ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საფეხბურთო წინასწარმეტყველება: რა მოხდება 2013-ში

საფეხბურთო წინასწარმეტყველება: რა მოხდება 2013-ში

ახალი წლის დადგომისთანავე საფეხბურთო საიტმა Goal.com-მა მომავალი 12 თვის წინასწარმეტყველება სცადა და საკმაოდ სახალისო სტატიაც შემოგვთავაზა

ახალი წლის დადგომისთანავე საფეხბურთო საიტმა Goal.com-მა მომავალი 12 თვის წინასწარმეტყველება სცადა და საკმაოდ სახალისო სტატიაც შემოგვთავაზა.

მაშ ასე, დავიწყოთ...

იანვარი

1 იანვარი: "არსენალმა" წელი 33 ქულით, მეოთხე პოზიციაზე მყოფმა დაიწყო.

6 იანვარი: ყველა ბრიტანული გაზეთი ერთხმად აღნიშნავს, რომ წელს დევიდ მოიესს "ევერტონში" პირველი ტიტულის მოგების შესანიშნავი შანსი აქვს.

ასოციაციის თასზე გამარჯვება მერსისაიდულ გუნდში 10-წლიანი მოღვაწეობის ლამაზი გვირგვინი იქნება.

7 იანვარი: "ევერტონი" თასის მესამე ეტაპზე 2:1-ს აგებს "ჩელტენჰემთან" და გათამაშებას ეთიშება.

19 იანვარი: დევიდ ბექჰემი იძულებულია უარყოს ჭორები მისი "მონაკოში" გადასვლის შესახებ.

20 იანვარი: დევიდ ბექჰემი იძულებულია უარყოს ჭორები მისი "პერთ გლორიში" გადასვლის შესახებ.

21 იანვარი: დევიდ ბექჰემი იძულებულია უარყოს ჭორები მისი "მიდლსბროში" გადასვლის შესახებ.

"იქნებ მაინც "მონაკოში" გადავიდე", - ჩაიბუტბუტა ბექჰემმა პრესკონფერენციაზე შემორჩენილი ერთადერთი ჟურნალისტის გასაგონად.

31 იანვარი: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე! მიუხედავად იმისა, რომ რობერტო მანჩინი მთელი თვის განმავლობაში ტრანსფერის შესაძლებლობას უარყოფდა, დანიელე დე როსი მაინც "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა.

ამასობაში "ლოფტუს როუდზე" ჰარი რედნაპმა იან მვილას, დიდიე დროგბას, პიტერ კრაუჩის, ჰეიდენ მალინსის, ჯეიმი რედნაპის, საკუთარი ძაღლის და ყველა იმ ადამიანის ტრანსფერი სრულყო, ვინც კონტრაქტის გაფორმება ზრდილობიანად სთხოვა.

ჟოზე ბოსინგვა, რომელიც ვერ გაყიდეს, ჩაის მიმტანობამდე დააქვეითეს.

თებერვალი

9 თებერვალი: არეულობა მადრიდის "რეალში". ჟოზე მოურინიომ სათადარიგო სკამზე ჩაბი ალონსო დატოვა და მის ნაცვლად ძირითადში "კანტერას" 16 წლის აღსაზრდელი დააყენა. "რეალმა" "სევილიასთან" 0:4 წააგო.

13 თებერვალი: უცნაური სურათის მოწმენი გახდნენ "დონბას არენზე" შეკრებილი მაყურებლები: ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელები "შახტარი"-"ბორუსიას" მატჩის წინ მოედანზე გასასვლელად ემზადებოდნენ.

"კი მაგრამ, ჩვენ ევროპის მოქმედი ჩემპიონები ვართ", - განწირული ხმით ყვიროდა ჯონ ტერი, როდესაც ის და მისი თანაგუნდელები მოედნიდან ძალის გამოყენებით გაჰყავდათ.

16 თებერვალი: ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნის" დამარცხების შემდეგ (2:1), კარგ ხასიათზე მყოფი ლონდონის "არსენალი" ინგლისის ასოციაციის თასის მეხუთე ეტაპზე "ჩელტენჰემთან" 0:1-ს აგებს და ტურნირს ეთიშება.

ჟერვინიომ ბოლო წუთებზე ცარიელ კარს ბურთი სამი სანტიმეტრიდან ააცილა.

მარტი

2 მარტი: ემანუელ ადებაიორის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით, "ტოტენჰემმა" "არსენალს" 1:0 მოუგო.

ტოგოელმა ფორვარდმა "მეთოფეთა" ქომაგების ტრიბუნასთან მიირბინა და გატანილი გოლი მათ წინაშე იზეიმა. ანდრე ვილაშ-ბოაშმა კი ისე ხმამაღლა იყვირა, რომ მისი იოგები პირდაპირ საფეხბურთო მოედანზე აღმოჩნდა.

10 მარტი: გულშემატკივრებმა "სანტიაგო ბერნაბეუსთან" დიდი დემონსტრაცია მოაწყვეს, რისი მიზეზიც წინა დღეს ჟოზე მოურინიოს საქციელი გახდა. პორტუგალიელმა, "სელტასთან" წაგებული მატჩის დროს (1:5), ქარიმ ბენზემა მოედნის ცენტრში გაიყვანა და ფრანგს მთელი 2 წუთის განმავლობაში სილას ულაწუნებდა.

30 მარტი: კარლოს ტევესი "ნიუკასლთან" სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა, რადგან მისივე თქმით: "დედა ლაზანიას აკეთებს".

აპრილი

11 აპრილი: "ლივერპულის" ერთ-ერთი თანამშრომელი "ენფილდის" შესასვლელში ენდი კეროლს წააწყდა, რომელიც იქ "ვესტ ჰემმა" იანვარში დატოვა. "ხურდა დაიტოვეთ" - ეწერა მაისურზე, რომელიც კეროლს ემოსა.

27 აპრილი: მადრიდის "რეალმა" პირველად, უხსოვარი დროიდან მოყოლებული, წააგო დერბი "ატლეტიკოსთან".

ჟოზე მოურინიომ ძირითად შემადგენლობაში სერხიო რამოსის ნაცვლად საკუთარი თავი გაამწესა. რამოსი სპეციალური დავალებით მთვარეზე გაგზავნეს, პორტუგალიელმა კი ფალკაოს საკუთარ საჯარიმოში უამრავი საგოლე პასი გაუკეთა.

საბოლოოდ, თამაში კრიკეტის ანგარიშით დასრულდა.

"მთავარი დამნაშავე მსაჯია", - განაცხადა მოურინიომ პრესკონფერენციაზე.

მაისი

11 მაისი: აუტსაიდერად მიჩნეულმა "ჩელსიმ" ასოციაციის თასის ფინალში გამარჯვება მოიპოვა. "არისტოკრატებმა", ფრენკ ლამპარდის ერთადერთი გოლის წყალობით "ჩელტენჰემ თაუნს" სძლიეს.

"უემბლის" ტრიბუნაზე "ჩელსის" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა რაფა ბენიტესის სახელის სკანდირება დაიწყო, მაგრამ ის უმოწყალოდ სცემეს.

19 მაისი: პრემიერლიგის ბოლო ტური. "სანდერლენდი" პირველი ტაიმის შემდეგ "ტოტენჰემს" 3:0-ს უგებდა, როდესაც პრემიერლიგის წამყვანმა გუნდებმა ლონდონელთა დასახმარებლად წამყვანი ფეხბურთელები ვერტმფრენებით გაგზავნეს.

საბოლოოდ რობინ ვან პერსიმ, ხუან მატამ და სერხიო აგუერომ 3-3 გოლი გაიტანეს, "ტოტენჰმემმა" კი 15:3 მოიგო და ბევრის გასახარად, "სანდერლენდი" პრემიერლიგიდან გავარდა.

19 მაისი: "სტემფორდ ბრიჯზე" მცირე საზეიმო განწყობაა. "ჩელსიმ" "მანჩესტერ იუნაიტედთან" არსებული 20-ქულიანი დეფიციტი აღმოფხვრა და ინგლისის ჩემპიონი გახდა. დაბნეული ქომაგი, რაფაელ ბენიტესის სახელის გამოცხადებისას, ტაშს განსაკუთრებული მონდომების გარეშე უკრავდა.

25 მაისი: მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო. "სამეფო კლუბმა" ფინალში გლაზგოს "სელტიკი" გაანადგურა, 11:0. ჟოზე მოურინიო ფინალის დასრულებისთანავე გაათავისუფლეს.

ივნისი

6 ივნისი: რომან აბრამოვიჩის განცხადებით, გულშემატკივართა დიდი მხარდაჭერის გამო მან რაფაელ ბენიტესის კიდევ ერთი წლით დატოვება გადაწყვიტა.

18 ივნისი: მსოფლიოს 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ნიგერიის გამარჯვებას სკანდალი მოჰყვა. ფინალურ შეხვედრაში აფრიკელებმა, ობაფემი მარტინსის ჰეთთრიქის წყალობით, გაოგნებული ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს.

"ჩვენ მათ დავაჯარიმებდით, მაგრამ ნიგერია ჩვენს იურისდიქციაში არ არის", - განაცხადა უეფას წარმომადგენელმა.

"უნდა აღიაროთ, რომ გარემოების გათვალისწინებით, ნიგერიამ აბსოლუტურად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა", - აღნიშნა აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის წარმომადგენელმა.

ივლისი

1 ივლისი: "არსენალთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ თეო უოლკოტმა "თეო უოლკოტ FC დააარსა და მასთან კონტრაქტი გააფორმა.

"მხოლოდ ასე თუ შევძლებ ცენტრფორვარდის პოზიციაზე რეგულარულად თამაშს", - განაცხადა პრეზენტაციაზე ფეხბურთელმა.

13 ივლისი: ჩემპიონატის ზედა 10-ეულში კიდევ ერთხელ ვერმოხვედრის შემდეგ ტონი პულისმა საზოგადოებას ნიკი ბატის, ნაიჯეკ უინტერბერნის და რობი ფაულერის ტრანსფერების შესახებ აუწყა.

"ჩვენ პრემიერლიგაში გამოცდილი ფეხბურთელები გვჭირდება", - განაცხადა უელსელმა.

აგვისტო

5 აგვისტო: "მილანში" გადასვლამდე ერთი დღით ადრე, მარიო ბალოტელიმ მანჩესტერში დაუვიწყარი გამოსამშვიდობებელი საღამო მოაწყო.

ნოელ გალაგერის ზურგზე შეხტომის შემდეგ, მარიო აჟიტირებულ პუბლიკას საკუთარი ცნობილი მაისური "რატომ ყოველთვის მე", ზარბაზნიდან ესროლა, ბოლოს კი, ამომავალი მზის და უიტნი ჰიუსტონის "I Will Always Love You"-ს ფონზე, მანჩესტერის ქუჩებში "Moonwalk"-ით გაისეირნა.

17 აგვისტო: "ჩელსიმ" ახალი სეზონის პირველ ტურში, სტუმრად "ტოტენჰემთან" 1:1 ითამაშა. რომან აბრამოვიჩმა რაფაელ ბენიტესი გააგდო.

24 აგვისტო: "სტემფორდ ბრიჯის" პუბლიკა ისე ხმამაღლა აგინებდა გუნდის ახალ მწვრთნელ გარი მეგსონს, რომ მზის სისტემის სიახლოვეს მყოფმა უცხოპლანეტელთა ხომალდმა უცნაური ხმა გაიგო და დედამიწისკენ გამოემართა.

მშვიდობიანად განწყობილი, განვითარებული რასის წარმომადგენლები, "უიგანის" და "სტოკის" მატჩის დაესწრნენ (0:0) და შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზიზღის გრძნობით განმსჭვალულნი, დედამიწიდან უკანმოუხედავად გაფრინდნენ.

31 აგვისტო: ზაფხულის ყველაზე გრძელი სატრანსფერო საგა დასასრულს მიუახლოვდა. "არსენალმა", "ლივერპულმა", "მანჩესტერ სიტიმ" და "ჩელსიმ", "სუონსის" ესპანელი ლეგიონერის, მიჩუს შეძენა ვერ მოახერხეს.

ფორვარდი 45 მილიონ ფუნტად მადრიდის "რეალმა" შეიძინა, მაგრამ 12 თვის შემდეგ, ისე რომ "სამეფო კლუბში" ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია, მიჩუ ისევ "სუონსიში" გაანათხოვრეს.

სექტემბერი

8 სექტემბერი: "ნორვიჩთან" მატჩის წინ, "მანჩესტერ სიტის" კარლოს ტევესი გამოაკლდა.

"ამ წამს გამახსენდა, რომ ტელევიზორში ჩემი საყვარელი სერალი გადის და ნამდვილად ვერ გამოვტოვებ", - განაცხდა სახლისკენ მიმავალმა არგენტინელმა.

27 სექტემბერი: EA Sports-მა Fifa 14-ის პრეზენტაცია მოაწყო.

ახალი ვერსიის ერთ-ერთი მთავარი დამატება, ტრიბუნებზე "ჩვენ გვჯერა არსენის" და "ვენგერი უნდა წავიდეს" ბანერების გამოჩენა გახლავთ, რაც დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად თამაშობთ "არსენალით".

ოქტომბერი

12 ოქტომბერი: რომან აბრამოვიჩმა გარი მეგსონი გაათავისუფლა და მის მაგივრად, მთავარი მწვრთნელის პოსტზე, კამბოჯის ყოფილი დიქტატორი პოლ პოტი, ხოლო ასისტენტად "ლივერპულის" ყოფილი ფორვარდი ლუის გარსია დანიშნა.

"სტემფორდ ბრიჯი" უკმაყოფილი ქომაგებით გაივსო. აბრამოვიჩმა მოედნის ცენტრში შეირბინა და ხმამაღლა იყვირა:

"მეტი რა უნდა გავაკეთო, რომ აქედან წახვიდეთ?!" - შემდეგ "ბეტმობილში" ჩაჯდა და იქაურობას გაეცალა. იმ დღის შემდეგ რომან აბრამოვიჩი არავის უნახავს.

ნოემბერი

18 ნოემბერი: კარლოს ტევესმა ერთკვირიანი შვებულება აიღო. "მე დავაცემინე", - უთხრა ჟურნალისტებს არგენტინელმა.

30 ნოემბერი: ყველა წამყვანი საბუკმეკერო კანტორის აზრით, "ოქროს ბურთის" მოგების მთავარი კანდიდატი კრიშტიანი რონალდო გახლავთ. პორტუგალიელმა წლის განმავლობაში 110 გოლი გაიტანა.

ლიონელ მესი, რომელსაც წლის მანძილზე 40 გოლი აქვს გატანილი, "ვესტ ბრომვიჩის" მცველის, იონას ოლსონის შემდეგ, ფავორიტებში მესამე ადგილზეა.

დეკემბერი

4 დეკემბერი: მას შემდეგ, რაც პოლ ლამბერტის ძმისშვილმა ტრავმა მიიღო, დარენ ბენტი კვლავ აღმოჩნდა სათადარიგო სკამზე.

ბენტი მოედანზე 81-ე წუთზე გამოვიდა და "მეინორ პარკის საშუალო სკოლას", ჰეთთრიქის წყალობით მოაგებინა.

8 დეკემბერი: ლიონელ მესიმ "სოსიედადთან" შეხვედრაში 160 გოლი გაიტანა. ბუკმეკერების აზრით, "ოქროს ბურთის" მოგების მთავარი ფავორიტი უკვე მესია.

თვალცრემლიანმა კრიშტიანო რონალდომ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

17 დეკემბერი: მარუან ფელაინიმ თავი გადაიპარსა. წლების შემდეგ, ისტორიკოსები ამ დღეს ასე გაიხსენებენ: "დღე, როდესაც ფეხბურთი მოკვდა".

31 დეკემბერი: "არსენალმა" წელი 33 ქულით, მეოთხე პოზიციაზე, დაასრულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• au

ეს სიზმარი ვინ ნახა?

• vatt

მართლა უნდა დააწინაურონ, Guardian-ი სიდ ლოუს შემცვლელს ეძებს და ამაზე კარგს ვის ნახავენ :))

• temos

კი მარა მაინც მაგარი სტატიააა

• gaga

ტატო ბაციკაძის არი ეს სტატია??? ეს ის არ არი ხუჭუჭ თმიანი ჯმჯზე რო მიყავს ხოლმე თამაშები???

• iumoris mefe

ამაზე მაგარი სტატია ცხოვრებაში არ წამიკითხავს ადმინ უმაგრესია ეს ვინც დაწერა უნდა დააწინაურონ უეჭველი ძალიან მაგარი სტატიააა საღოლლლლლლლლლლლლლლლ

• temo

სულ რეალს და ჩელსის რატო დასცინიან? ბარსას ფანის გაკეთებულია?

• levani

საგოოოოლ ძააააან მაგარი სტატიაააა

"გთხოვთ... "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - დუემ თანაგუნდელი გამოარჩია

"ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია" - რა თქვა ზიდანმა?

"ამისთვის ფიზიკური მონაცემებია აუცილებელი" - ანჩელოტიმ ნეიმარის ფლანგზე თამაში გამორიცხა

მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა

16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს

ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა

"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს

ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]

"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"

ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო

ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?

[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს

პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს

ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება

ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

"უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდეს" - კროოსმა გერმანიის ნაკრების გეგმებზე ისაუბრა

სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

"ასეთი რამ, აქამდე არ მინახავს" - ლუკა დონჩიჩი

"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს