სანტა კლაუსმა მისდამი გაგზავნილი წერილები "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა...

თოვლის პაპა, თოვლის ბაბუა, სანტა კლაუსი... მოკლედ, ყველამ ვიცით, რომ სამივე აბსტრაქტული ცნებებია, მაგრამ მაინც ძალიან გვინდა, მათი არსებობისა დავიჯეროთ.

ვინც წერა-კითხვას ახერხებს, ისიც მოეხსენება, რომ თოვლის პაპის ნაცვლად საჩუქრებს საკუთარი მამა (ან პაპა) ჩუქნის და ისიც კარგად იცის, ვერც სანტა კლაუსი იფრენს ირმებით.

კალათბურთის მოყვარულ რომელიმე ბავშვს რომ დავეკითხოთ, გვეტყვის - სანტა კლაუსი კი არა, ვიქტორ სანიკიძე ფრინავსო...

და მაინც, იყო დრო, როცა მსოფლიო სიკაშკაშის ვარსკვლავებსაც სჯეროდათ თოვლის პაპის. მაშ, ჩვენც თეთრ, ზღაპრულ სამყაროში შევიჭრათ და გავარკვიოთ, ვინ რას სთხოვს კლაუსსა თუ თეთრწვერა ბაბუას.

ქართული გრამატიკული წესების მიხედვით, პაპა და ბაბუა სინონიმებია და აღმოსავლელებს შეგვიძლია პაპა დავწეროთ, დასავლელებს - ბაბუა.

მთლად დასავლელებისთვის მესამე სინონიმია - კლაუსი, რომელმაც მისდამი გაგზავნილი წერილები "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა...

"კეთილო თოვლის პაპა, მინდა, რომ ჩემი გუნდი თამაშობდეს, როგორც "ბარსელონა" და მას წვრთნიდეს ხოსეპ გვარდიოლა. შენ თუ რამე მოგინდება, შეგიძლია დამირეკო: +598886363377..."

რომანი, "ჩელსი", რუსეთი

"მისტერ სანტა, ერთი, ენერგეტიკაში ამიწყვე კარიერა, როგორც "მილანში" და პირობას გაძლევ, შენს ირმებს დენზე მიბმული ნაგავივით ჩავაბამ ოქროს მარხილს",

კახი, "ჯენოა"/ენერგეტიკა, საქართველო

"არ ვიცი, შეძლებ თუ არა, მაგრამ მაინც: 2013 წლისთვის ორ ირინა შეიკს გთხოვ - ერთს "კუხნისთვის", მეორეს საძინებელი ოთახისთვის. არც იმას დავმალავ, რომ თუ წლეულს მაინც არ მივიღებ ოქროს ბურთს, ესე იგი, მართლა არ არსებობ".

კრიშტიანო, "რეალი", პორტუგალია

"თოვლის პაპავ, 2016 წლის რიოს ოლიმპიადამდე აღარ შეგაწუხებ..."

ლაშა შავდათუაშვილი, გორი, საქართველო

"პეტარდები, შუშხუნები... საახალწლოდ ბავშვები აღარ მინდა".

მარიო ბალოტელი, "სიტი", იტალია

"რეალი", "ბარსელონა" და ცსკა... ეს სამი გუნდიღა დამრჩა, ევროლიგის ფავორიტ დანარჩენ კლუბებში ნათამაშები მაქვს.

2013-ში თუ ვერ მოესწრება, NBA-ზე იქნებ გაისად წავიმუშაოთ".

გიორგი შერმადინი, "ოლიმპიაკოსი", ნატახტარი, საქართველო

"სანტა კლაუს, შენ გეცოდინება, ამ წელს კიდევ ერთი ფულიანი გუნდი გაჩნდება თუ - არა. თუ გაჩნდება, ჩემი ტელეფონის ნომერი მიეცი რა... ისე, მაკრატლები თუ ვინმეს დასჭირდა, შვედეთში სპეციალური ქარხანა გავხსენი, ხარისხიან პროდუქციას ვუშვებ".

ზლატანი, პსჟ, შვედეთი

"თოვლის ბაბუა, ორიოდე ცხენის ძალა კიდევ დამიმატე და არათუ სარაგბო მოედანზე, კომპიუტერულ თამაშებშიც სუპერგმირი ვიქნები და ვერავინ შემაჩერებს".

მამუკა გორგოძე, "მონპელიე", საქართველო

"მისტერ კლაუს, მადლობა, რომ ჩემს გუნდში რაფა მოიყვანე. იქნებ დამეხმარო, რომ კვლავ ვისწავლო გოლების გატანა. გპირდები ძალიან, ძალიან კარგად მოვიქცევი. დედიკოს არ გავაბრაზებ".

ფერნანდო ტორესი, "ჩელსი", ესპანეთი

"2010 წლიდან გწერ, გთხოვ, მაგრამ ჯერ ისეთი კალათბურთელი ვერ გამომიგზავნე, ელისივით მშვიდად რომ ჩააგდებს სამქულიანს; ელისივით რომ ითამაშებს გუნდზე; ელისივით კარგად რომ შეეთვისება რთულ ქართულ ხასიათს... თუ ახალს ვერავის პოულობ, ტაირონ ელისი მაინც გააახალგაზრდავე..."

იგორი, საქართველოს ნაკრები, სერბეთი

"მეც მინდა ერთი კარგი მოთამაშე. პასის მიცემაც რომ შეეძლოს (და უყვარდეს), თამაშის წარმართვის აზრზეც იყოს... რაც მთავარია, ნაკრებში მეგოლე მჭირდება. ოღონდ, თოვლის ბაბუა, ძალიან გთხოვ საპასუხოდ არ მომწერო - ასეთი მხოლოდ მესიაო".

თემური, საქართველოს ნაკრები

"დარწმუნებული ვარ, შეხსენება არ გჭირდება, ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი. ამიტომ, არაფერს გთხოვ, ისედაც განსაკუთრებული გახლავარ".

ჟოზე, "რეალი", პორტუგალია

"საახალწლოდ მხოლოდ "პოლლიტრას" გთხოვ. თუ კიტრის მწნილის ქილა მოჰყვება, ხომ კარგი, თუ მხოლოდ ერთ კიტრს მოაყოლებ, არა უშავს. მაგრამ თუ მისაყოლებელს არ გამომიგზავნი, მაშინ მეორედ წითელი ფერის ბარათზე დაწერილ წერილს გამოგიგზავნი!"

ვალენტინ ივანოვი, დამსახურებული არბიტრი

"თოვლის ბაბუავ, ფეხბურთელებს ხომ დაეხმარე ესპანეთთან მატჩში, 2013 წლის სექტემბერში კალათბურთელებიც ესპანეთს ვხვდებით და იქნებ, როგორმე მოახერხო, რომ ჩვენი კალათიც 86-ე წუთამდე მშრალად შეინახო. ოღონდ არ დაგავიწყდეს, კარგი? სექტემბერი რომ დადგება, კიდევ შეგახსენებ".

ზაზა, "ატლანტა", საქართველო

"სანტა, მითხარი აბა, 2013-ში რისი მოგება გინდა..."

ვისენტე დელ ბოსკე, ესპანეთი

"მთელი სეზონი ტყავის ბურთს დავდევ. გაზეთებში ჩემზე წერენ, თამაშში ორ ბურთზე ნაკლებს არ იტანსო. ახალი წლის დღეებში ოქროს ბურთს მჩუქნიან.

ყელში ამოვიდა ეს ბურთები. ოქროს თასი მინდა, ფიფას თასს რომ უწოდებენ... აი, ისეთი, მარადონას რომ აქვს სახლში".

ლიონელი, "ბარსელონა", არგენტინა

"პატივცემულო სანტა, მერამდენე წელია, ბეჭედს გთხოვ, შენ კი საქორწინო ბეჭდებს მიგზავნი. გინდა, ჩემს ცოლთან მაჩხუბო?! საქორწინო კი არა, NBA-ს ჩემპიონებს რომ აძლევენ, ისეთი ბეჭედი გამომიგზავნე!"

კობი, "ლეიკერსი", აშშ

"ახლა მე მომისმინეთ: ბატონო ზაზა, კალათბურთშიც ვერკვევი და ვიცი, რომ ერთი მატჩი 40 წუთს გრძელდება. 86-ე წუთამდე კალათის მშრალად შენახვას რომ მთხოვ, მეხუმრები, თუ ათი ოვერტაიმის თამაშს აპირებ?

პატივცემულო ლიონელ, 2013 წელს მსოფლიოს ჩემპიონის თასს რომ მთხოვ, საიდან გაგიჩინო, დევიდ კოპერფილდი კი არა, სანტა კლაუსი ვარ - უახლოესი მსოფლიოს ჩემპიონატი 2014 წელსაა.

კობი, უკვე ხუთი საჩემპიონო ბეჭედი მოგიგროვდა, არ გეყოფა? დაუთმე გზა ახალგაზრდებს...

მეც ხომ შემიძლია, სურვილი წერილობით დავაფიქსირო?! ჯერ თორნიკე შენგელიას ვთხოვ "ბრუკლინის" 20-ნომრიან მაისურას, მერე ვიქტორ სანიკიძეს - 13-ნომრიანს. იმხელა ღიპი მაქვს, ამ მაისურებს ერთმანეთს გადავაკერებ და ვივლი ასე 2013-ით".

წერილები ამოკრიბა და საგაზეთოდ მოამზადა ვაჟა სიმონიშვილმა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
საიბარის კარგი პერიოდი აქვს - ბრაზილიას გაუტანა და ახლა "ბაიერნში" გადავიდა
დემიკელისი ბუნდესლიგაში მიდის - მისი ახალი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს