ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ვარჯიშს შეუდგა და წინასაახალწლოდ ბაკურიანში შეკრებაც გაიარა
საქართველოს 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენი უკლებლივ ყველა ვერსიით, ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ლაშა შავდათუაშვილი (66) ვარჯიშს შეუდგა და წინასაახალწლოდ ბაკურიანში შეკრებაც გაიარა.

მოგეხსენებათ, შემოდგომაზე მან საზარდულის ოპერაცია გაიკეთა და 18 დეკემბრამდე ანუ ამ ამბიდან 3 თვის გასვლამდე ექიმები ლეიბზე ვარჯიშის ნებას არ აძლევდნენ.

ამ პერიოდში ის მხოლოდ ფიზიკურად იტვირთებოდა, თუმცა სრულად ვერც ამას ახერხებდა. საბედნიეროდ, სარეაბილიტაციო პერიოდი გართულებების გარეშე წარიმართა და დეკემბრის ბოლოს ლაშა, მისი თანაგუნდელი ნუგზარ ტატალაშვილი და გორის ძიუდოს დარბაზის კიდევ რამდენიმე შეგირდი ბაკურიანში წავიდა 10-დღიან შეკრებაზე, სადაც მათ წვრთნას გორელი მწვრთნელები - ნიკო ბიბილაშვილი, გია და ანზორ თენაძეები ხელმძღვანელობდნენ.

იქ სპორტსმენები ძირითადად ფიზიკურად ემზადებოდნენ, გორში დაბრუნებულები კი ტატამზეც გადაერთნენ.

ჯერ კიდევ ბაკურიანშივე შავდათუაშვილი სრულად იტვირთებოდა. საბედნიეროდ, გართულებები არც სარეაბილიტაციო პერიოდში და არც იმ ვარჯიშებზე არ ჰქონია, გორში დაბრუნებული ფეხს არც ტატამზე შეუწუხებია და შეიძლება ითქვას, დღეს უკვე სრული დატვირთვით ემზადება.

შავდათუაშვილი ჯერაც გორში ვარჯიშობს, ვიდრე ნაკრები შეკრებაზე არ გადასულა. როგორც ეროვნული გუნდის ახალდანიშნულმა თავკაცმა ირაკლი უზნაძემ გვითხრა, თბილისის ტურნირისთვის შეკრებას 17 იანვრიდან დაიწყებენ დედაქალაქში.

ალბათ, შავდათუაშვილიც მაშინ შეუერთდება გუნდს, შეჯიბრებებში კი, სავარაუდოდ, 9-10 თებერვალს პარიზში გასამართავი "დიდი მუზარადიდან" ჩაებმება. ამდენად, ის 3-4 თებერვალს თბილისში ჩასატარებელ ევროპის თასზე არ გამოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად