იტალიურმა ჟურნალმა Autosprint-მა შეადგინა ფორმულა 1-ის ყველა დროის საუკეთესო პილოტების ათეული

იტალიურმა ჟურნალმა Autosprint-მა შეადგინა ფორმულა 1-ის ყველა დროის საუკეთესო პილოტების ათეული, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

მაგალითად, საკამათოა ის, რომ პირველ სამეულში ვერ მოხვდა ბრაზილიელი აირტონ სენა, ხოლო ათეულში არ შეიყვანეს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო.

ჟურნალის ექსპერტთა აზრით, პირველ ადგილს იმსახურებდა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, არგენტინელი ხუან-მანუელ ფანხიო. მეორეზე გავიდა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, გერმანელი მიხაელ შუმახერი, რომელმაც გაუსწრო ჯეკი სტიუარტს. აირტონ სენა კი მხოლოდ მეოთხეზე აღმოჩნდა.

"ჩვენ გავაანალიზეთ არა მხოლოდ ტრასაზე ნაჩვენები შედეგები, არამედ თითოეული პილოტის მნიშვნელობა თავის ეპოქაში და ის წვლილი, რომელიც მათ შეიტანეს ფორმულა 1-ის პოპულარიზაციაში", - ასეთი კომენტარი გააკეთა რეიტინგის ერთ-ერთმა შემდგენელმა.

საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. ხუან მანუელ ფანხიო

2. მიხაელ შუმახერი

3. ჯეკი სტიუარტი

4. აირტონ სენა

5. ჯიმ კლარკი

6. ალენ პროსტი

7. სტირლინგ მოსი

8. ალბერტო ასკარი

9. ნიკი ლაუდა

10. სებასტიან ფეტელი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"