2013-14 წლების სეზონის დაწყებამდე ჯერ დიდი დროა, მაგრამ უეფამ შემდეგი სეზონის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობები გამოაქვეყნა და მათი გაცნობა უინტერესო არ უნდა იყოს
მართალია, 2013-14 წლების სეზონის დაწყებამდე ჯერ დიდი დროა, მაგრამ უეფამ შემდეგი სეზონის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობები გამოაქვეყნა და მათი გაცნობა უინტერესო არ უნდა იყოს.

კერძოდ, საქმე ეხება ევროტურნირებს, რომელიც ქართული კლუბებისთვის, როგორც წესი, ზაფხულშივე სრულდება ხოლმე.

იმედია, მომავალ სეზონში ეს უსიამოვნო ტენდენცია დაირღვევა.

2013-14 წლების ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის საწყისი ორი ეტაპის წილისყრა 24 ივნისს გაიმართება და სხვებთან ერთად, მეტოქეებს ქართული კლუბებიც შეიტყობენ. ჩვენი კვოტა უცვლელია - ჩემპიონთა ლიგაზე ერთი წარმომადგენელი გვეყოლება, ხოლო ევროპის ლიგაზე - სამი.

საქართველოს ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს. რაც შეეხება ევროპის ლიგას, იქ საქართველოს ჩემპიონატის მეორე და მესამე პრიზიორები პირველი ეტაპიდან ჩაერთვებიან, ჩვენი ქვეყნის თასის მფლობელი კი ბრძოლას მეორე რაუნდიდან დაიწყებს.

სწორედ ასე მოხდა გასულ სეზონშიც, სადაც, შეგახსენებთ, "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა; რუსთავის "მეტალურგმა" ევროპის ლიგის მეორე რაუნდამდე მიაღწია; ქუთაისის "ტორპედო" ევროპის ლიგას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა; ყველაზე წარმატებულად კი გორის "დილამ" იასპარეზა, რომელიც ევროპის ლიგის პლეი ოფამდე მივიდა.

რაც შეეხება განთესვის საკითხს, შეგახსენებთ, რომ ეს უშუალოდ კლუბის რეიტინგზეა დამოკიდებული.

ჩემპიონთა ლიგაში ოთხ-ოთხი წარმომადგენელი ეყოლებათ ინგლისს, ესპანეთსა და გერმანიას; სამ-სამი - იტალიას, პორტუგალიასა და საფრანგეთს; ორ-ორი კი - რუსეთს, ჰოლანდიას, უკრაინას, საბერძნეთს, თურქეთს, ბელგიას, დანიას, შვეიცარიასა და ავსტრიას.

დანარჩენი ქვეყნები (ლიხტენშტაინის გარდა) ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო გათამაშებაში თითო კლუბით იქნებიან წარმოდგენილნი.

ჩემპიონთა ლიგის მომავალი გათამაშება 2 ივლისს აიღებს სტარტს და 2014 წლის 24 მაისს დასრულდება. ფინალური მატჩი ლისაბონის "ესტადიო და ლუშზე" გაიმართება.

ევროპის ლიგაზე ყველაზე მეტი, ოთხ-ოთხი კლუბი ეყოლებათ რუსეთს, ჰოლანდიასა და უკრაინას. გათამაშება 4 ივლისს დაიწყება, ფინალი კი 2014 წლის 14 მაისს ტურინში, "იუვენტუს სტედიუმზეა" დანიშნული.

ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ უეფას საკლუბო რეიტინგში 53 ქვეყანას შორის საქართველოს 31-ე ადგილი უკავია, რეიტინგის საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:

1. ინგლისი

2. ესპანეთი

3. გერმანია

4. იტალია

5. პორტუგალია

6. საფრანგეთი

7. რუსეთი

8. ჰოლანდია

9. უკრაინა

10. საბერძნეთი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად