ვაინრაუხი, ვაინი, ჰოიბერგი და ცინგერლე - „ბაიერნის“ მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა დოჰაში შეკრებაზე ეს ახალგაზრდები წაიყვანა

ამ ბიჭებმა შეიძლება დიდი ფეხბურთი ითამაშონ

„ბაიერნში“ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების ზამთრის შეკრებაზე წაყვანა ტრადიციად იქცა. 2013 წლის დასაწყისში მიუნხენური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა რეკორდმაისტერის მეორე გუნდიდან დოჰაში შემდეგი მოთამაშეები წაიყვანა:

მეკარე ლეოპოლდ ცინგერლე, ცენტრალური მცველი დანიელ ვაინი, თავდამსხმელი პატრიკ ვაინრაუხი და ცენტრალური ნახევარმცველი პიერ-ემილ ჰოიბერგი.

„დონ იუპი“ ოთხივეს უნიჭიერეს ფეხბურთელად მოიხსენიებს.

ნიჭიერი თავდამსხმელი მტრის ბანაკიდან

ამ ოთხეულიდან მხოლოდ ერთია ისეთი, რომელსაც „ბაიერნმა“ გასულ ზაფხულს პროფესიული კონტრაქტი გაუფორმა - პატრიკ ვაინრაუხს ვგულისხმობთ.

18 წლის თავდამსხმელი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის პირველ ტურში, „ფიურტთან“ მატჩის განაცხადშიც კი იყო შეყვანილი, ისე კი რეგიონალლიგაში თამაშობს ხოლმე. ვაინრაუხს „ბაიერნის“ სარეზერვო გუნდში ამ სეზონში 22 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. გარდა ამისა, ვაინრაუხმა ამ სეზონში ხუთჯერ ითამაშა გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრებში, საფრანგეთთან 3:0-ზე მოგებულ მატჩში კი გოლის გატანაც მოახერხა. აქვე ვთქვათ, რომ ვაინრაუხი „ბაიერნში“ 2010 წლის ზაფხულში, თანაქალაქური „მიუნხენ 1860-ის“ ბავშვთა გუნდიდან გადავიდა.

ვაინი სტაბილური მცველია

მიუნხენელები ცენტრალურ მცველ დანიელ ვაინზეც დიდ იმედებს ამყარებენ. ამ უკანასკნელმა „ბაიერნის“ მეორე გუნდში, მეჰმეთ შოლის ხელმძღვანელობით 2012/2013 წლების სეზონში 24-დან 23 მატჩში იასპარეზა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ რეკორდმაისტერის პირველ გუნდთან უკვე ძალიან ახლოსაა.

როგორც იცით, ჰოლგერ ბადშტუბერის დაშავებისა და ჟერომ ბოატენგის დისკვალიფიკაციის შემდეგ ჰაინკესის განკარგულებაში მხოლოდ ორი ნომინალური ცენტრალური მცველია (დანტე და დანიელ ვან ბუიტენი). შესაბამისად, „დონ იუპი“ დოჰაში ვაინს განსაკუთრებით აკვირდება - უნდა, გაიგოს, რამე რომ იყოს, შეიძლება თუ არა ამ ახალგაზრდა ფეხბურთელის ნდობა სერიოზულ მატჩში.

ოთხეული შვაინის და მიულერის გზაზე?

„ბაიერნში“ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ მეკარე ლეოპოლდ ცინგერლესაც, რომელსაც სხვებთან ერთად, შანსი აქვს, რეკორდმაისტერში ისეთივე გზა გაიაროს, როგორიც თავის დროზე ბასტიან შვაინშტაიგერმა, თომას მიულერმა ან იმავე ბადშტუბერმა გაიარეს.

როგორც იცით, ეს ფეხბურთელები სწორედ „ბაიერნის“ აღზრდილები არიან.

ხსენებული ოთხეულიდან ყველაზე ახალგაზრდა პიერ-ემილ ჰოიბერგია. ფრანგული წარმოშობის მქონე 17 წლის დანიელი საყრდენი ნახევარმცველია და მიუხედავად იმისა, რომ ასაკით ჯერ კიდევ „ა-იუგენდს“ ეკუთვნის, რეგიონალლიგის გუნდში 16 მატჩი აქვს ჩატარებული.

ჰოიბერგს დანის 17-წლამდელთა ნაკრებშიც უთამაშია. ჩვენი გერმანელი კოლეგების მტკიცებით, ერთ-ერთი უნიჭიერესი ბაიერნელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"