უეინ რუნიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას პირდაპირ უთხრა, რომ ის მოწადინებულია, რაც შეიძლება მალე დატოვოს კლუბი. ყველაფერი მას მერე აირია, რაც რუნის სერ ალექს ფერგიუსონთან გაუფუჭდა ურთიერთობა.

უეინ რუნიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას პირდაპირ უთხრა, რომ ის მოწადინებულია, რაც შეიძლება მალე დატოვოს კლუბი. ყველაფერი მას მერე აირია, რაც რუნის სერ ალექს ფერგიუსონთან გაუფუჭდა ურთიერთობა. რუნიმ გასაგებად ახსნა, რომ ახალ კონტრაქტს ხელს არაფრის დიდებით არ მოაწერს და რომ ისევ კლუბისთვის იქნება უმჯობესი, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, ის ტრანსფერზე დააყენოს. რუნი მიიჩნევს, რომ ფერგიუსონთან ურთიერთობა საერთოდ გაუფუჭდა, როგორც ეს 2003 წელს დევიდ ბექჰემს მოუვიდა.

კვირას "იუნაიტედი" საპირისპიროს ამტკიცებდა, რომ, თითქოს, რუნის გაყიდვას არ აპირებენ, თუმცა ოდნავ საქმის კურსში მყოფებს კლუბის ხელმძღვანელობა ვერ მოატყუებს - ცხადია, რომ ინიციატივა თავად ფორვარდს ეკუთვნის, რომელსაც ბოლო დროს სანაკრებო და საკლუბო კარიერა აერია.

რუნის კიდევ 18 თვე აკავშირებს კონტრაქტი "მანჩესტერთან". ახლა კლუბის ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს, გაყიდოს ფეხბურთელი ან, შეიძლება ის წელიწადნახევრის შემდეგ ყოველგვარი თანხის გარეშე დაკარგოს. გლეიზერების ოჯახისათვის 30 მილიონად შეფასებული ფეხბურთელის დაკარგვა, ყოვლად მიუღებელია.

ნიუკასლია თუ ხულიგნების სამჭედლო?

ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების და "ნიუკასლ იუნაიტედის" 21 წლის ფორვარდი ენდი ქეროლი ნორთუმბრიის პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს. ქეროლი, რომელიც კლუბის ლეგენდარულ 9-იანს ატარებს და ამ სეზონში ბრწყინვალედ თამაშობს, ხულიგნობაშია ეჭვმიტანილი. "ენდრიუ თომას ქეროლი, 21 წლის უნდა გამოცხადდეს დღეს ტაინდეილის მაგისტრატურაში ჩვენების მისაცემად. მას ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ბრალდება", - აცხადებს პოლიციის წარმომადგენელი ქალბატონი.

აგვისტოში ქეროლმა "ასტონ ვილას" კარში ჰეთ თრიკი შეასრულა და ინგლისის ნაკრების თავკაცის, ფაბიო კაპელოს ყურადღებაც დაიმსახურა. ამ თვის დასაწყისში "ნიუკასლის" აკადემიის აღზრდილმა ახალ, ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი "კაჭკაჭებთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა