საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი კარიერაზე, ნაკრებსა და 2013 წლის სურვილებზე საუბრობს
თუ ვინმესთვის წარმატებული იყო გასული 2012 წელი, ერთ-ერთი მათგანი სანდრო კობახიძეა. "ლელო" 25 წლის ფეხბურთელს სხვადასხვა საკითხზე ელაპარაკა: კარიერაზე, ნაკრებზე, 2013 წლის სურვილებზე...

კიევის "არსენალში" საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა აღიარებას უკვე მიაღწია: უკრაინული მედია და გულშემატკივრები მას კლუბის ლიდერთა შორის ასახელებენ.

ასე მაგალითად, უკრაინის პრემიერლიგის პირველ ეტაპზე 16 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, მაგრამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში გუნდის საუკეთესო თავდამსხმელად გულშემატკივრებმა სწორედ სანდრო აღიარეს: ქართველმა ლეგიონერმა 58,75% მიიღო და მნიშვნელოვნად გაუსწრო ვლადიმერ გომენიუკსა (15,31%) და ალექსანდრ კოვპაკს (11,56%).

- კლუბის ბომბარდირი 5 გოლის გამტანი მაქსიმ შაცკიხია, კიევის "დინამოსა" და უზბეკეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი. გულშემატკივარმა საუკეთესო თავდამსხმელად მაინც შენ დაგასახელა. ეტყობა, კიეველებს თავი მართლაც ძალიან შეაყვარე.

- მათ სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი და ეს აღიარება ძალიან მახარებს. მაგრამ ისეც არ გაიგოთ, თითქოს "არსენალის" ქომაგები მხოლოდ მე მაფასებენ. შაცკიხი საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს და ხალხი მას ჩემზე არანაკლებად აფასებს.

- რამდენად მართალია, თითქოს ზამთრის შეკრებას "დნიპროსთან" ერთად გაივლი?

- დიახ, ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია. ხომ იცით, ჩემი სატრანსფერო უფლებები დღემდე "დნიპროს" ეკუთვნის, "არსენალში" კი იჯარით ვთამაშობდი.

ახლა ჩემი დაბრუნება დნეპროპეტროვსკელების მთავარმა მწვრთნელმა, ხუანდე რამოსმა მოითხოვა. გუნდი მე-2 ადგილზეა, კიევის "დინამოს" ქულით უსწრებს და მეორე წრეში სერიოზული ბრძოლები ელით. ეს ჩემთვის საინტერესო ვარიანტია.

- ანუ "დნიპროში" შენი დაბრუნება გადაწყვეტილია?

- ზამთრის შეკრებას "დნიპროსთან" ერთად გავივლი, ხუანდე რამოსი იქ დამაკვირდება და ჩემი საკითხიც მერე გადაწყდება.

ალბათ, თავი რომ გამოვიჩინე, ამიტომ დაინტერესდა. სხვათა შორის, აგვისტოშიც იყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მაშინ ეს ვერ მოხერხდა.

რა დასამალია, მაშინ "დნიპროში" გადასვლა დიდად არც მსურდა. ახლა სხვა ამბავია, "დნიპრო" ამბიციური კლუბია, სერიოზული ამოცანები აქვს და იქ თამაში სასურველია, "არსენალში" კი ვითარება აირია.

თანაც, დნეპროპეტროვსკში "კრივბასიდან" ჩვენი ნაკრების ფეხბურთელი, ჯაბა კანკავაც დააბრუნეს და ეს ამბავიც მახარებს.

- ეს იმას ნიშნავს, რომ კიევის "დინამოში" შენი გადასვლა გამოირიცხა?

- ასე კატეგორიულად ჯერ ვერ ვიტყვი. მხოლოდ ის ვიცი, რომ შეკრებას "დნიპროსთან" გავივლი, მაგრამ მეც არ მეუბნებიან, კლუბებს ერთმანეთთან რა მოლაპარაკებები აქვთ. თუმცა, ფაქტია, რომ კიეველები დაინტერესებულები იყვნენ და დღემდე არიან.

- მართალია, თითქოს "დნიპრო" და კიევის "დინამოს" ხელმძღვანელობა სატრანსფერო თანხაზე ვერ თანხმდებიან?

- რომ არ დაგიმალოთ, მეც ასე ვიცი და ველოდები, საბოლოოდ, რაზე მოილაპარაკებენ. ამიტომ ვამბობ, რომ ჯერ ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ -მოლაპარაკებებზე კარგად ინფორმირებული არ ვარ.

ეტყობა, "დნიპროს" ჩემი გაშვება არ სურს. ერთის მხრივ, ეს ამბავიც მახარებს, გამოდის, რომ კლუბისა და მწვრთნელისთვის საინტერესო მოთამაშე ვარ.

- ასეა თუ ისე, "არსენალიდან" უკვე წამოხვედი.

- ჯერ მხოლოდ ეს შემიძლია დავადასტურო.

- კარგა ხანს, "დნიპროს" სათადარიგოებში მოხვედრაც სანატრელი გქონდა და მერე იჯარით გაგიშვეს. ახლა არ გაქვს შეგრძნება, რომ შენი დაუმტკიცე?

- ჯერ კიდევ უნდა დავამტკიცო, რომ გუნდის შემადგენლობაში მოხვედრას ვიმსახურებ. "არსენალი" ძლიერი კლუბია, მაგრამ დნეპროპეტროვსკელები ბევრად ძლიერი და ამბიციურები არიან, ევროპის ლიგაზე თამაშობენ და ჩემს პოზიციაზე დასამკვიდრებლად ბევრი კონკურენტი მეყოლება.

- ყველაზე სერიოზულ კონკურენტად ვის მიიჩნევ?

- ასეთი ბევრია და ყველა მაღალი დონის მოთამაშეა. ამიტომ არავის გამოვარჩევ.

- 2013 წელს რა სურვილებით შეხვდი?

- ჯერ მინდა, ახალი წელი საქართველოს და ჩვენს გულშემატკივარს მივულოცო და წარმატებები ვუსურვო.

ყველაზე დიდი სურვილი ისევ ნაკრებს უკავშირდება. რატომღაც, ასე მგონია, რომ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები საიმისოდ მომწიფდნენ, რომ წინა წლებზე უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენოთ.

იმედია, ასეც მოხდება, შედეგიც გვექნება, თამაშის ხარისხსაც გავაუმჯობესებთ და ხალხს გავახარებთ - სულ მესმის, რომ ყველაზე მეტი პრეტენზია და უკმაყოფილება ჩვენს მიმართ თამაშის ხარისხის გამო არის.

ამას გარდა, ვისურვებდი, საქართველოს ჩემპიონატის დონე გაიზარდოს და ეს დიდი ნახტომი წლეულს მოხერხდეს. ცხადია, პირადი სურვილებიც მაქვს და იმედია, ისიც ამიხდება.

- კონკრეტულად, რას გულისხმობ?

- ძლიერ კლუბში მსურს თამაში, რომელიც მუდამ დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს.

- "დნიპრო" ურიგო გუნდი ნამდვილად არ არის, ევროპის ლიგის მე-16-ფინალშია გასული.

- რა თქმა უნდა, ძლიერი გუნდია და ამასაც ვგულისხმობ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სანდრო კობახიძე: კიევის "დინამოს" ინტერესზე სერიოზული ხალხისგან შევიტყვე

სანდრო კობახიძე: მალე ვნახავთ თბილისის "დინამოს" ჩემპიონთა ლიგაში

giorgi
ბარსელონა აწყობს?
guja_kakhadze
ნაკრებს თამაშის ხარისხი გასაუმჯობესებელი რომ აქვს ეს ყველამ იცის!
"კვარა" ისევ როტაციაში და ორი მნიშვნელოვანი მატჩი პარალელურად
კონფერენს ლიგა: მექვაბიშვილმა სომხურ "ნოასთან" საგოლე გადაცემა გააკეთა
კიტეიშვილის "შტურმი" ოთხი გამარჯვების შემდეგ "სელტიკთან" დამარცხდა
შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"
ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
"თოფურია ყალბია. ის ქართველიც კი არ არის, გერმანიაში დაიბადა და გერმანელია" - პიმბლეტმა Marca-ს ეთერიდან თოფურია გამოიწვია
[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს