, მესამე პოზიცია კი ლუკას მოურამ დაიკავა.

სულ ჟურნალისტებმა 9 ფეხბურთელი დაასახელეს და მათ შორის ქულები ასე განაწილდა:

1. ნეიმარი (ბრაზილია, "სანტოსი") - 199

2. პაოლო გერერო (პერუ, "კორინთიანსი") - 50

3. ლუკას მოურა (ბრაზილია, "სან პაულო") - 21

4. რონალდინიო (ბრაზილია, "ატლეტიკო მინეირო") - 12

5. ფრედი (ბრაზილია, "ფლუმინენსე") - 6

6. ხუან რომან რიკელმე (არგენტინა, "ბოკა ხუნიორსი") - 5

7. ემერსონ შეიკი (ბრაზილია, "კორინთიანსი") - 2

8. ანდრეს დალესანდრო (არგენტინა, "ინტერნასიონალი") - 1

8. ტეო გუტიერესი (კოლუმბია, "ატლეტიკო ხუნიორი") - 1

აღსანიშნავია, რომ ნეიმარმა შარშან "მხოლოდ" 130 ქულა მიიღო.

საინტერესოა სიაში ხუან რომან რიკელმეს გამოჩენა, რომელსაც ფეხბურთი ივნისის შემდეგ აღარ უთამაშია.

9 ფეხბურთელიდან 7 ბრაზილიის ჩემპიონატში თამაშობდა, არგენტინის პირველობას კი მხოლოდ რიკელმე და ტეოფილო გუტიერესი წარმოადგენდნენ, რომელიც წლის პირველ ნახევარში "რასინგის" ღირსებას იცავდა, შემდეგ კი ცოტა ხნით "ლანუსშიც" იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლუიშ ფელიპე სკოლარი: ბედნიერი ვარ, რომ ნეიმარი ჩემს გუნდშია

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა