საქართველოს ნაკრებისა და "კრასნოდარის" მეკარე, რომელსაც ბოლო დროს მწვრთნელი აღარ ათამაშებს, კლუბის შეცვლაზე ფიქრობს
საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი "კრასნოდარის" შეუცვლელი მოთამაშე გახლდათ - მან რუსეთის პრემიერლიგის კლუბთან კონტრაქტი 2011 წლის შემოდგომაზე გააფორმა, 2012 წლის დასაწყისში კი მუდამ ძირითად შემადგენლობაში იყო.

მიმდინარე სეზონშიც ასე დაიწყო, მაგრამ მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა და შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა მისი ადგილი ანდრეი სინიცინს ანდო.

სეზონის ბოლოს კი, ასევე სათადარიგოთა სკამზე დასვა გუნდის კაპიტანი, საქართველოს ნაკრების მცველი ალეკო ამისულაშვილი.

"მიზეზი ჩემთვისაც გაუგებარია. ფაქტია, რომ ბოლოს აღარც მე მათამაშებდა და არც ამისულაშვილს, რომელიც გუნდის ლიდერი იყო.

კონკრეტული მიზეზიც არ უთქვამს, რის გამო აღარ მენდობა.

ასეა თუ ისე, 25 წლის ვარ და ახლა ჩემს გეგმებში უთამაშებლობა არ შედის, ეს დაუშვებელია. და თუ ასე გაგრძელდება, კლუბის შეცვლა მომიწევს", - ამბობს რევიშვილი.

ნუკრი რევიშვილის შესაძლო ტრანსფერზე ინტერნეტგამოცემა "ონედივიზიონ.რუ" იუწყებოდა, რომ ქართველი მეკარე კარიერას რუსეთის პირველი ლიგის ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" გააგრძელებდა.

გარკვეული ლოგიკა ამაში არის: საქართველოს ნაკრებში რევიშვილი რუსეთში შვიდი წლის წინათ მამუკა ჯუღელის დახმარებით მოხვდა, რომელიც ხაბაროვსკულ კლუბთან თანამშრომლობს და იქ გიორგი დარასელიასა და ქართველი მოთამაშეების (ლაშა სალუქვაძე, გოჩა ხოჯავა, ოთარ მარცვალაძე) ჩაყვანის ინიციატორი იყო.

თუმცა 25 წლის მეკარე "კრასნოდარის" დატოვებასა და ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" გადასვლას უარყოფს:

"ტყუილია, თითქოს "კრასნოდარიდან" უკვე წამოვედი. სურვილი კი მაქვს, მაგრამ კლუბიდან გათავისუფლება ასე იოლი არ იქნება.

ბოლო პერიოდში არ ვთამაშობდი, მაგრამ ბევრი რამ იქნება გასარკვევი. ვნახოთ, თუ ასე გაგრძელდება, წამოსვლა აუცილებელიც გახდება.

ვარიანტებზეც ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან ამდენი ხნის უთამაშებელს პრემიერლიგაში ძლიერი კლუბის მოძებნა გამიჭირდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალეკო ამისულაშვილმა და ნუკრი რევიშვილმა შესაძლოა "კრასნოდარი" დატოვონ

ქართველი ლეგიონერები: რუსეთში არცთუ სახარბიელოდ, უკრაინაში ბევრად უკეთ

ალექსანდრე ამისულაშვილი: მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი

რომელ ქართველ ლეგიონერებს შეექმნებათ პრობლემები რუსეთში?

გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ