მსოფლიოს ჩემპიონი, მოკრივე ოსტინ ტრაუტი ტექსასის შტატის ქალაქ ელ პასოში სწრაფი კვების რესტორანში ამტყდარი ჩხუბის შემდეგ დააკავეს
მსოფლიოს საკრივო ასოციაციის (WBA) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი (69,9 კგ), ამერიკელი ოსტინ ტრაუტი ტექსასის შტატის ქალაქ ელ პასოში სწრაფი კვების რესტორანში ამტყდარი ჩხუბის შემდეგ დააკავეს.

ტრაუტს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნისთვის ბრალდება წაუყენეს, თუმცა მალე თავდებით გაანთავისუფლეს.

პოლიციელის ოქმის მიხედვით, რესტორანში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. ისინი მთვრალები იყვნენ, ერთმანეთს უყვიროდნენ, იატაკზე კი სკამები, მაგიდები, საკვები და ჭიქები იყო მიმოფანტული.

თავად ტრაუტის თქმით, ჩხუბი მეზობელ მაგიდასთან მოხდა და ამ ინციდენტთან მოკრივეს კავშირი არ ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, პოლიციამ მაინც დააკავა ჩემპიონი სიმთვრალის ბრალდებით. ტრაუტი ალკოჰოლზე ტესტის ჩაბარებას ითხოვდა, მაგრამ პოლიციელს ტესტისთვის საჭირო მოწყობილობა არ აღმოაჩნდა.

ჩხუბის ბრალდება მოკრივემ უარყო. "მე უფასოდ არ ვჩხუბებ", - განაცხადა მან.

27 წლის ამერიკელმა პროფესიულ რინგზე 26 შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო (14 - ნოკაუტით). მომდევნო ბრძოლა ტრაუტმა ცნობილი მექსიკელის - საულ ალვარესის წინააღმდეგ უნდა ჩაატაროს, რომელიც WBC-ის საჩემპიონო ტიტულს ფლობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა