მამუკა ღონღაძემ რუსეთის ვიზა მიიღო და "ალანიაში" მიდის, ბუკა ცინცაძემ კი ქუთაისის "ტორპედოს" მიაშურა
გასული წლის დეკემბერში უგუნდო ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები გამოვაქვეყნეთ. მასში მოხვდა ლატვიის ჩემპიონი, დაუგავპილსის "დაუგავას" ცენტრალური მცველი ბუკა ცინცაძე.

სეზონის დასრულების შემდეგ 23 წლის მცველს დაუგავპილსელებთან კონტრაქტი დაუმთავრდა, მაგრამ ზუსტად არ იცოდა, "დაუგავაში" დარჩებოდა თუ კარიერას სხვაგან გააგრძელებდა.

ბუკა ლატვიაში ზღაპრულ ხელფასს ვერ იღებდა და ეს ქართული კლუბებისთვის მის გადასაბირებლად სასურველი მომენტი იყო - ლატვიის ჩემპიონი გუნდის ძირითადი შემადგენლობის მცველი ხელწამოსაკრავი მოთამაშე არ უნდა ყოფილიყო.

როგორც შევიტყვეთ, ამ მომენტით ქუთაისის "ტორპედომ" ისარგებლა და ბუკა ცინცაძეს კონტრაქტი გაუფორმა. ჩვენი ინფორმაციით, ეს ხელშეკრულება 5-წლიანია.

ცინცაძემ გასულ სეზონში 36-დან 25 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა.

დიდია ალბათობა, "დაუგავა" მეორე ქართველმაც დატოვოს: შევიტყვეთ, რომ მამუკა ღონღაძემ რუსეთის ვიზა მიიღო და უახლოეს დღეებში ვლადიკავკაზში გაემგზავრება.

როგორც ცნობილია, მას ვალერი გაზაევი "ალანიაში" იწვევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მამუკა ღონღაძე: მითხრეს, თითქოს თემურ ქეცბაია დაინტერესდა, მაგრამ...

მამუკა ღონღაძე: ჩემით "ალანიაც" დაინტერესდა და ზაგრების "დინამოც"

ლატვიელმა ჟურნალისტებმა მამუკა ღონღაძე საუკეთესოდ აღიარეს

ბუკა ცინცაძის მორიგი ნაბიჯი: "დაუგავა", "ვენტსპილსი" თუ საქართველო

ქართველებს ლატვიური "დაუგავადან" წასვლა სურთ, მაგრამ...

კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს