სატრანსფერო ამბები იტალიაში
სატრანსფერო ფანჯარა გახსნილია და იტალიური კლუბები ნელნელა ამ მიმართულებითაც ხურდებიან. მართალია, მეგა-ტრანსფერი ჯერ არ განხორციელებულა, მაგრამ რამდენიმე საინტერესო გარიგება შედგა.

მაგალითად, ბერგამოელი ფედერიკო პელუზო უკვე ტურინშია და დღე დღეზე "იუვენტუსთან" საიჯარო ხელშეკრულკებას გააფორმებს. ჯერჯერობით, ყურადღების ცენტრში ვეტერანები არიან, რომლებიც არა მარტო ხელშეკრულებებს ახანგრძლივებენ, ახალ გუნდებშიც გადადიან. ქვემოთ, ბოლო, ყველაზე საინტერესო სიახლეებს მოკლედ გაგაცნობთ...

* ტომაზო როკი რომ "ინტერში" გააგრძელებს კარიერას, ერთ-ერთ წინა ნომერშიც გაუწყეთ, დღეს კი იმის აღნიშვნა გვიწევს, რომ 35 წლის ფორვარდმა მილანურ გრანდთან ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტი საიჯაროა, რომლის მიხედვითაც როკიმ "ნერაძურის" ბედი სეზონის ბოლომდე დაუკავშირა.

* "ჯენოას" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ ამიერიდან, 32 წლის ფრანსელიმო მათუზალემი გენუური გუნდის ფეხბურთელია. ექს-ლაციალემ ახალ კლუბთან ნახევარწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა და თუ მხარეები კმაყოფლნი დარჩნენ თანამშრომლობით, ზაფხულში უფრო ხანგრძლივვადიანი კონტრაქტიც გაფორმდება. ცნობილია ისიც, რომ ბრაზილიელის გამოსყიდვა გენუელებს 2 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

* სალვატორე არონიკა კარგა ხანს აწარმოებდა მოლაპარაკებებს "პალერმოსთან", გუშინ კი 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ბედი სიცილიურ გუნდს დაუკავშირა. 34 წლის სალვატორემ ბოლო ხუთი წელი "ნაპოლიში" გაატარა და როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, ნეაპოლური გუნდი ყოველთვის მის გულში იქნება.

* 35 წლის ლუკა ტონიმ "ფიორენტინასგან" ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი მიიღო, რამაც ფეხბურთელი ძალიან გაახარა. ტონის თქმით, ახალი ხელშეკრულება მისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა გახლავთ, რამაც კლუბის მესვეურთა მიმართ მადლიერებით აავსო. ეს იმას ნიშნავს, რომ ლუკა "ფიორენტინაში" მომდევნო სეზონსაც გაატარებს. შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ვეტერანმა ფორვარდმა 14 მატჩი გამართა და 6 გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!