ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ხორგუაშვილები უმაღლეს ლიგაში

ხორგუაშვილები უმაღლეს ლიგაში

ქართული ტური აზერბაიჯანში
ჩვენს სამეზობლოში, აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში მე-9 ტურის მატჩები გაიმართა და ერთბაშად 4 ქართული გოლიც გავიდა, თუმცა ჯერ ტურის სენსაციით დავიწყოთ - კახა ცხადაძის "ინტერმა" 0:5 წააგო "აზალ-თან. სწორედ ამ მატჩისთვის გაუვიდა დისკვალიფიკაციის ვადა ცხადაძეს და ის უკვე სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ქართველთაგან მწვრთნელმა ილია კანდელაკი და დავით ოდიკაძე (მე-60 წუთზე შეცვალეს) დააყენა, ხოლო გიორგი ლომაია სათადარიგოთა სკამზე დატოვა. მასპინძელთა 10-მა ნომერმა ნუგზარ კვირტიამ მე-2 ტაიმი ითამაშა და აზალ-ის მეოთხე გოლიც მიითვალა (76-ე წთ). აღსანიშნავია, რომ ყველა გოლი ჩემპიონის კარში მეორე ტაიმში გავიდა. ამ შეხვედრას "შაფაზე" 300 მაყურებელი დაესწრო. აზალ-ი 17 ქულით მესამე ადგილზეა, "ინტერი" 16 ქულით - მეოთხეა.

"გულშემატკივრებს ამ მარცხის გამო ბოდიშს ვუხდით. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ჩვენ ავუცილებლად შევხვდებით ხელმძღვანელობას და დღევანდელ მარცხზე ვიმსჯელებთ. პირველ ორი გოლისას დაცვის ცენტრი "დაიშალა". 0:0-ზე ჩვენ ვაკონტროლოებდით თამაშს, შემდეგ რაც მოხდა, ეს საშინელებაა", - განაცხადა ცხადაძემ მატჩის შემდეგ.

ორმა ჩვენებურმა გამოიჩინა თავი ტოფიკ ბაჰრამოვის სახელობის სტადიონზე, სადაც "ყარაბახმა" "სიმურგს" "უმასპინძლა" და 3:2 მოუგო. ამ შეხვედრას სულ რაღაც 100 მაყურებელი დაესწრო. მასპინძელთა ქართველმა შემტევმა გიორგი ადამიამ შეუცვლელად ითამაშა, ისევე როგორც სტუმართა ფორვარდმა - ბაჩანა ცხადაძემ. ბაჩანამ 46-ე წუთზე მოულოდნელად დააწინაურა აუტსაიდერები, მეორე ტაიმი სულ რაღაც 25 წამის დაწყებული იყო, მაგრამ 6 წუთში ანგარიში გიორგიმ გაათანაბრა - თავით ვარდნაში. "ყარაბახი" 14 ქულით მე-5 ადგილზეა, "სიმურგი" კი სამი ქულით ბოლოა. 22 წლის ცხადაძეს უკვე 4 გოლი აქვს ჩემპიონატში გატანილი, არადა "სიმურგმა" სულ 7 გოლი გაიტანა ჩემპიონატში.

აზერბაიჯანის სიდიდით მე-2 ქალაქ განჯაში ადგილობრივი კლუბისა და ერთ-ერთ ლიდერ "ხაზარის" მატჩს 17 500 მაყურებელი (!) დაესწრო. მასპინძელთა ქართული ლეგიონიდან სრულად ზურაბ ძამსაშვილმა ითამაშა, გიორგი სეთურიძე კი 86-ე წუთზე გამოჩნდა, ლევან მდივნიშვილი სათადარიგო იყო. სტუმართა ჩვენებური დავით იმედაშვილი კი კვლავ ტრავმირებულია. "განჯამ" მეტოქე 4:1 გაანადგურა და 14 ქულით მე-6 ადგილზე აინაცვლა.

"ხაზარის" წაფორხილებით სრულად ვერ ისარგებლა "ნეფთჩიმ", რომელიც მდევარს მხოლოდ 2 ქულით დაშორდა. ამის მიზეზი რევაზ ძოძუაშვილის "თურანია", რომელიც შინ, თოვუზში 2,3 ათასი მაყურებლის მხარდაჭერით 2:2 დაუზავდა ლიდერს. მასპინძლებისთვის ქულა გიორგი ჭედიამ იხსნა, რომელმაც 87-ე წუთზე გაიტანა სტუმართა კარში. ჭედიამ შეუცვლელად ითამაშა და ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდში, შალვა ფირცხალავა 78-ე წუთზე შეცვალეს. სტუმართა ქართველი ლეგიონერი ლადო ბურდული სათადარიგო იყო. "თურანი" 4 ქულით ჯერ ბოლოსწინაა.

"ბაქიმ" 2:1 მოუგო მოიკ-ს, რომლის კარსაც ამირან გვენცაძე იცავს. მოიკ-ი 4 ქულით მე-10 ადგილზეა. ტონი ადამსის "გაბალამ" "მუღანი" 2:0 დაამარცხა. მასპინძელთა ქართველი კაპიტანი გოგა ბერაია 63-ე წუთზე შეცვალეს, სტუმართა შემადგენლობაში დავით სვანაძე სათადარიგო იყო. "გაბალა" 13 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო "მუღანი" 9 ქულით მეცხრეა.

სომხეთში, ტურის ცენტრალურ მატჩში "ულისმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა ლიდერი "ბანანცი". სტუმართა ქართველმა ცენტრალურმა მცველმა გიორგი კრასოვსკიმ შეუცვლელად ითამაშა და 72-ე წუთზე თავით ლამაზი გოლი გაიტანა, სტუმრები კუთხურს აწოდებდნენ, გიორგიმ თავით დაარტყა, ბურთი ჯერ მიწაზე დაეცა და ისე შევარდა ლიდერის კარში. სტუმართა ფორვარდმა შოთა ჯიქიამ 76-ე წუთამდე ითამაშა, შემდეგ კი ის თენგიზ უგრეხელიძემ შეცვალა. "ულისი" 48 ქულით მე-3 ადგილზეა.

მოლდოვის ნაციონალურ დივიზიონში დავით გამეზარდაშვილის დუბლის წყალობით 3:1 მოუგო "ოლიმპიას". გამეზარდაშვილმა 72-ე და 84-ე წუთებზე გაიტანა. ერთხელ ბურთი უბრალოდ მოხვდა ჩვენებურს და ისე გავიდა სტუმართა კარში, მეორედ კი ძალიან ლამაზ ნახტომში თავით დაასწრო "ოლიმპიას" მეკარეს. "დაჩიას" სხვა ქართველებიდან მამუკა ლომიძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ლევან კორღალიძე 66-ე წუთზე შეცვალეს. "დაჩია" 26 ქულით მეორეა.

"ტირასპოლმა" სტუმრად 2:1 მოუგო "კოსტულენს" სტუმართა ფორვარდმა გიგა მამულაშვილმა 62-ე წუთამდე ითამაშა. სტუმრად "რაპიდთან" 0:2 დამარცხდა დავით კაკულიას "სფინტულ გეორგე". ჩვენებურმა I ტაიმი ითამაშა. "სფინტულ გეორგე" 5 ქულით ბოლო ადგილზეა. ვაჟა თარხნიშვილის "შერიფმა" 2:0 დაამარცხა "მილსამი", ქართველმა კაპიტანმა 90 წუთი ითამაშა. "შერიფი" 23 ქულით მე-4 ადგილზეა.

უკრაინის პერშალიგაში "ოლექსანდრიამ" 2:1 მოუგო "ზირკას". ამ შეხვდრაში დავით თარგამაძემ 84-ე წუთამდე ითამაშა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდში. "ოლექსანდრია" 37 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

ლატვიის ვირსლიგაში 23-ე ტურის მატჩები გაიმართა. აუტსაიდერთა შეხვედრაში "ბლაზმა" 1:1 დაუზავდა "ოლიმპსს", რომლის რიგებშიც შეუცვლელად ლაშა ღონღაძემ და კოტე ზარნაძემ ითამაშეს. "ოლიმპსი" 15 ქულით ბოლო ადგილზეა. ლიდერი "სკონტო" "იურმალას" ესტუმრა და 2:0 მოუგო, თუმცა "სკონტოს" ქართველი შემტევი დავით ჯანელიძე სათადარიგო იყო. თამაზ პერტიას "დაუგავა" "ვენტსპილსთან" 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში გიორგი ჩიხრაძემ და მამუკა ღონღაძემ შეუცვლელად ითამაშეს, დავით ფაილოძე სათადარიგო იყო. "დაუგავა" 44 ქულით მე-4 ადგილზეა.

ნოემბერში ესტონური მეისტრილიგა დასრულდება. ტურის ცენტრალურ მატჩში "ფლორამ" 2:0 მოუგო "ლევადიას". ზაქარია ბეგლარიშვილი სათადარიგო იყო. "ფლორა" 81 ქულით პირველია და 4 ქულით უსწრებს "ლევადიას", რომელსაც ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.

ბელარუსში 28-ე ტურის მატჩში ზაზა ჭელიძის "ბრესტმა" შინ 2:1 მოუგო ნემანს, ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. "ბრესტი" 39 ქულით მე-7 ადგილზეა. ჭელიძეს 25 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი.

დასრულდა ფინეთის იკონენლიგა - უმაღლესის საგზური ძმები ხორგუაშვილების "როვანიემიმ" მოიპოვა. ბოლო ტურში "როვანიემიმ" შინ "კოტეპე" დაამარცხა - 2:1. პავლე ხორგუაშვილმა 90 წუთი ითამაშა, ხოლო ვალტერ ხორგუაშვილი სათადარიგო იყო. სტუმართა რიგებში 90-90 წუთი ითამაშეს გიორგი ოსიტაშვილმა და ბექა ტუღუღმა, ამ უკანასკნელმა 53-ე წუთზე გოლიც გაიტანა. პლეი ოფის საგზურს ანზორ კალაძის პოპა ინარჩუნებდა, ბოლო ტურში ამ გუნდმა ჰიკ-ის სარეზერვო გუნდი დაამარცხა - 2:0, კალაძემ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ მოიგო კონკურენტმა "ვიკინგიტმაც" და პოპა 50 ქულით მე-3 ადგილზეა გავიდა. ირაკლი სირბილაძის კპვ-მ 1:0 მოუგო პკ-35-ს და 47 ქულით მე-4 ადგილს დასჯირდა. სირბილაძეს არ გაუტანია, თუმცა ბომბარდირთა დავაში მას მაინც ვერ დაეწიენ კონკურენტები და 16 გოლით იკონენლიგის ბომბარდირი გახდა. პავლე ხორგუაშვილმა 9 გოლით დაასრულა ჩემპიონატი.

კვიპროსში "ეთნიკოსს" "ალკისთან" (2:1) ლევან ქებაძემ მოაგებინა. 35 წლის ვეტერანმა 45-ე წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი. 5 თამაშში ქებაძემ მეორედ დალაშქრა მეტოქეთა კარი. "ეთნიკოსი" 10 ქულით მეოთხეა. პოლონეთის I ლიგაში ვოძისლავის "ოდრამ" 1:0 მოუგო "კატოვიცეს". მასპინძელთა რიგებში 67-ე წუთამდე ითამაშა კობა შალამბერიძემ. "ოდრა" 17 ქულით მე-9 ადგილზეა. რუსეთის I დივიზიონში "ვოლგა" შინიკს" ესტუმრა და 0:0 ეთამაშა, ოთარ მარცვალაძემ, გოჩა ხოჯავამ, ედიკ საჯაიამ და გიორგი ნავალოვსკიმ 90-90 წუთი ითამაშეს. "ვოლგა" 64 ქულით მე-3 ადგილზე ჩამოქვეითდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან

ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა

სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია

ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა

"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა

ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო

"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"

უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს

"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი

U19 | საქართველო 2:2 ლატვია

ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში

ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია

საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?

"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ

"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა

"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა

"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა