ქართველი ფეხბურთელი იოჰანესბურგის "მოროკა სვოლოუვზში" თამაშობს და იქაურ ცხოვრებას აღწერს
ქართველი ფეხბურთელი სამხრეთ აფრიკაშიც თამაშობს. გიორგი ნერგაძე გულშემატკივარმა ქუთაისის "ტორპედოდან" გაიცნო, მერე ეს შუახაზელი "დინამო თბილისში" მიიწვიეს, ახლა კი იოჰანესბურგის "მოროკა სვოლოუვზის" მოთამაშეა.

ნერგაძე ცენტრალური ნახევარმცველია, ტექნიკური და ალღოიანი, 30 წლის გახლავთ და სამხრეთ აფრიკიდან

წასვლას ჯერ არ აპირებს.

გახსოვთ რაინერ ცობელი? 70-იანი წლების მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი, რომელიც ერთი პერიოდი "დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი იყო, შემდეგ სამხრეთ აფრიკას მიაშურა და ცოტა ხნის მერე ნერგაძეც თან წაიყვანა.

"სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატი საკმაოდ კარგი დონისაა, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ბევრად უკეთესია, პირობებითაც კმაყოფილი ვარ", - გვითხრა ნერგაძემ, რომელიც შვებულებას საქართველოში ატარებს.

ფეხბურთი სოციალური ფენომენია, სამხრეთ აფრიკაში კი სოციალური ასპექტები განსაკუთრებულადაა განსაზღვრული მიუხედავად იმისა, რომ იქ აპარტეიდის რეჟიმი აღარ არის.

"სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში ფეხბურთს მეტწილად შავკანიანები და მულატები თამაშობენ, თუმცა ფეხბურთი არც თეთრებისთვის არის უცხო, ჩვენს გუნდში ოთხი თეთრკანიანი ვართ.

რაც შეეხება გულშემატკივრებს, ფეხბურთი მკვეთრად უფრო შავკანიანების სპორტია, თეთრებს კი ფეხბურთზე უფრო რაგბი უყვართ", - განგვიმარტა ნერგაძემ.

წინა სეზონში "მოროკა სვოლოუვზი" აფრიკის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა, ახლა კი თექვსმეტგუნდა ლიგაში მე-11 ადგილზეა.

"სეზონი კარგად დავიწყეთ, ოქტომბერში თასიც მოვიგეთ, მერე კი ისე მოხდა, რომ ჩემპიონატში ვეღარ ვიგებდით თამაშებს, ჩავარდნა გვქონდა. ვფიქრობ, სეზონის მეორე ეტაპზე ჩვენს გუნდში ყველაფერი დალაგდება", - იმედიანადაა ნერგაძე.

და რატომ გამოდგა სამხრეთ აფრიკაში წასვლა მიმზიდველი ჩვენებურისთვის? ჯამაგირი ერთია, მაგრამ იმასაც ხომ გააჩნია, სად მიდიხარ, როგორ გარემოში.

"ცობელი "დინამოდან" რომ წავიდა, დამირეკა და "მოროკა სვოლოუვზში" გადასვლა შემომთავაზა, მაშინ ის იყო ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი. ეს ის დრო იყო, როცა სამხრეთ აფრიკა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადებოდა.

ორწლიან კონტარქტს მოვაწერე ხელი, შარშან ზაფხულში კი ხელმეორედ გავაფორმე ამ კლუბთან კონტრაქტი.

სამხრეთ აფრიკაში სწრაფ, ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ, ბურთის თრევა იქ არ უყვართ, ერთი-ორი შეხებით აკეთებენ ყველაფერს", - გვითხრა ნერგაძემ.

"მოროკა სვოლოუვზი" იოჰანესბურგის გუნდია და ნერგაძის თქმით, ამ ქალაქში ქართველები არ ცხოვრობენ, ჩვენებურები თურმე მხოლოდ პრეტორიაში არიან.

ნერგაძეს უხარია, რომ სამხრეთ აფრიკაში ახლახან საქართველოს საელჩო გაიხსნა, იქ რომ ჩავალ, ჩვენს საელჩოს აუცილებლად დავუკავშირდებიო.

"სამხრეთ აფრიკაში ისეთი ჩემპიონატია, ძლიერი ყოველთვის ვერ ახერხებს სუსტის დამარცხებას, ყველა გუნდს ყველასთან შეუძლია წარმატების მიღწევა.

ჩემპიონატის მატჩებზე საშუალოდ 10-15 ათასი ქომაგი დადის, არის თამაშები, რომელსაც 90 ათასი გულშემატკივარი ესწრება.

კლიმატი ნორმალურია, 35-ზე მაღლა ტემპერატურა არ ადის. მოკლედ, იქ თამაში სასიამოვნოა".

და რატომ არ შეიძლება, რომ სამხრეთ აფრიკაში სტაბილურად მოთამაშე ფეხბურთელს სანაკრებო შანსი მისცენ?

"ნაკრების ხელმძღვანელობამ საკუთარი საქმისა თვითონ იცის, მოხარული ვიქნები, თუ ჩემით დაინტერესდებიან, იქაურ ჩემპიონატს საქართველოსას ვერც კი შევადარებ, არ ვიცი, ჩვენ სად ვართ..."

ნერგაძე საყრდენი ნახევარმცველია, თუმცა, როცა გუნდის ცენტრალური მცველი ტრავმირებულია ან დისკვალიფიცირებული, ჩვენებური "მოროკა სვოლოუვზის" დაცვის ცენტრს ამაგრებს.

ნერგაძემ მიმდინარე სეზონში სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატის ყველა მატჩი ითამაშა.

არ ვიცი, ჩვენ სად ვართ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

guja_kakhadze
არ იცი სად ვართ? სად და იმის იქეთ მხოლოდ მოძრაობაშეზღუდული ადამიანები თამაშობენ!
16-წლამდე ნაკრებმა თურქული შეკრება დაასრულა
15-წლამდე ვაჟთა ნაკრები თურქეთში მიემგზავრება
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს