ყატარში, მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა პარიზულმა კლუბმა გუნდის ახალწვეული წარადგინა

ყატარში, მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა პარიზულმა კლუბმა გუნდის ახალწვეული, ლუკას მოურა წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ პარიზელებმა 20 წლის ბრაზილიელი ჯერ კიდევ ზაფხულში შეიძინეს, მაგრამ "სან პაულოში" იანვრამდე დარჩენის უფლება მისცეს. ახლა კი 45 მილიონ ევროდ შეძენილი ლუკასი უკვე "პარი სენ ჟერმენშია".

"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან კლუბში მენდობიან და ჩემზე დიდ იმედს ამყარებენ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ. ჩემთვის აქ მოხვედრა დიდი გამოწვევაა, რადგან პსჟ ვითარდება და ყოველდღიურად იზრდება. ამ გუნდში მოხვედრა ჩემს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია," – განაცხადა ლუკას მოურამ პრეზენტაციაზე.

ლუკასის შესახებ ჟურნალისტებთან ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ისაუბრა: "ერთად მხოლოდ რამდენიმე ვარჯიში ჩავატარეთ, მაგრამ მასზე ბევრი რამ მსმენია. ვიცი, რომ ის უმაღლესი დონის და ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ორი აზრი არ არის, ის ჩვენ აუცილებლად გაგვაძლიერებს და დაგვეხმარება," – განაცხადა შვედმა.

ლუკასი სეზონის ბოლომდე 29-ე ნომრით ითამაშებს. ახალგაზრდა ბრაზილიელი პირველი ყოფილი "სანპაულოელი" არ გახლავთ, ვინც პარიზულ გუნდში გადავიდა. გუნდის ამჟამინდელი სპორტული დირექტორი ლეონარდო ასევე თამაშობდა "სან პაულოსა" და "პარი სენ ჟერმენში", ისევე, როგორც 1994 წლის მსოფლიოს კიდევ ერთი ჩემპიონი, ლეგენდარული სოკრატესის ძმა რაი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლუკას მოურა პარი სენ ჟერმენისთვის ემზადება

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად