სილვიო ბერლუსკონის ფიქრები და მოსაზრებები
"მილანის" გარშემო უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება და ასეთ დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის პირველი პირისგან მიღებაა.

"კორიერე დელო სპორტმა" თვით სილვიო ბერლუსკონისთან მოახერხა გასაუბრება, რომელმაც სატრანსფერო კამპანიაზე გაამახვილა ყურადღება. ბერლუსკონის ნააზრევს თემების მიხედვით გთავაზობთ...

მიდის, რათა დაბრუნდეს

ალეშანდრე პატომ პირადად მთხოვა, რომ ბრაზილიაში გავუშვათ, სადაც მასზე უფრო ნაკლები წნეხი იქნება. მესმის მისი, რადგან წლებია ტრავმებმა გატანჯეს და ამის ნიადაგზე, ფსიქოლოგიური პრობლემებიც კი შეექმნა. სამშობლოში დაბრუნება მას ისე სჭირდება, როგორც არასდროს და პირადად ვარ დაინტერესებული, რომ "კორინთიანსში" კარგად მოეწყოს. დიახ, ის "კორინთიანსში" მიდის და ეს საქმე უკვე მოგვარებულია. პატომ პირობა მომცა, რომ როდესაც ძველებურად ათამაშდება და ევროპაში დაბრუნების სურვილი გაუჩნდება, კარიერას აუცილებლად "მილანში" გააგრძელებს. ასე რომ, პატო მიდის, რათა დაბრუნდეს...

დიდიე დროგბა

დროგბა 34 წლისაა და არა მგონია მისი გადაბირება ჭკვიანური ნაბიჯი იყოს. საერთოდ, უნდა შევეშვათ ვეტერან ფეხბურთელებში მილიონების ხდას მაშინ, როდესაც შეგვიძლია, რომ მომავლის გუნდს ჩავუყაროთ საფუძველი. ჩემი პირადი აზრით, მასიმილიანო ალეგრი სწორად მუშაობს და გეგმის მიხედვით, ძველ სიმაღლეზე ორ-სამ წელიწადში დავბრუნდებით. ეს რეალობაა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ.

როდესაც ჩვენ ვარსკვლავებს მილიონებად ვყიდულობდით, კატალონიაში ახალი გუნდის მშენებლობას უყრიდნენ საფუძველს... თანამედროვე ტენდენციებს აუცილებლად უნდა ავუწყოთ ფეხი და ეს ასეც იქნება. დროგბა დიდი ჩემპიონია, მაგრამ ჩვენ გეგმებში არ შედის.

მარიო ბალოტელი

როგორც ადამიანი, მარიო ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია. ჩვენ ახალგაზრდულ გუნდს ვაკეთებთ, ასეთ დროს კი უმნიშვნელოვანესია გასახდელში იდეალური ატმოსფერო იყოს. იმედია მიმიხვდით და ამ თემიოს გავრცობა არ დამჭირდება. ბალოტელი ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ხომ ხედავთ, "მანჩესტერ სიტიში" პრაქტიკულად არ უწევს თამაში. შესაძოა, ოდესმე მართლაც დავფიქრდეთ ბალოტელის გადაბირებაზე, მაგრამ დღეს, ეს საკითხი არ განიხილება.

ოქროს ბურთი

წლის საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ ლიონელ მესია და თუ რატომ, ყველამ კარგად ვიცით. არგენტინელი ფენომენალურად ირჯება და კოლოსალური რაოდენობის გოლები გააქვს. დიდი უსამართლობა იქნება, მესიმ "ოქროს ბურთი" რომ ვერ მოიგოს, რადგან 2012 წელს მას სერიოზული არაფერი მოუგია. იმედია, 91 გოლი წყალში არ ჩაეყრება და მთავარ ჯილდოს მოიპოვებს. რა თქმა უნდა, ჩემი სიმპათია ანდრეა პირლოსკენ იხრება, უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ ობიექტურები რომ ვიყოთ, მესი საუკეთესოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სილვიო ბერლუსკონი: არაბული და რუსული კლუბები პატოს სანაცვლოდ 40 მლნ ევროს მთავაზობდნენ

"მილანი": დიდიე დროგბა თუ მარიო ბალოტელი?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის